ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2009


ჩვენ

ის კარგი ბიჭია ,მაგრამ ცოტა უცნაური,ასე ვთქვათ თავისებური, რაც იმას ნიშნავს რომ სხვას არ ჰგავს.
ამას წინ ჩემთან  მოვიდა , არა კი არ მოვიდა ქუჩაში შემხვდა.ფართოდ გახელილი, გაოგნებული თვალებით  ამომხედა და მითხრა: მე იცი მზე დავინახე.
-მართლა? გავოცდი მე.
-დიახ, ამდენი ხანი ვუყურებდი და მხოლოდ  გუშინ დავინახე  და ზემოთ ამახედა.
დიდიც არაფერი. მზე იყო. ყვითელი, ბოტკინიანი და არ ჰყავდა  მომვლელი.
-ვერაფერიც ვერ გაიგე, მითხრა მან.
-საღამოს შევხვდეთ 10 საათისათვის და იქ ვნახოთ , შევთავაზე
მოვიდა.ცაზე მთვარე იყო რო...იმან -ცივია.
თავი გავაქნიე და გავფრინდი, მთვარემდე ორი ფრთის მოქნევა მრჩებოდა, ვიგრძენი ფრთები  მეყინებოდა. გული დამწყდა სულ ორი დაქნევაღა მრჩებოდა, მხოლოდ ორი დაქნევა , ეტყობა მაინც დავუჯერე და ეხლა ვიმკიდი  მოსამკელს.ქვემოთ ჩავიხედე, ტბაში ვვარდებოდი, გამახსენდა უფროსი ედა, რატომღაც  ბრეიგი და სერფინგი, ჩავარდნამდე კიდევ იყო დრო ფიქრისა, თუ დაცემაა  ფრთებგაშლილი , ხმაურით ჩავვარდები, ბოლო ბოლო ორი ფრთის მოქნევა მრჩებოდა.
ხმაურით  ჩავვარდი, თუმცა ვერავინ გაიგო, ფსკერისკენ  წავედი ,მაგრამ არ დავიჯერე რომ წავაგე
და მას თავის სახლში შევხვდი.ოთხნი ვუსხედით მაგიდას, ბევრს ვსვამდით და ვკამათობდით. დავთვერით ,ოღონდ არა უგონოდ.მე ტახტზე ვიჯექი და ფეხი საკუჭნაოში გასასვლელ კარებზე მქონდა მიდებული, პირველ სართულზე სასადილო ოთახში ვისხედით.იმან მითხრა, ფეხი ჩამოიღე, თორემ იარაღს ჩამოვიტან და ფეხს გაგიხვრეტ.
-კი ბატონო ნება შენია, დავთანხმდი მე.
ის ზემოთ ავიდა და იარაღით დაბრუნდა. ნაგანი იყო. ჰა, ჩამოიღებ? კიდევ შემეკითხა.
-თავი გავაქნიე , 'არა"-გავუმეორე.
გულდაგულ დამიმიზნადა ბოლო წამს ოდნავ ზემოთ გაისროლა,ტყვია  ფეხს  ზემოთ, ერთი ათი სანტიმეტრით, კარებს მოხვდა  და მეორე მხარეს გავიდა.ყველას გაგვეცინა,  კარგი იარაღი იყო.
მერე იმან ტყვიები ამოყარა და ერთი უკან ჩააბრუნა.
-ვითამაშოთ?  ყველანი დავთანხმდით. კენჭი ვყარეთ და პირველს მე მომიწია, მეორე იმას, მესამე მესამეს და მეოთხე მეოთხეს.
შუბლთან  მივიდე მერე ნელ-ნელა გვერდზე საფეთქელთან, ისეთი გრძნობა მქონდა როგორც ერთხელ უკვე , როცა სიზმარში ტანკს შევუვარდი, დრო შეჩერდა და ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი.  ჩხკ,არ გავარდა. ეტყობა გაოგნებული იდიოტის ღიმილი  მქონდა , რადგან იმათ ჩემი ღიმილი დამიბრუნეს. გადავაწოდე, საფეთქელთან მიიდო, დაძაბულები ვუყურებდით და სწორედ იმ დროს როცა თავი დავიჭირე ტყვიის გავარდნის სურვილში, იმან გაიღიმა, ბარაბანი გადმოხსნა და  ნასოლი ტყვია ამოაგდო.  ხელის გარტყმისგან თავი ძლივს შევიკავე.
-რაო, გინდოდა გავარდნილიყო? გამიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა.
-ბევრით ნოლს აგებ.
-ეგ ბოლო არ იყო. უდაბნო შევთავაზე. მაგრამ ეგ მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები