 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: საბავშვო 19 ივლისი, 2009 |
პ ო ე მ ა
ნიკას დაბადების დღე გვაქვს ყოველი თვის 19-ში, ყველას გეპატიჟებით და სუფრასა ვშლით წამებში!..
უკვე ექვსი იუბილე აღინიშნა ნიკასი. ვინც კი ნიკას ადღეგრძელებს, წვეთს არ ტოვებს ჭიქაში!
ნიკა ამ დროს სუფრის თავში როგორც პრინცი ისე ზის! ყოველ 19-ს ზეიმისთვის სულ გვექნება მიზეზი!
ჰა, მეშვიდედ ახლოვდება ეს ლამაზი თარიღი, რომ კვლავ შევხვდეთ გაშლილ სუფრით, სიხარულით და რიხით!
საგანძურიც დაუგროვდა პრინცზე არანაკლები: წიგნები - სულ საყვარელი ლექსები და ზღაპრები...
დარჩეული ფირფიტები - ლამის მთელი კლასიკა, ველხალხური სიმღერები ხომ სულ ცოტა ასი გვაქვს!
ნახატებიც, სურათებიც უყვარს ნიკას ფერადი, ფერად სათამაშოებშიც ჩაფლულია ყელამდი...
,, სათამაშო ზოოპარკი” ვეღარ იტევს ყურცქვიტებს ( ყურცქვიტებიც, რა თქმა უნდა სულ არ გვანან უწინდლებს!..
სადღა ნახავთ ასეთ ლომს და ან ვეფხვს - ასე ხატულას? სპილო ნახოთ - გეგონებათ თავად სპილოს ნატურა!..
არ ერჩიან ფისოები აქ ჩიტებს თაგუნებს და სიფრთხილე დავიწყნიათ ციყვებსა და ზღარბუნებს...
სძინავთ ზებრებს და აქლემებს ნიანგების მხარდამხარ, გაგახარებთ იქვე შვლის და მისი ნუკრის დანახვა!..
აქ ბეკეკას აღარ დასდევს ავი მგელი ძუნძულით, და არ უფრთხის მელაკუდას ჭრელი იხვის ჭუჭული...
ვინ მეფეა, ვინ ვეზირი, ვერ აარჩევთ, მერწმუნებ!.. სულ არა აქვთ მათი რიდი პაწაწინა ბ მხეცუნებს...
აქ ბოროტი დედინაცვლის ფიქრიც არ აქვს წიქარას, - განა ვინმეს აპატიებს ნიკა ბრიყვულ მიქარვას?!.
აქ სიკეთის სავანეა და მშვიდობის კუნძული და მორჩილებს ნიკას ნებას აქ ყოველი კუჭული.
ყველა, ყველა, მაგრამ მსგავსი ნიკას ჯერ არ უნახავს: - მას ხომ უკვე სამი დღეა პაწაწინა მურა ჰყავს!
ძაფზე დაფრენს ბატასინი, ძირს გორაობს დათუჩა, უკვირს ნიკას - დარჩენილ რძეს მურიკელა რად უჭამს!..
მოკლედ ნიკას გართობაში აღარა აქვს პრობლემა. სასეირნოდ სულ მზად არის ეტლიც ლამაზბორბლება..
ბაბუ ლექსებს არ მოაკლებს - ასეთი რამ არ ხდებ!.. ნიკალა კი ერთ კვირაში შვიდი ,,წლისა” გახდება!!!
11. 1995 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. იხაროს და იცოცხლოს ნიკუშამ ბაბუს გულის გასახარადოო :) 555 იხაროს და იცოცხლოს ნიკუშამ ბაბუს გულის გასახარადოო :) 555
16. "პაწაწინა ბხეცუნებს..." "ნიკა ბრიყვულ მიქარვას?!" ეს კორექტურებია
ლექსი ( პოემა ) კი კარგია 5 ქულა
ვულოცავ ნიკას შვიდი "წლის" შესრულებას, ღმერთმა გაგიზარდით საამაყო ადამიანად
"პაწაწინა ბხეცუნებს..." "ნიკა ბრიყვულ მიქარვას?!" ეს კორექტურებია
ლექსი ( პოემა ) კი კარგია 5 ქულა
ვულოცავ ნიკას შვიდი "წლის" შესრულებას, ღმერთმა გაგიზარდით საამაყო ადამიანად
15. ბაბუ ლექსებს არ მოაკლებს - ასეთი რამ არ ხდებ!.. ნიკალა კი ერთ კვირაში შვიდი ,,წლისა” გახდება!!!
გაიზარდოს ნიკალაო, ბიჭუკელა წინწკალაო! :) გაიხარეეთ! ბაბუ ლექსებს არ მოაკლებს - ასეთი რამ არ ხდებ!.. ნიკალა კი ერთ კვირაში შვიდი ,,წლისა” გახდება!!!
გაიზარდოს ნიკალაო, ბიჭუკელა წინწკალაო! :) გაიხარეეთ!
14. ვენაცალე ნიკალას...! დიდიიიიიიიიიი სასახელო ბიჭი გაიზარდოს! 55555555 ვენაცალე ნიკალას...! დიდიიიიიიიიიი სასახელო ბიჭი გაიზარდოს! 55555555
12. გუდა ჟანრს შეხედე :) კარგი საბავშვოა :) გუდა ჟანრს შეხედე :) კარგი საბავშვოა :)
11. საოცარი ლექსია, ჯერ რომ არ დაწერილა მსგავსი ისეთი...
და იმედია აღარც დაიწერება...
ღმერთო შენ უშველე ქართულ პოეზიას........ საოცარი ლექსია, ჯერ რომ არ დაწერილა მსგავსი ისეთი...
და იმედია აღარც დაიწერება...
ღმერთო შენ უშველე ქართულ პოეზიას........
10. ჩემი ბაბუა მომენატრააა....გაგიმარჯოთ თქვენ ბატონო იმო ღმერთი თქვენსკენ. ჩემი ბაბუა მომენატრააა....გაგიმარჯოთ თქვენ ბატონო იმო ღმერთი თქვენსკენ.
9. მრავალი დაბადების დღე მოგველოცოს ბაბუა-შვილიშვილისთვიის :-* ძალიან ლამაზი ლექსია :) მრავალი დაბადების დღე მოგველოცოს ბაბუა-შვილიშვილისთვიის :-* ძალიან ლამაზი ლექსია :)
8. ისევ შემოვედი... ჩემს ბიჭსაც ხომ ნიკა ჰქვია? მამაჩემს ჭკუა ეკეტებოდა ნიკუშაზე და
"ბაბუ + ნიკა = ბაბუნიკა" - ამბობდა ორივე...
ეს გამახსენდა და ამიტომ დაგიწერე, ნიკას ბაბუნიკა ხარ-მეთქი...... გმადლობ ამ ლექსისითვის! მან ტკბილი მოგონებები მომიტანა... ისევ შემოვედი... ჩემს ბიჭსაც ხომ ნიკა ჰქვია? მამაჩემს ჭკუა ეკეტებოდა ნიკუშაზე და
"ბაბუ + ნიკა = ბაბუნიკა" - ამბობდა ორივე...
ეს გამახსენდა და ამიტომ დაგიწერე, ნიკას ბაბუნიკა ხარ-მეთქი...... გმადლობ ამ ლექსისითვის! მან ტკბილი მოგონებები მომიტანა...
7. საყვარელი იმო ბაბუ! 5 :) საყვარელი იმო ბაბუ! 5 :)
6. საგანძურიც დაუგროვდა პრინცზე არანაკლები: წიგნები - სულ საყვარელი ლექსები და ზღაპრები...
მათ შორის, საყვარელი ბაბუს მშვენიერი ლექსები!..
გაიხარეთ! საგანძურიც დაუგროვდა პრინცზე არანაკლები: წიგნები - სულ საყვარელი ლექსები და ზღაპრები...
მათ შორის, საყვარელი ბაბუს მშვენიერი ლექსები!..
გაიხარეთ!
5. იმო, შენ ნიკას ბაბუნიკა ხარ! 5 იმო, შენ ნიკას ბაბუნიკა ხარ! 5
4. გაიხარეთ იმო ბაბუა-ვ იმ სითბოსთვის, რასაც თქვენს პატარებს უტოვებთ:)
გაიხარეთ იმო ბაბუა-ვ იმ სითბოსთვის, რასაც თქვენს პატარებს უტოვებთ:)
3. ღმერთმა მრავალი დაბადების დღე გაუთენოს, ნიკას, ბაბუას საამაყოდ 555 ღმერთმა მრავალი დაბადების დღე გაუთენოს, ნიკას, ბაბუას საამაყოდ 555
2. გაიხარე, იმო ბაბუ! გაიხარე, იმო ბაბუ!
1. მოკლედ ნიკას გართობაში აღარა აქვს პრობლემა.
ბაბუ ლექსებს არ მოაკლებს - ასეთი რამ არ ხდება!..
გაიხარეთ იმო ბაბუ....
მოკლედ ნიკას გართობაში აღარა აქვს პრობლემა.
ბაბუ ლექსებს არ მოაკლებს - ასეთი რამ არ ხდება!..
გაიხარეთ იმო ბაბუ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|