ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: n-it-a
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


მენატრები

ატმის ყვავილებმა ჩამოთოვეს,
                                            იცი მომენატრე!
სიო არემარეს ნაზად მოეფერა,
                                          მე შენ გამახსენდი!
ზეცა ცისარტყელამ ნაზად მიმოკაწრა, 
                                          ნეტავ ახლა სად ხარ?
და ამ მონატრებით, ასე ძლიერ, შენც თუ გენატრები?

დილა ვარდისფერი კაბით შეიმოსა,
                                            ფიქრნი მომემატნენ,
მზე ოქროსფერ ნაწნავებს შლის,
                                                მე კი ოცნებების,
დღე ისეთი ამაყი და ლამაზია,
                                                წარსულს გაგახსნებს
და შენც, შენდაუნებურად, ფიქრებს დანებდები.

ატმის ტვავილებმა ისევ ჩამოთოვეს,
                                          და მეც მომენატრე!
სიო არემარეს ნაზად მოეფერა ,
                                          მე შენ გამახსენდი!
ზეცამ ნაცრისფერი კაბა გადაიცვა,
                                          ჩუმად შემობინდდა,
მე კი ისევ ისე შენზე ვფიქრობ და კვლავ მენატრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები