ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2009


ცინიკოსის დაბადება!

                                     
                                                                  არ მიმითითოთ რა ჯობია რომ ვაკეთო
                                                                  და მეც არ გეტყვით სად ჯობია რომ წახვიდეთ!
                                                                                                        " ???"
                                                                       


ეს ზეცა
უფრო ჭუჭყისფერი ყოფილა თურმე,
ჩვენ კი გვეგონა,
რომ ოცნებები ჩვენი იყო
მხოლოდ ცისფერი.
სიზმარეული ცისფერთვალა
თეთრი გოგონა
მეძავი ყოფილა...

-აბა რა გეგონა?!

ჩუმად ქირქილებს ვიღაც უცნობი
და ირონიას აქსოვს სიტყვებში
მე კი შევყურებ
უაზროდ თითქმის,
ახვარ სკეპტიკოს
მრუმე თვალებში
და მინდა ზიზღი გადმოვაფრქვიო.
ის კი ილოკავს
ღვინით დამსკდარ
უფერო ტუჩებს
და ჩუმად მიხსნის ამაოების ფილოსოფიას
ჩვენ რომ ვლოცულობთ
ის ღმერთი თურმე გააკრეს ჯვარზე
და აღდგომა არც უფიქრია.

-შენ უმადურთა ნაშიერი ხარ!

თვითონ კი თითქოს ღვთაება იყოს.
მე ჟრუანტელი მივლის მთელ ტანში
ის კი მარიგებს,
თითქოს ვიყო პატარა ბავშვი,
და მინდა რაღაც ჩავარტყა თავში
მინდა რომ სისხლი გადმოვადინო,
მხოლოდ იმიტომ
რომ ჩემს იმედებს
ის უმოწყალოდ და
უღვთოდ ამსხვრევს.

-მონების ღმერთი...

კვლავ აგრძელებს,


წყურვილი მფხაჭნის ყელში სისხლის
და მსურს ვიყვირო.

-მონების ღმერთი?!
ტანჯვისათვის გელის სამითხე?!
სისულელეა ნუ  თუ ვერ ხვდები?

-სული არსებობს?!

კი როგორ არა!

ადამიანი უკვალოდ ქრება,
თუ რამე რჩება
მხოლოდ მცირე ხსოვნა მისადმი!

მე ისევ ყელში მაწვება სისხლი,
და ვხედავ როგორ იხსნება ზეცა,
მე მკვლელი არ ვარ.
მე ხომ არვინ არ მომიკლია.
დასისხლულ ხელში
სარკის ნამსხვრევს დავცქერი მხოლოდ
და ვხედავ მასში
ირონია როგორ იღვრება!

                                                    2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები