 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: საბავშვო 18 აგვისტო, 2009 |
ჩვენი კუდრაჭა ნინიკო, პატარა, კნაჭა ნინიკო, კვირა დღეს, ყველა ბავშვივით ისვენებდა და შინ იყო. შინ კი, თუ ყურშას არ ჩავთვლით, მის გარდა არავინ იყო. სახლის საქმეებს გოგონა სულ მალე მორჩენილიყო. მერე კი, მარტო დარჩენილს რა ექნა, მოწყენილიყო... არც ლია გადმოსულიყო, არც მაკა, აღარც თინიკო... ბოლოს აეღო კალათა და ტყისკენ გაფრენილიყო... დარჩიო, ეთქვა ყურშასთვის და ისიც დარჩენილიყო.
იმდენი სოკო ეპოვა, კალათა გატენილიყო! ძლივს ეწეოდა ნინიკო, მაგრამ მშველელი ვინ იყო... თუმცა კალათას ვინ ჩივის, გზასაც რომ აცდენილიყო/!. შეშინებოდა პატარას, ცრემლებად დადენილიყო...
ამ დროს, სად იყო, სად არა, - ყურშა იქ გაჩენილიყო! სანამდე დაინახავდა, ხმაზევე ეცნო ნინიკოს!.. წინ გაძღოლოდა მეგობარს, ტყე-ტყე და ბილიკ-ბილიკო, სულ მალე გზაზეც გასულან, ტყეც უკან დარჩენილიყო...
ცოტაც და... - ნინოც, ყურშაც და სავსე კალათაც შინ იყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11.
ამ დროს, სად იყო, სად არა, - ყურშა იქ გაჩენილიყო! სანამდე დაინახავდა, ხმაზევე ეცნო ნინიკოს!.. წინ გაძღოლოდა მეგობარს, ტყე-ტყე და ბილიკ-ბილიკო, სულ მალე გზაზეც გასულან, ტყეც უკან დარჩენილიყო...
ცოტაც და... - ნინოც, ყურშაც და სავსე კალათაც შინ იყო... . მშვენიერი.

8. მოკითხვას გითვლით დიდი პატივისცემით, მშვენიერი ლექსია, სანატრელი ბავშვობა გამახსენა. 555 მოკითხვას გითვლით დიდი პატივისცემით, მშვენიერი ლექსია, სანატრელი ბავშვობა გამახსენა. 555
7. რა კარგი იყო ნინიკო...?555555555
მოგიკითხეთ... თქვენი კომენტარი ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე...კრიტიკაც...
რა კარგი იყო ნინიკო...?555555555
მოგიკითხეთ... თქვენი კომენტარი ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე...კრიტიკაც...
6. ჩვენი კუდრაჭა ნინიკო, პატარა, კნაჭა ნინიკო.... :)
მოკითხვა იმო ბაბუს... ჩვენი კუდრაჭა ნინიკო, პატარა, კნაჭა ნინიკო.... :)
მოკითხვა იმო ბაბუს...
5. დაგვიანებული მოკითხვა ბატონ იმოს!
დაგვიანებული მოკითხვა ბატონ იმოს!
4. საყვარელი ისტორია ნინიკოს და ყურშას
საყვარელი ისტორია ნინიკოს და ყურშას
3. კარგია ;;) +2 კარგია ;;) +2
2. გადასარევი საბავშვოა! გადასარევი საბავშვოა!
1. მოგესალმები, იმო :)
ამ ლექსმა , ჩემს პატარაობაში მამას მოყოლილი ზღაპარი "ნია და ლია" გამახსენა და ბავშვობაში გადამიყვანა :)
რა თქმა უნდა, კარგი საბავშვო ლექსია, :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები, იმო :)
ამ ლექსმა , ჩემს პატარაობაში მამას მოყოლილი ზღაპარი "ნია და ლია" გამახსენა და ბავშვობაში გადამიყვანა :)
რა თქმა უნდა, კარგი საბავშვო ლექსია, :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|