დამაქვს შეგრძნება, რომ არავის ვუყვარვარ... დავესესხები მარტოობას სხვა მარტოსულებს და გავიმარტოხელებ ბრძოლის ველზე მარტოობასთან საბრძოლველად... მოპოვება და შენარჩუნება... არ ვიცი რომელი უფრო გამიჭირდა. მეკუთვნი მე, მაგრამ არ შემიძლია გფლობდე.. გდაიფრინა შენმა სუნთქვამ თბილი ქვეყნებისკენ ჩემი ტუჩების გამოტოვებით... დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიოტოვებული საიდუმლო, სხვისი მტანჯველი ამოუცნობლობით... ადამიანის წამება აკრძალულია! არადა როგორ მწყურიხარ, მტკივხარ, მიყვარხარ... ჩემი სადღეგრძელ;ო ხარო, ჩემი საუნჯე ხარო, ჩემი დედოფალი ხარო, უნაზესი... აღარ მიბატონე... ძალიან მშურსო შენი, იმიტომ რომ ისე არავის ვუყვარვარ ამქვეყნად, როგორც მე მიყვარხარო... ახლა რომ ვინმემ მკითხოს ვინ ხარო, პასუხს თუ მოისმენს ჩემსას, ალბათ საგიჟეში მომათავსებს. შენ აგეკიდა ჩემი მე, გადაგეკიდა... გადაიმტერა უშენობამ ჩემი ოცნებები, ნუთუ მეც ბრძოლაში დავიღუპები?! გჰადავდივარ ცარიელ ხიდზე შემოძარცული და ზამთრისათვის გამზადებული... ხიდზე გაჩერება აკრძალულია! შენ ხარ ჩემი ქალობის დასაწყისი და დასასრული... დამაქვს მონატრება როგორ მიხუტებ შემოდგომის პარკში შემცივნებულს, როგორ მიწყობ ქარისგან აწეწილ თმებს, როგორ მიკრავ გულში განშორებისას... ახლა, შენ არასოდეს მიდიხარ და არასოდეს მოდიხარ, უბრალოდ ყოველთვის აქ ხარ... მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე... ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია! დამაქვს მოგონება, როგორ ფეთქავს შენი გული ჩემი ყურის ქვეშ, როგორ იხლართება ჩემი თითები შენს თმაში, როგორი მშვიდია სენი სუნთქვა.. და ვტირი... თითქმის მიმქრალი ბუხრის წინ ვზივარ და ვტირი... ცეცხლთან თამაში აკრძალულია! მე მინდა ვიყო ღირსი შენი თავგანწირვის, სიცოცხლის ღირსი შენი წასვლის შემდეგაც... ოღონდ რატომ აჩქარდი, რა მიგარბენინებდა?
გადაიფრინე თბილი ქვეყნებისკენ ჩემი კოცნის გამოტოვებით...
და მაქვს, და მყავხარ შენ სხვა ყველაფრის გამოტოვებით...
ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დავესესხები მარტოობას სხვა მარტოსულებს და გავიმარტოხელებ ბრძოლის ველზე მარტოობასთან საბრძოლველად...
მაგარია დავესესხები მარტოობას სხვა მარტოსულებს და გავიმარტოხელებ ბრძოლის ველზე მარტოობასთან საბრძოლველად...
მაგარია
12. არ ვიცი რომელი უფრო გამიჭირდა. მეკუთვნი მე, მაგრამ არ შემიძლია გფლობდე..
გაიხარე :) არ ვიცი რომელი უფრო გამიჭირდა. მეკუთვნი მე, მაგრამ არ შემიძლია გფლობდე..
გაიხარე :)
11. ახლა, შენ არასოდეს მიდიხარ და არასოდეს მოდიხარ, უბრალოდ ყოველთვის აქ ხარ... მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე... ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია! ახლა, შენ არასოდეს მიდიხარ და არასოდეს მოდიხარ, უბრალოდ ყოველთვის აქ ხარ... მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე... ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია!
10. ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!! ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!!
8. მადლობა თქვენ, ყველას, რომ მიმიღეთ თქვენთან ბუდიდან გადმოგდებული ბარტყი... მადლობა თქვენ, ყველას, რომ მიმიღეთ თქვენთან ბუდიდან გადმოგდებული ბარტყი...
7. ...ეს განსაკუთრებული სტილია. დადუს დავეთანხმები, რაკი მეც დადუ გამახსენე... პოეტური პროზაიკოსები ხართ თქვენ... და საყვედური პოეტებს ასე ცოტას რომ კითხულობენ პროზას... ყველას არ ეკუთვნის ეს საყვედური. თამუნას კი, რომელიც ამავე დროს არის "მე"-ც, ანუ პიროვნება, მადლობა კარგი პროზისათვის და წარმატებები... ...ეს განსაკუთრებული სტილია. დადუს დავეთანხმები, რაკი მეც დადუ გამახსენე... პოეტური პროზაიკოსები ხართ თქვენ... და საყვედური პოეტებს ასე ცოტას რომ კითხულობენ პროზას... ყველას არ ეკუთვნის ეს საყვედური. თამუნას კი, რომელიც ამავე დროს არის "მე"-ც, ანუ პიროვნება, მადლობა კარგი პროზისათვის და წარმატებები...
6. მართლა მომეწონა. ნაწერი, ანუ წერის კულტურა, სიტყვათა მარაგი, რაღაცით ჩემი წერის მანერასაც მივამსგავსე. მომეწონე, ერთი სიტყვით. სიყვარულში კი წარმატებებს გისურვებ გულით :) მართლა მომეწონა. ნაწერი, ანუ წერის კულტურა, სიტყვათა მარაგი, რაღაცით ჩემი წერის მანერასაც მივამსგავსე. მომეწონე, ერთი სიტყვით. სიყვარულში კი წარმატებებს გისურვებ გულით :)
5. დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიოტოვებული საიდუმლო, სხვისი მტანჯველი ამოუცნობლობით... ადამიანის წამება აკრძალულია! არადა როგორ მწყურიხარ, მტკივხარ, მიყვარხარ...
საინტერესოა. დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიოტოვებული საიდუმლო, სხვისი მტანჯველი ამოუცნობლობით... ადამიანის წამება აკრძალულია! არადა როგორ მწყურიხარ, მტკივხარ, მიყვარხარ...
საინტერესოა.
4. :) მთლიანობაში კარგია იმდენი კარგი რარაც იყო, აქა-იქ მაგრამ მაინც... წარმატებები :) მთლიანობაში კარგია იმდენი კარგი რარაც იყო, აქა-იქ მაგრამ მაინც... წარმატებები
3. დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიტოვებული საიდუმლო...:) დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიტოვებული საიდუმლო...:)
2. მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე... ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია!
გეხვეწები, არ ჩაიკეტო ამ გაზაფხულზე მაინც.. მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე... ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია!
გეხვეწები, არ ჩაიკეტო ამ გაზაფხულზე მაინც..
1. გადაიფრინე თბილი ქვეყნებისკენ ჩემი კოცნის გამოტოვებით...
და მაქვს, და მყავხარ შენ სხვა ყველაფრის გამოტოვებით...
ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!!
კარგი ოგო ხარ შენ თამუნა: ) გადაიფრინე თბილი ქვეყნებისკენ ჩემი კოცნის გამოტოვებით...
და მაქვს, და მყავხარ შენ სხვა ყველაფრის გამოტოვებით...
ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!!
კარგი ოგო ხარ შენ თამუნა: )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|