ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tokatokamemo
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2009


ბეღურავ, გაზაფხულდა!

      სანამ ერთ ამბავს მოგიყვებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს მოხდა, მაგრამ რატომ ჩვეულებრივ დღეს? მოკლედ, ეს ყველაფერი ერთ უჩვეულო და დასამახსოვრებელ დღეს გადამხდა თავს.
      აგვისტოს ცხელ დღეს ზღვის ნაპირზე ვიჯექი და ვფიქრობდი... იმ დღეს ზღვაზე არავის გამოჩენილა, ერთი ბიჭის გარდა. მოვიდა და გვერდზე დამიჯდა. მისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია და მგონი არც ის მაქცევდა. ცოტა ხანში, ზღვაში შეცურა და აზვირთებულ ტალღებში გაეხვა. ჩემი ყურადღება ფერად-ფერადმა ქვებმა მიიპყრო. ის ბიჭი ზღვიდან რომ გამოვიდა, ღიმილნარევი თვალებით შემომხედა და სასტუმროსაკენ წავიდა. თოლიები ზღვის ზემოთ გუნდებად დაფრინავდნენ. მზეში გახვეული ნაპირი ძალიან ლამაზი იყო. იმ დღეს ზღვა წყნარი იყო ნამეტანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს