ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 აპრილი, 2009


ისევ მარცვლები

სიმშვიდე

ღამეა.
ფიქრი ცრემლს ემატება
საათი მკეცავს
თვალს ვხუჭავ და
მომავალში გნატრობ.

ფორიაქი

ღამეა
სტერეო სატანჲურს უბერავს
ჭაღარებს ვითვლი :
კენტი თუ ლუწი...
რა იყო უწინ?

***
დილით რიონის ტალღაში
მზერა დამეხრჩო
თოლიამ კი
თევზივით დაითრია
და გადასანსლა.

***
ზღვა მომენატრა -
რიონს ბაგე ნდომით შევახე!
ზღვისკენ გაიქცა -
თითქოს სურდა
სიმხურვალე არ დაკარგვოდა...

***
ყვავილობაში არის სილამაზე..
ფოთოლცვენაში - სინაზეა.
ჩემი ნაბიჯები მძიმე არის?!
მზერას არ აგატკენს -
სილაზეა....

***
ჩემშიც ამოიწურა
კეთილშობილება -
დღემოკლე ფოთლები
ჯერ გავცოცხე და
მერე  გადავწვი...



***
ბოლო სადაა?
ჩემში ეძიეთ...
იქ, სადაც ძნელი დასაწყისი
სამწერტილით მოვნიშნე
და

      ა
                ვ
                      ი
                კ
            ე
        ც
    ე....



***
ფრენისთვის მარტო ფრთები არ კმარა
არც ხოხვას ყოფნის მარტო მუცელი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები