ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ივლისი, 2009


... სიმშვიდის თეთრი დღე ...

რძისფერი მთვარე გადაგორდა ძილის სხვა ზღვარზე ...
ნიავმა ფარდის აკეცილ ბოლოს შემოაყოლა  სხივებით სავსე
სითბო და დილის სურნელება აკიაფებულ ცაზე ...
მიყვარს ვუყურო როგორ იღვიძებს მიძინებული არე ...
თეთრი ლოგინის ჭრიალა ხმაზე ,
ვდგები და აბრეშუმის ხალათში ვეხვევი რომ არ შემცივდეს დაცვარულ ტანზე...
ვხედავ ფანჯრიდან როგორ მოსჩანს გაშლილი ბადე ...
ზღვიანი ქაფი ეხეთქება ოცნების ნაპირს  ...
შეუბრალებლად ეტმასნება ქვიშიან სახეს ...
საძინებლიდან დიდ ოთახში კარებს შევაღებ ,
თეთრად ჩახატულ კედლებს შორის ავივლი მალე
ორივე ხელით გამოვაღებ მაღალს და  , აივნის თეთრ ფარდადაშვებულ კარებს ,
ფრთები რომ მქონდეს ვერ გავუძლებდი
ავფრინდებოდი ნაწვიმარ ცაზე ...
მაგრამ დაცურდა მხრებზე პრიალა აბრეშუმის ნაზი ქსოვილი ...
აფორიაქდა მშვიდი სული და სხეულით დაფარული ჩემი გონება ...
მივუახლოვდი აივნის ზღუდეს ,
ხელებგაშლილი მივფრინავ თურმე ...
ფრთიან ოცნებას მიუახლოვდა გადახტომის დრო და ვეშვები
ვეშვები ისეთი გამართული ...
და ბოლოს დავეშვები წყლიან ბასეინში ისე ძალიან მალე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები