ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2009


პახმელია

მზიანი დღეა ჩიტების ჭიკჭიკით
მაღვიძებს ალეწილი დილა,
ოთახში სუნია გახუნებული მზის
მე კი... სხეული მტკივა.
აბურდულ თმას ვიწევ, შავი კალმისტარით
და თვალებს ვასვენებ წამით,
დავხუჭე... ღამის ყრუ მოჩვენება
გუგებში ჩამისახლდა ლამის.
რა ხდება? შეშლილი ვასკდები იმ ფიქრებს
რომლითაც სიმშვიდეს ვიქსოვ,
დაჭმული ტუჩებით ვბუტბუტებ სიფხიზლე,
სიმთვრალეს გავუტოლე ვითომ?
პირსაბანს წყლით ვავსებ და მისი სიმლაშე
დაუყვა თითებიდან მაჯებს,
შეშლილ გამოხედვას სარკეში ვუყურებ
არეკლილ შიშნარევ თვალებს.
ნერვული სიცილით ვისრისავ თითებს და
ვიხსენებ ტკივილის მიზეზს.

ღმერთო მაღალი ხარ,
ეს დღე გამითენე...
მასწავლე ცხოვრებაც ფხიზელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები