ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2008


ნავსადგური

                        "И тогда сказал мудрец:
                            Дорогу осилит идущи."



ტკივილს მოგგვრის იმედების გაცრუება,
მაგრამ ნურა შეგაჩერებს სავალ გზაზე;
ღაწვზე ცრემლი მაგ ჭრილობას ასალბუნე,
არ თქვა - რატომ, დაე იყოს ნება ღვთისა.

ის ადგილი, ვითომ, როგორც ოაზისი,
გონებას რომ ეჩვენება უდაბნოში,
სიარულით დაღლილ კაცის მირაჟია,
თუმცა დრომდე გეხმარება გაძლებაში.

გევედრები დამანახე შენი სახე,
გული მალე გამიხარე გათანგული,
თორემ გვალვა სოფელს შეეჩვია,
ნაყოფს ვეღარ გამოიღებს გაზაფხული.

ბოლოს ესღა დამრჩენია საიმედო,
როცა მესმის სტრიქონები საამური:
დამიჯერე ახლოს არის დასასრული,
სიყვარულის საოცარი ნავსადგური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები