მოექეციო სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ!... რომ არ მოვიწყინო, წერას დავიწყებ, მაგრამ, ვიცი, ამას კარგი არაფერი მოყვება. ასე მგონია, ვიღაცა ცდილობს სულში ჩამიძვრეს, თითქოს ვიღც შიგნით მიფათურებს ხელებს და მტკივა, რადგან იქ ვერ პოულობს გამოსასვლელს და რჩება, გალიაში მრღნელივით,არადა იქ იმდენი რამეა დასაღრღნელი... მინდა ყვავილის ერთი,ერთად-ერთი ტოტი, რომ ჩავდო ერთ პატარა საყვავილეში, დავდო იმ არეულ-დარეულ მაგიდაზე, რომელზეც ვწერ ხოლმე, მაგრამ მეშინია ხელი არ ვკრა და არ გადმოვაგდო, ან არ მოვისროლო. და თან ჯერ იასამანიც არ აყვავებულა სავსედ. მიყვარს იასამანი... მიჭირს გაზაფხულზე. არ ვიცი ვისით, მაგრამ მიჭირს, მარტოობა რთული ყოფილა, ერთობა რთულია, ნახევრობა უფრო... განწყობილების მიხედვით მოქმედება გაშიშვლების ტოლფასია, ისეთი უნდა იყო, სხვას რომ უნდიხარ, და არა ისეთი, შენ რომ გესურვილება... არადა თამაში სახალისო სულაც არ ყოფილა, დიდობაში მითუმეტეს. დასველება უფრო ადვილია, შეშრობა ძნელი და ხანგრძლივი, მაგიტომაც ველოდები როდის შემაშრება ცრემლი, რომ გაზაფხულს ხელგაშლილი მივეგებო, ნათელი თვალებით, მალე მაისიც მოვა. მინდა გულწრფელობა შევინარჩუნო, მაგრამ არ მინდა მოვტყუვდე იმით, რომ ამას შევძლებ. თუკი სამყარო სიტკბოს დაკარგავს, შეიძლება სიმწარეც გაქრეს, მაგრამ ასე გრძნობადაცლილის საშინელება იქნება სუნთქვაც. ეს გაგვიტაცებს ძალიან იქეთ, მზის და მთვარის იქეთ, არ ვხუმრობ, მართლა და დავკარგავთ ყველაფერს, რწმენას. ჩემს სულში მოფათურე მღრღნელები რომ ვერ პოულებენ დასაბრუნებელ გზას, ისე ვერ ვიპოვით ჩვენც და მერე უკვე გულწრფელად დავეჭვდებით - ღირს კი სიცოცხლე? ერთი პაწაწუნა ნაწილიც კი არ არის ჩემში, ახლა რომ არ ტიროდეს... კარგი, ახლა წავედი... მომექცევით ისე, როგორც გინდათ, რომ მოვიქცე მე თქვენთვის?! თქვენ მე ახლა გადამიარეთ ხალხო... მეტკინა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მომექცევით ისე, როგორც გინდათ, რომ მოვიქცე მე თქვენთვის?! მომექცევით ისე, როგორც გინდათ, რომ მოვიქცე მე თქვენთვის?!
12. და თან ჯერ იასამანიც არ აყვავებულა სავსედ. მიყვარს იასამანი...
მეც მიყვარს იასამანი..და თან ძალიან.... და თან ჯერ იასამანიც არ აყვავებულა სავსედ. მიყვარს იასამანი...
მეც მიყვარს იასამანი..და თან ძალიან....
11. მიჭირს გაზაფხულზე. არ ვიცი ვისით, მაგრამ მიჭირს, მარტოობა რთული ყოფილა, ერთობა რთულია, ნახევრობა უფრო...
მიჭირს გაზაფხულზე. არ ვიცი ვისით, მაგრამ მიჭირს, მარტოობა რთული ყოფილა, ერთობა რთულია, ნახევრობა უფრო...
10. მადლობა :) ნინი, ნაფეხურების მიხედვით კვალს ვერ იპოვი, ვერც მე... უჩა-070 განსაკუთრებული და დიდი მადლობა შენ,და არ მარტო ამ კომენტარისთვის... :) გიგო, გაიხარე... ჰანს, როგორ გიხდება ღიმილიიიიი :):):)
მადლობა :) ნინი, ნაფეხურების მიხედვით კვალს ვერ იპოვი, ვერც მე... უჩა-070 განსაკუთრებული და დიდი მადლობა შენ,და არ მარტო ამ კომენტარისთვის... :) გიგო, გაიხარე... ჰანს, როგორ გიხდება ღიმილიიიიი :):):)
8. ცოტა კორექტურას საჭიროებს!!! წარმატებები!!! ცოტა კორექტურას საჭიროებს!!! წარმატებები!!!
7. ... კარგი ხარ შენ_თამუნა... ვწუხვარ თუ გულნატკენი... ... კარგი ხარ შენ_თამუნა... ვწუხვარ თუ გულნატკენი...
6. ვინ გადაგიარა? ვინ გადაგიარა?
5. გაიხარე სეხნია გაიხარე სეხნია
4. საყვარელი ხარ. კარგად წერ. საყვარელი ხარ. კარგად წერ.
3. გმადლობ... :) გმადლობ... :)
2. ლამაზად და კარგად წერთ! ლამაზად და კარგად წერთ!
1. გაუძელი! ეს ცხოვრებაა ჩემო კარგო და კიდევ ბევრჯერ დააპირებენ გადავლ-გადმოვლას. . . კი, მართალია, ასეთ დროს ვიტანჯებით, ვიცლებით და აზრი წყდება, მაგრამ, ხომ არიან ადამიანების მცირე ნაწილი, ვინც ხელს გამოგიწვდის და წამოგაყენებს? . . .სანამ ასეთ ნაწილში ერთი მაინც იქნება, არაფერი გიჭირს, მოერევი! გაუძელი! ეს ცხოვრებაა ჩემო კარგო და კიდევ ბევრჯერ დააპირებენ გადავლ-გადმოვლას. . . კი, მართალია, ასეთ დროს ვიტანჯებით, ვიცლებით და აზრი წყდება, მაგრამ, ხომ არიან ადამიანების მცირე ნაწილი, ვინც ხელს გამოგიწვდის და წამოგაყენებს? . . .სანამ ასეთ ნაწილში ერთი მაინც იქნება, არაფერი გიჭირს, მოერევი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|