კარგად იყავით, ვისი მაჯაც ხელში მეჭირა- მთვრალ ღამეებში მეშინოდა თქვენი დაკარგვის, "მავნებელია" ნაკვალევზე თვალის შევლება კისერს გადაღლის!
ახლა, კი ახლა არ მჭირდება აკლდამის მტვერი, ჩემი სუნთქვითაც აეხდებათ თავი კუბოებს, აცახცახდება იტალიის ნისლში ქუჩები, და გაცხადდება, რაც ოდესღაც წიგნი ეგონათ!
ლოდინის ფსკერზე მარყუჟებში აორტას ჭრიან, რა საწამლავი, რის მოძღვარი ფარდა ეშვება, ხელი გამიშვით მონტეკებო, კაპულეტებო, ის გავაკეთო, რაც შექსპირმა გამოიგონა...
და სონეტ-სონეტ, გაგლეჯილი გულით მოვედი, შენთან ვერონა, შენ ხარ ალფაც, ალბათ ომეგაც, გაფითრებული თავგანწირვა არაფერია, ამ ჩემი ბოლო სიყვარულის გადასაწონად!
არ მეგულება , უილიამ არ მეგულება, არსად არავინ, ვინც ჩემს ამბავს ლაღად აღწერდეს, სიკვდილის სტროფში დადიოდი მთელი "ცხოვრება" და მაპატიე, თუ ეს ხაზიც სადღაც დამთავრდეს...
სადღაც სრულდება, მაგიერში მივდივარ ისე, როგორც არავის არასოდეს დასიზმრებია, გვირილებისგან მესაფლავე მომიქსოვს გვირგვინს და ჰონდოლებით მიმიბარებს მე ვენეცია...
გათიბულია დიდი ხნის წინათ ტოთხმეტი წელი, ვერ გამოდგება ეს ნაწერები ჭორის საბაბად, მე დამიტირებს რომელიმე შენი სონეტი... ასე არ არის უილიამ? - ჯულიეტა ვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე დამიტირებს რომელიმე შენი სონეტი... ასე არ არის უილიამ? - ჯულიეტა ვარ! შესანიშნავია
p,s ჯულიეტა რომეომ შემოგითვალა: "ასე თუ წერდი სად იყავი აქამდეო? " მე დამიტირებს რომელიმე შენი სონეტი... ასე არ არის უილიამ? - ჯულიეტა ვარ! შესანიშნავია
p,s ჯულიეტა რომეომ შემოგითვალა: "ასე თუ წერდი სად იყავი აქამდეო? "
10. არა! არ მჯერა! ეს ლექსი მაიკო ორბელიანის დაწერილი იყოს, უფრეორე ორბელიანის ჯიშის კაცისას ჰგავს! არა! არ მჯერა! ეს ლექსი მაიკო ორბელიანის დაწერილი იყოს, უფრეორე ორბელიანის ჯიშის კაცისას ჰგავს!
9. კარგია, როდესაც ვიღაცის როლს ითავისებ, მაგრამ რაღა ჯულიეტა? ;;) კარგია, როდესაც ვიღაცის როლს ითავისებ, მაგრამ რაღა ჯულიეტა? ;;)
7. და სონეტ-სონეტ, გაგლეჯილი გულით მოვედი, შენთან ვერონა, შენ ხარ ალფაც, ალბათ ომეგაც, გაფითრებული თავგანწირვა არაფერია, ამ ჩემი ბოლო სიყვარულის გადასაწერად! და სონეტ-სონეტ, გაგლეჯილი გულით მოვედი, შენთან ვერონა, შენ ხარ ალფაც, ალბათ ომეგაც, გაფითრებული თავგანწირვა არაფერია, ამ ჩემი ბოლო სიყვარულის გადასაწერად!
6. მაგარია როგორც ყოველთვის :) მაგარია როგორც ყოველთვის :)
5. ჰო... მე კიდევ ნიკას ვეთანხმები. ჰო... მე კიდევ ნიკას ვეთანხმები.
4. კარგად იყავით, ვისი მაჯაც ხელში მეჭირა- მთვრალ ღამეებში მეშინოდა თქვენი დაკარგვის, "მავნებელია" ნაკვალევზე თვალის შევლება კისერს გადაღლის!
კარგად იყავით, ვისი მაჯაც ხელში მეჭირა- მთვრალ ღამეებში მეშინოდა თქვენი დაკარგვის, "მავნებელია" ნაკვალევზე თვალის შევლება კისერს გადაღლის!
3. მომეწონა........... მომეწონა...........
2. სულ ცოტა მეტი კონვენციური სრულყოფა და ვეთანხმები ფლე-ში-ს.. სულ ცოტა მეტი კონვენციური სრულყოფა და ვეთანხმები ფლე-ში-ს..
1. იშვიათად ვამბობ: უბრწყინვალესი ლექსია.. იშვიათად ვამბობ: უბრწყინვალესი ლექსია..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|