ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2009


პირადად ჩემთვის

პირადად ჩემთვის, არაფერი თურმე არ ხდება
არაფერს ვიხდენ, წამოსული ხალხის საზომით
არაფერია, მოყოლილი ჯერ ვერ ახდება...
ვერ მივაღწიე ჯერ ვერაფერს, მე ფერადობით.
პირადად ჩემთვის, სივრცეებში გაება წყვეტა
კარდიოლოგის აპარატზე მიბული, მესმის,
კივის სიხშირე და ჰორიზონტს პირისპირ შეხვდა
მთის ნაკადული, ხელის გულზე სათავის შერწყმით.
პირადად ჩემთვის, არაფრიდან დაიწყე დევნა
და დღემდე დასდევ ხასიათის უაზრო წიკებს
ითმენ, უსაზღვრო მოთმინება შენ ქცევას ერქვა
მე გავაჯავრე ეს დღეები  რომ ვერ მოვირგე.
პირადად ჩემთვის, არაფერი აღარ მოხდება
გაყინულ ფარდებს ვეასოდეს ვერ დაძრავს სიო
ასე მგონია.. რომ ცხოვრება დაილაქება,
თუკი დავდგები შენი სახის საპირისპიროდ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები