ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2008


ჯეონი (ვეფხვი)

ამინდი იყო,
უქარო, მშვიდი,
ხეზე ფოთოლიც
არ ირხეოდა.

დილის მზის სხივი,
ლაჟვარდი ციდან,
დათრთვილულ მიწას
ეფინებოდა.

ნატიფი სახით,
იჩქითად ტყეში,
ნაზი იერით,
ოცნების ფერით,
ჯეონი მოჩანს,
ალისფერ მზერით.
ლაქებით შავით,
აღვსილი წლებით,
ლიანებს მიღმა,
ირემს ელოდა.

ამ დროს, იქ სადღაც
ღრმად, გულის ფსკერზე,
სისხლი ნაღველში,
იხარშებოდა.

სხვადასხვა ფერის,
მოსამზადებლად,
ოსტატი შეგირდს,
რჩევით ამკობდა:

"ხშირად გაწმინდე,
სარკმლის მინები,
რომ გარდატეხას,
სწორად ხედავდე,
არ გაგეპაროს,
ბნელი ფერები -
ვნებით აინთოს,
ცეცხლი მგზნებარე."

ამინდი იყო,
უქარო, მშვიდი,
ხეზე ფოთოლიც
არ ირხეოდა.

დილის მზის სხივი,
ლაჟვარდი ციდან,
დათრთვილულ მიწას,
ეფერებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები