ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


ძველები

               
                  ......

ცის კიდეს შევეხე, ისე ამიტაცე...
საით მივფრინავთ და რატომ?!
ეს ფრთები საიდან, ასე პატარას?...
აა, უკვე დიდი ხარ?-,,პარდონ”...


                .....

მთვარე ვარსკვლავებს ითვლის,
მგონი აკლია ერთი.
ზეცა შავდება რისხვით.
მე მყავს-ამშვიდებს ღმერთი.


          .......
 
ისეთი მენატრები
მაშინ რომ იყავი,
სიყვარულს მჩუქნიდი როცა...
სად გადამეკარგა შენი მიყვარხარ და
შენი ვნებიანი კოცნა?!



            .......

მღერიან ტალღები, ზეიმი დაიწყო
წუთები ითვლიან წამებს.
მზის სხივი რევერანსს აკეთებს კეკლუცად,
ცეკვას სთხოვს გარუჯულ ქალებს.




            .......

ღამემ უტყვი დარდი მოიტანა,
ღამემ სევდიანი გამხადა.
არც  დამეკითხა ისე მოვიდა და
ღიმილი უტიფრად გამხადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები