ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2009


მე მაისის ქალი ვარ...

  რა, არ გჯერა?
  რატომ არ გჯერა?
  მაისი ორსულია ჩემით პირველიდან ოცდათერთმეტამდე. ესეც არ გჯერა?
  მე ხომ პირველ მაისს დავიბადე. მე და მაისი? ოჰ, რას ამბობ? მე _ მაისი, აი ასე.
  ოჰ, მე_მაისი, მზე,, ცა და იმდენი რამეა... მაისი ყველაზე სავსეა, ყველაზე სრულყოფილი...
  მე,
  ვარდი,
  სიყვარული
  მაისის შვილები ვართ...
  იქნებ ესეც არ დაიჯერო, ურწმუნოვ.
  მიდი, მაისს კითხე, არც მას დაუჯერებ?!
  ეეჰ, როგორ დაგარწმუნო?!
  მე მაისს და დედას, ორივეს დედას ვეძახი. დედა და მაისი  ერთნაირად მეფერება.
  მე და ვარდი? ოჰ, განუყრელი მეგობრები ვართ... უჰ, მთელი ქვეყნის საიდუმლო იცის და მთელი ქვეყნის სიბრძნეს ფლობს. (არც ეს გჯერა? დაუმეგობრდი და მიხვდები). იცი რა მიამბო, ძველი ლეგენდა:
  თურმე ღმერთმა მაისის ვარდი თეთრი გააჩინა, მაგრამ სწორედ იმ დროს დააცქერდა ადამი, როდესაც იშლებოდა, შერცხვა და გაწითლდაო...
  მორცხვია ცუგრუმელა...
  ვარდთან ხომ ვმეგობრობ, თუ დამიჯერებთ, სიყვარულს ვერაფერი გავუგე...
მარტო ვარ...
  ხო სიყვარულმა არ მიმიკარა, არც არავისთან მიმაკარა. მართლა ვერაფერი გავუგე. თქვენ გაუგეთ რამე? ვინმემ გაუგეთ?
  შენ ისე მიქნევ თავს, რომ მგონი მართლა არ გჯერა ჩემი... მე რა მედარდება შენი დაჯერების?! შენ ჯერ გაგვიცანი და მერე მიხვდები ყველაფერს.
  მე,
  ვარდი,
  სიყვარული...
  სიყვარული მარადიული და ძნელად ირჩევს სამეგობრო ხალხს. ვოცნებობ მასთან დამეგობრებას...
  ვარდი? უუჰ, ისეთი კარგია. ნამდვილი მესაიდუმლეა სიყვარულის... ვარდი სიყვარულის ენაა...
  მე?
  მე დამაქალა მაისმა, წელს მეოცედ მადედოფლა პირველიდან ოცდათერთმეტამდე...
  ახლა მალე წავა...
  მე მაისის პირველში 20_ისა გავხდი, წლები შევიგრძენი. ახლა კი, მოდი და ნუ დამიჯერებ, რომ მაისის შვილი ვარ, რომ ვარდთან ვმეგობრობ და რომ სიყვარულისა ვერაფერი გავიგე...
  მე მაისის ქალი ვარ...
                                                                              21.05.2007.
p.s. მხოლოდ ასაკი შევცვალე...

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები