ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2009


გაფიცებ!!!

გაფიცებ!
როცა ცხვირში მატენი სინთეტიკურ ნარკოტიკს,
გენმოდიფიცირებულ პროდუქტს
კანცეროგენიან ”ფასტ ფუდს”
ტყვიიანი ბენზინის ჰაერს
ჩქაროსნულ ტრასაზე ტვინგასხმულ კნუტებს და ლეკვებს
სილიკონის ძუძუებს
პედოფილების პორნოსაიტებს
ატომური გაჟონვისგან დატოვებულ მუტაციებს
ტანკერების დაღვრილი ნავთობით მოწამლულ ოკეანეებს
ცათამბრჯენების სახურავიდან
ქვაფენილისკენ გაფრენილ დეპრესიულ მეგობრებს...…
მართლა გგონია დაგიჯერებ,
რომ ასეთი კარგი და სათნო ხარ
ცივილიზაციავ?????



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები