ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკო
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2009


ფიქრებით ხეტიალი

მთებში და ტყეში როცა ბურუსი
წამოაწვებათ მთვლემარე ხეებს
მაშინ მდუმარე ვით ანგელოსი
მე გადავიფრენ ფიქრების ტყეებს

...არის წუხილი შემაზარები
სადღაც წავაწყდი ულმობელ კლდეებს
უწინ თუ იყო ცრემლის ზარები
მწამს რომ მზე ისევ გამოანათებს

სძინავს ყველაფერს მაგრამ მე არა
ხელში მეწვება ბოლო ნაფაზი
ფიქრები ისევ! როგორც ცხვრის ფარა
ან კონტურები შავად ნახაზი

გადადის თავში ბევრი ულევი
ფიქრები ღრნიან ჩემს გულის ძარღვებს
როგორც ზღაპარსი ღრიალა დევი
სისხლი ძარღვებში ისე ღრიალებს

მე ოცი წლის ვარ და მასზე ფიქრებს
მურთლად გადაყვა ბავშობა ჩემი
ვიღაც კითხულობს ჩემს თავზე ტიტრებს
დამაყრიან მე წიტელ ტიტებს?

გლოვების ფერში მორთული ყუთი
ათი წლის მერე მომელანდება,
ვირაც იტირებს თვალებს გაახელს
და ჩემს მაგივრად დაიბადება.

განთიადისას პირველი სხივი
სარკმელში თბილად შემოიჭრება
რო დაღლილობა მომიცრის ხელებს
ჩემი ფიქრები ისევ გაქრება

განთიადისას პირველი სხივი
გაათბობს მთებს და გაათბობს ტყეებს
და რო ჩაქრება ღამის ნათება
მოემატება წამები დღეებს

დილის ნათელი სხივების ფენა
მე იმედებით სული მევსება
გაზაფხულს მოაქვს ყვავილთა ცვენა
ყვავილებს მოაქვთ საამო სუნი და სული ტკბება,
                                                  და სული ტკბება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები