ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აკ47
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


გამიგებენ ღმერთები

გადაყვლეფილ მუხლებზე
შეგიბერე სული და,
ამოხედვის პირისპირ
მზერა ჟინს მოერიდა.
თეთრი კანის სილურჯე
ტანზე შემოგეცვითა
დაიბრუნე ხალისი,
სანამ სისიხლი შეგშლიდა.
გიკანკალებს ხელები
ცა მდინარეს ჩამოჰგავს
გადაღლილმა ფერებით
ღრუბელს ხელი წამოჰკრა.
მორჩილია ეს ღამე,
სატრფოს გვერდით დაუჯდა
დაუკოცნა ხელები
მერე ფეხი დაუცდა...
ჩამოგორდა ლოყაზე
ის ტკივილის წვეთები
გავიყოლებ შორ გზაზე
გამიგებენ ღმერთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები