ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
27 ივლისი, 2009


ნიკას მოლოდინში


ორი  დიდი  ბებო,
ერთი  დიდი  პაპა,
რა  ხანია  ელის
ნიკას  ,,ჩასაყლაპად”!..

ჯერ  არ  იცის  ნიკამ
მარტვილი  და  გორი…
თბილისიდან  მისთვის
ორივეა  შორი…

მაგრამ  მალე  პიპი
ეყოლება  ბაბუს…
და  იქნება  ნიკაც
შიგ  ჯდომაზე  ყაბულს.

  დათბობასღა  ველით
და  ხასხასა  ზაფხულს.
ზღვარს  დავუდებთ  ყველა
აკრძალვას  და  ტაბუს!

ვნახავთ  დიდ  ბებოებს
და  დიდ  ნიკა  პაპას…
გორშიც  ბევრჯერ  ჩავალთ
და  მარტვილშიც!  აპა!..

სულ  მოვივლით  ერთად
საქართველოს  მთაბარს
და  ავუნთებთ  მამულს
სიყვარულის  ლამპარს!

და  ეს  ყველაფერი
ჯერ  წინ  ელის  ნიკას…
-  მაშინ  გთვლიან  კაცად,
თუ  მამული  გიყვარს!.. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები