 | ავტორი: severusLP ჟანრი: პროზა 30 აგვისტო, 2009 |
სარკე
ის სარკის წინ იჯდა და იყო შიშველი... ის იჯდა საკუთარი თავის წინ და იყო შიშველი. ის ტიროდა... ის უბედური იყო.. შეიძლება უბრალოდ ბედნიერი არ იყო... მას უნდოდა ბედნიერი გამხდარიყო, მაგრამ არ იცოდა რა უნდოდა. ის ტიროდა და ეძებდა სარკეში იმას, რაც სჭირდებოდა გაბედნიერებისთვის... სარკეში კი ჩანდა მისი შიშველი სხეული, ქერა, მაგრამ ხშირი თმა მკერდამდე და თვალები... დიახ, ქალი იყო...ის ეძებდა ამონახსნებს საკუთარ თავში და გააშიშვლა სარკის წინ თვალი და სხეული... (ამას ჩვენში სულში ჩახედვას ეძახიან). ის უყურებდა სულს მწვანე ტბაში, რომელიც ჩანდა სარკეში... გულში არც გაუვლა, რომ ეს ტბა მისი თვალი იყო... ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ათასმეერთედ კითხულობდა ჰაინეს ,,ლორელაის” და იმ ტბას უყურებდა, სარკეში არეკლილ თვალს კი არა... უკვე დავარცხნილ, ცალ თვალზე ჩამოფარებულ თმას რომ შეხედა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეს შეგრძნება... საათზე მეტ ხანს იჯდა ასე შიშელი სარკის წინ…… უნდა შესციებოდა კიდეც აწი - გარეთ ხომ თოვდა... მაგრამ ამ წუთს თოვლშიც რომ ეკოტრიალა ასე შიშველს, მაინც ვერ იგრძნობდა... ჰოდა, უყურებდა ტბას სარკეში... გარეთ ჯერაც იანვარი თოვდა, მაგრამ უკვე ნაგაზაფხულარი ნადნობი თოვლივით მოვარდნილ წყალს აევსო ტბა ამ ერთ საათში... უკვე ნაპირებიდან გადმოსულიყო და მიუყვებოდა ,,პუდრის” თოვლით ათეთრებულ სახის ოდნავ ამობურცულ ნაწილს... მაგ ადგილს ერთ უცხო ენაზე ისეთ სახელი ჰქვია, რომ პირდაპირ თარგმანში ცრემლების ტომარა გამოდის... ესეც გაახსენდა და გულში გაეღიმა... ... თუმცა სანამ ტბიდან წყალი გადმოვიდოდა, იყო კიდევ ერთი მომენტი. იმ მომენტმა გაახსენა მწერი, წყალზე რომ დარბის ის... სახელი არ იცოდა... ჰო სადღაც წაიკითხა, რომ ის, მწერი თურმე იმიტომ არ იძირება წყალში, რომ წყალსაც ჰქონია ძალიან თხელი აპკი, რომელიც მას ოდნავ, მაგრამ მაინც უძლებს… სწორედ ასე იყო შეკავებული რამდენიმე წამს ცრემლი ტბის ნაპირზე, შემდეგ კი ცრემლის წვეთი თითქოს აფეთქდა და ერთბაშად ჩამოუყვა სახის ბორცვებს... სარკეში თვალი უკვე აღარ ჰგავდა ტბას... იმიტომ რომ ცრემლები ჰგავდნენ მარგალიტებს, ტბაზე კი მარგალიტები არაა... ის ისევ ისე იჯდა უძრავად სარკის წინ შიშველი და თმა, ცალ თვალს რომ უფარავდა, მკერდამდე სწვდებოდა... და კიდევ ის ტიროდა... ... ქალური საიდუმლოებები არასდროს უყვარდა, მაგრამ ღმერთმა ასეთი კოდი ჩაუდო იმ ნეკნში და რა ექნა, ინახავდა იმ კოდს გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში… არადა იცოდა, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმე იყო... ხოლო ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი... საერთოდ ქალი, რომელიც შიშველი ზის სარკის წინ, ქერა თმა ცალ თვალს უფარავს და მკერდამდე წვდება, თვალების მაგივრად ორი ზურმუხტის ტბა აქვს, თოვისას არ სცივა და იცის, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმეა, ვერ იქნება ჩვეულებრივი... ჰოდა მას უყვარდა... თუმცა ეს ჩვეულებრივია... მას უყვარდა არაჩვეულებრივად, შიშნარვად... მაგრამ ესეც ჩვეულებრივია... მას ეშინოდა, მაგრამ არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის - აი, ეს კი იყო არაჩვეულებრივი... მან აღმოაჩინა, რომ შეეძლო ერთდროულად ყვარებოდა ორი... სწორედ ახლა, სარკეში რომ უყურებდა სულის ტბას, მაშინ…აღმოაჩინა... მას უზომოდ შეეშინდა...… იმისაც შეეშინდა, რომ საკუთარი თავის ეშინოდა... არადა ის უყვარდათ... უყვარდათ თავდავიწყებით... ეს იყო რაღაც, გრძნობაზე მეტი და მან ეს იცოდა... ეს რომ გაახსენდა, კიდევ უფრო დაწყდა გული და შესძულდა თავი... ვერ მოითმინა, აიღო ტელეფონი და დარეკა... არადა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ის მეორე არ არსებობდა, მან მხოლოდ უნარი აღმოაჩინა იმის, რომ შეეძლო ორი ყვარებოდა და ორივე ძლიერ... ყველაფერი უთხრა... უთხრა, რომ ეშინოდა არ დაეკარგა და ამის მიზეზი თვითონ არ გამხდარიყო... უთხრა რომ საკუთარი თავის ნდობა დაკარგა... მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მას მაინც ენდობოდნენ... მერე ისიც უთხრა: - ალექსანდერ, წარმოიდგინე, მე რომ სხვა შემიყვარდესო... ეს რომ მოხდეს, მეშინიაო..., მერე ისიც დაამატა, მგონი სულელი ვარო, არა? ალექსანდერმა მშვიდად უპასუხა: - თუ რამის გეშინია, ესე იგი არ გინდა ეს მოხდეს... ჰოდა თუ არ გინდა რომ მოხდეს, არც მოხდება... მე შენი მჯერაო... ის იჯდა სარკის წინ, სრულიად შიშველი, ქერა თმა მკერდამდე წვდებოდა... ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი... ეს იყო სიგიჟე... სიგიჟესთან ერთად იყო კიდევ ცრემლი... ცრემლი ათას ერთ ნაწილად ანაწევრებდა სარკეს... ათასმეერთე არ ჩანდა... ბრმა ხალი ეფარებოდა... ეს აკლდა მხოლოდ ბედნიერებას... ის, ვისაც ქალმა დაურეკა, მშობიარობდა... ერთ პატარა მოთხრობას მშობიარობდა... მან, ვისაც ქალმა დაურეკა, მოთხრობის ნაცვლად დაბადა სარკის ათასმეერთე ნამსხვრევი... ცრემლები მოიწმინდა... სარკე გამთელდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ვფიქრობ ილუსტრაცია უხდება ნაწერს...:) ვფიქრობ ილუსტრაცია უხდება ნაწერს...:)
12. ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი... ეს იყო სიგიჟე... სიგიჟესთან ერთად იყო კიდევ ცრემლი... ცრემლი ათას ერთ ნაწილად ანაწევრებდა სარკეს... ათასმეერთე არ ჩანდა... ბრმა ხალი ეფარებოდა... ეს აკლდა მხოლოდ ბედნიერებას...
ისევ 1001 ნამცვრევი თუ ნამსხვრევი :( ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი... ეს იყო სიგიჟე... სიგიჟესთან ერთად იყო კიდევ ცრემლი... ცრემლი ათას ერთ ნაწილად ანაწევრებდა სარკეს... ათასმეერთე არ ჩანდა... ბრმა ხალი ეფარებოდა... ეს აკლდა მხოლოდ ბედნიერებას...
ისევ 1001 ნამცვრევი თუ ნამსხვრევი :(
11. კარგია, ძალიან ლამაზია...თუმცა, იდუმალება აკლია... ბოლომდე ყველაფერს მიყვები და გარკვეულ მომენტში ამით ინტერესს მიკლავ...დამიტოვე, მე, მკითხველს, რომ თავად წარმოვიდგინო და ვიფიქრო რაღაცა... უკაცრავად, არ მიწყინოთ, ეს ჩემი გულწრფელი რეაქციაა... წარმატებები. ;) ;) ;) კარგია, ძალიან ლამაზია...თუმცა, იდუმალება აკლია... ბოლომდე ყველაფერს მიყვები და გარკვეულ მომენტში ამით ინტერესს მიკლავ...დამიტოვე, მე, მკითხველს, რომ თავად წარმოვიდგინო და ვიფიქრო რაღაცა... უკაცრავად, არ მიწყინოთ, ეს ჩემი გულწრფელი რეაქციაა... წარმატებები. ;) ;) ;)
10. .. ქალური საიდუმლოებები არასდროს უყვარდა, მაგრამ ღმერთმა ასეთი კოდი ჩაუდო იმ ნეკნში და რა ექნა, ინახავდა იმ კოდს გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში… არადა იცოდა, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმე იყო... ხოლო ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი... საერთოდ ქალი, რომელიც შიშველი ზის სარკის წინ, ქერა თმა ცალ თვალს უფარავს და მკერდამდე წვდება, თვალების მაგივრად ორი ზურმუხტის ტბა აქვს, თოვისას არ სცივა და იცის, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმეა, ვერ იქნება ჩვეულებრივი...
ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი...
ქერა არ ვარ,მაგრამ მომწონს და ვეთანხმები ავტორს...... .. ქალური საიდუმლოებები არასდროს უყვარდა, მაგრამ ღმერთმა ასეთი კოდი ჩაუდო იმ ნეკნში და რა ექნა, ინახავდა იმ კოდს გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში… არადა იცოდა, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმე იყო... ხოლო ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი... საერთოდ ქალი, რომელიც შიშველი ზის სარკის წინ, ქერა თმა ცალ თვალს უფარავს და მკერდამდე წვდება, თვალების მაგივრად ორი ზურმუხტის ტბა აქვს, თოვისას არ სცივა და იცის, რომ საიდუმლო ძილმორეულ ქუთუთოებზე უფრო მძიმეა, ვერ იქნება ჩვეულებრივი...
ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი...
ქერა არ ვარ,მაგრამ მომწონს და ვეთანხმები ავტორს......
9. აუ, ძალიან მომეწონა! უცნაურად ფაქიზია და ორიგინალური... სარკეზე ლაზსაც აქვს რაღაც და მერე დავდებ. დ. :) აუ, ძალიან მომეწონა! უცნაურად ფაქიზია და ორიგინალური... სარკეზე ლაზსაც აქვს რაღაც და მერე დავდებ. დ. :)
8. ise, tu ar axsni xolme yvela frazas prozashi, uketesi iqneba. meti intriga :) iyo dzalian daixvewili momentebi. me vin var, rame gaswavlo, magram mainc :) imedia, ar miwyen. mtlianobashi momewona :) ise, tu ar axsni xolme yvela frazas prozashi, uketesi iqneba. meti intriga :) iyo dzalian daixvewili momentebi. me vin var, rame gaswavlo, magram mainc :) imedia, ar miwyen. mtlianobashi momewona :)
5. ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი... ეს იყო სიგიჟე... სიგიჟესთან ერთად იყო კიდევ ცრემლი... ცრემლი ათას ერთ ნაწილად ანაწევრებდა სარკეს... ათასმეერთე არ ჩანდა... ბრმა ხალი ეფარებოდა... ეს აკლდა მხოლოდ ბედნიერებას...
ის იყო ქალი, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და სხვას მაინც სჯერა მისი... ეს იყო სიგიჟე... სიგიჟესთან ერთად იყო კიდევ ცრემლი... ცრემლი ათას ერთ ნაწილად ანაწევრებდა სარკეს... ათასმეერთე არ ჩანდა... ბრმა ხალი ეფარებოდა... ეს აკლდა მხოლოდ ბედნიერებას...
4. ჰოდა მას უყვარდა... თუმცა ეს ჩვეულებრივია... მას უყვარდა არაჩვეულებრივად, შიშნარვად... მაგრამ ესეც ჩვეულებრივია... მას ეშინოდა, მაგრამ არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის - აი, ეს კი იყო არაჩვეულებრივი
საღი სიმართლე! კარგია
ჰოდა მას უყვარდა... თუმცა ეს ჩვეულებრივია... მას უყვარდა არაჩვეულებრივად, შიშნარვად... მაგრამ ესეც ჩვეულებრივია... მას ეშინოდა, მაგრამ არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის - აი, ეს კი იყო არაჩვეულებრივი
საღი სიმართლე! კარგია
3. ძალიან მიყვარს სარკე ... იქ ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლება ...
ეს ნაცნობი შიშიც მიყვარს ...
მოკლედ, ძაააააალიან მომეწონა :)
ძალიან მიყვარს სარკე ... იქ ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლება ...
ეს ნაცნობი შიშიც მიყვარს ...
მოკლედ, ძაააააალიან მომეწონა :)
1. მომწონს................ მომწონს................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|