ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2009


ჩიტი- ბავშვობა

ვსვამთ  აივანზე მე და ჩემი
კარგი ძმაკაცი.
და გაზაფხული-ნუშის ტოტი.
ჩვენთან  ახლოა.
ოდნავ შევთვერით და ვარწმუნებთ,
უკვე ერთმანეთს,
რომ დღეს  მთაწმინდა,  ნაღდათ ჩვენი
სამოსახლოა.
ვიხსენებთ ხეებს  და ხეებზე
ჩიტებს სახელით.
და ირწმუნება ერთიც დაგვრჩეს
უდღეგრძელები,
გათენებამდე ჩემთან რჩება,
გასახსენებლად.
აქ კი საქმეში ერევიან
უკვე ცოლები.
სახელდახელოდ გვთავაზობენ
ფრინველთ სახელებს.
ვერა ხვდებიან ,რომ ის ჩიტი,
სხვაგან გაფრინდა.
და აქ, ამ ღამის  გათენებამ,
შესძლოს  მოყვანა.
ხოდა ველოდოთ რიბირაბოს,
წასვლა არ გინდა.
და გარიჟრაჟზე გავიხსენოთ,
ჩვენი ბავშვობა,
რადგან  სახელიც, გაფრენილი
ჩიტის,ეგ არი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები