ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


*****

მზე დადგა ყალყებზე,
დილამ ამოავსო ბაბუის სამელნე...
ჭაღარა გადაკრავს სიბერით, მაგიდის
შუაში დაწყობილ მრავალ წიგნს.
ოთახში სინესტის სამოსი მოქსოვა
ობობამ,
ოთახში სადაც მარტოდ დარჩენილ
სიბერეს უნდოდა მოყოლა:
აქ უკვე წლებია, არავის არ უდევს ბინა,
აქ უკვე წლებია მარტოობაში
დარჩენილ კედლებს ძინავს,
აქ უკვე წლებია, სიცოცხლე გაბრუნდა უკან
აქ უკვე წლებია მტვრის ბაცილები ბრუნავს.
მზე დადგა ფანჯრებთან,
ადამიანს ფიქრებს შორის... ჩამოაბერდა,
უკვე დავწერე ყველა შტრიხი რაც რომ ამბობდა
ჭაღარა წიგნის, გაწყვეტილი ბინის აორტას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები