ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
16 აგვისტო, 2009


პაწაწუნები


დაბადების  დღე

დაბადების  დღეზე  მივალთ
ჩემს  ბიძაშვილ  თამრიკოსთან,
მე, დედიკო,  ძამიკო  და 
რა  თქმა  უნდა -  მამიკოცა…

ბებომ  კართან  შემაჩერა
და  ლოყები  დამიკოცნა:
- ჩემს  სამი  წლის  თამუნიას
გადაეცი  სამი  კოცნა!..



ძილისგუდა

როდის-როდის  გაიღვიძებს
და  ჩაცმაზეც  ტირის  მუდამ…
დედამ  უნდა  ჩააცვას  და
მან  დაბანოს  პირიც  უნდა…

მერე  რაღა  ეშველება,
სკოლაში  რომ  ივლის  უტა?..
ანდა  სწავლას  როგორ  შესძლებს
ძარმაცი  და  ძილისგუდა?!.


ყოჩაღი  ბიჭი

- ბებოს  ვჯობნი  კითხვაში,
რაღა  დაგიმალოთ -
ის  სათვალით  კითხულობს,
მე  კი  უსათვალოდ!

ეღიმება  ბებიკოს
ხანდახან  რომ  ვკითხავ:
- ბებო,  როდის  ისწავლი
უსათვალოდ  კითხვას?..


ჭორიკანა

ჭორიკანა  ჩხიკვო,
სულ  ჭარტალებ,  ბრიყვო!
ახი  არის  იმ  ხიდნ
კისრით  წამოგიღო!

რომ  გაჭორო  ტყეში  ყველა, 
ენა  გამოგიყვია…
ვინც  უჯერებს  ცრუპენტელას,
მასზე  დიდი  ბრიყვია!


მელიას  სინანული

- რაც  მე  სიზმრად  მინახავს
დაბრაწული  გოჭები,
კაკბები  და  ხოხბები,
მორთმეული  ხონჩებით…

თვლა  არ  იყო  ვარიკის,
თვლა  არ  იყო  ყვინჩილის…
ერთიც  ვინ  მომაშავა,
თორემ  ყველას  ვინ  ჩივის?!.


ლია  და  ლოლუები

-  სახურავზე  დაკიდულნი
მთელი  დღე  რომ  ღვრიან  ცრემლებს,
დედი,  დედი,  ლოლუები
რად  ტირიან,  ხომ  არ  სცემეს?..

-  ჩამოვარდნის  ეშინიათ…
აი,  ერთი  მოსწყდა  კიდეც!..
-  თუკი  ასე  ეშინიათ,
მაშინ  რატომ  დაეკიდნენ?!.


თოფი

მამამ  თოფი  მასროლინ,
უჰ,  რამხელა  ჰქონდა  ხმა!..
ცოტა  მხარი  კი  მატკინა
იმოდენა  კონდახმა…

კაკლები

დაიკროლა  კაკალი.
ხეს  ვესროლე  ხელკეტი.
პანტა-პუნტით  დაცვივდა,
მაგრამ  ყველა  კერკეტი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები