 | ავტორი: ანაბელი7 ჟანრი: დრამატურგია 5 სექტემბერი, 2009 |
ციკლიდან “საქართველო ლამაზო, მაინც ჩემი ხარ.” მ. ს.
მომავალი ჩვენია.
იუმორი გადაგვარჩენს, თეთრია თუ შავი, მიხო გადაგვირჩება, თუ გაუგორდა შაში
პირველი - გაუთლელი ხარ, ბრიყვი. მეორე- გამიშვი, მტკივა. პირველი - გტკივა? რა გტკივა. მეორე - რა და თვალები. პირველი - მერე მე რა შუაში ვარ? მეორე - შენ მატკინე. პირველი - მეე? მე ხელიც არ მიხლია. მეორე - შენ მე სული მატკინე, ჩემი სული კი, ჩემს თვალებში ბუდობს. პირველი - რა სისულელეა, მართლა გიჟი ხარ. მეორე - გიჟი შენ ხარ, აბა დაფიქრდი, ადამიანს თუ კეთილი თვალები აქვს, ესე-იგი კეთილია და სულიც კეთილი აქვს. თუ ბოროტია, გამოხედვაც ბოროტი აქვს. ასეთ ადამიანზე ამბობენ ბოროტი სულიაო. მიხვდი? სულის სახლი თვალებია. პირველი - მგონი სწორი ხარ, მაგრამ, რატომ თვალები, ეგებ ტვინში ცხოვრობს, ან გულში? მეორე - ნუ სულელობ. მართალია ტვინი მთავარია, ყველაფერს ხელმძღვანელობს. მეფეა, მხოლოდ სულს და თვალებს ვერ ერევა. პირველი - შენ რა იცი? მეორე - აბა წარმოიდგინე, ვთქვათ ტვინით იცი, რომ მარჯვნივ არ უნდა გაიხედო, მაგრამ თვალი თვითონ გარბის. “თვალი გამექცაო” რომ იტყვიან ხოლმე. ესეიგი თვალი ტვინს არ ემორჩილება, ასევეა სულიც, რომელიც თვალებშია დასახლებული. ერთად არიან, ხშირად ტვინის, ანუ მეფის წინააღმდეგაც მოქმედებენ შეხმატკბილებულად. მართალია ტვინს სულ ფეხებზე ჰკიდია, მაინც თავისას აკეთებს, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი ექმნება. შემოდის მესამე. მესამე - თქვენ კიდევ აქა ხართ? ხომ გითხარით კარი ღიაა მეთქი. მეორე - კარი აქ სულ ღიაა, მაგრამ სად წავიდეთ, იმ გიჟებში? მესამე - წადით, რამეს შეჭამთ მაინც. პირველი - საჭმელს აქაც ვშოულობთ, პერიოდულად. მესამე - აქ საჭმელს რა უნდა. პირველი - გუშინ მერვე გარდაიცვალა. მესამე - ფუჰ, შეგირცხვა ნამუსი. პირველი - კარგი რა, შენ ჯობია ის თქვი, რამდენი დავრჩით. მესამე - წასვლით არავინ მიდის, ყოველ შემთხვევაში, თავისი ნებით. აბა, ჭკვიანად იყავით. მესამემ თეთრი ხალათი, უფრო სწორედ, ერთ დროს “თეთრი”, გაისწორა და გასასვლელისაკენ გასწია. კართან შეჩერდა, გარეთ გაიხედა, ძალიან ცხელოდა. უკაცრიელ ქუჩაზე მკვდარი კატა ეგდო, კატას ბუზები ეხვეოდნენ. მესამემ მიმოიხედა და გეზი სწორედ იქით აიღო. უკან ბარბაცით ბრუნდებოდა, შენობას ახედა,
“რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკა”
მესამე - ეჰ, როგორ დუღდა ერთ დროს ცხოვრება, მაგათ დემოკრატიას მოუკვდა პატრონი. ექიმი ექიმს აღარ გავს და გიჟი გიჟს.
. . . მეორე დილა. მეორე - გაიგე? მესამე მომკვდარა. პირველი - რა მოუვიდა? დენით თუ რკინით? მეორე - არა, კატას შეუჭამია საცოდავი თვალებიანად, ეტყობა მის სულს ეძებდა. მეორე - პირველი მოდის. მეოთხე - რაის პირველი, პირველი არაა ეს? მეორე - არა ბიჭო, პირველი ვარო რომ იძახის, მთავარი პირველიო, ისაა. შემოდის მთავარი პირველი, ხელში დამჭკნარი ვარდი უჭირავს. მთავარი პირველი - დანარჩენები სად არიან? სულ ესა ხართ? დაუძახეთ ყველას, სიტყვა უნდა ვთქვა. მეოთხე - რომელი სიტყვა, გუშინ რომ თქვი ის თუ . . . აუ, ოთხშაბათის სიტყვა თქვი რა, მაგრა მომეწონა. - ტაშს უკრავს. მთავარი პირველი - არა, ახალი, უცხოელი ჟურნალისტებისათვის. მეორე - კაი მარა, სად არიან ჟურნალისტები? მთავარი პირველი - მაგას რა მნიშვნელიბა აქვს, ხომ გაიგებენ. მეოთხე - საიდან? - დაჟინებით უყურებს მთავარ პირველს თვალებს ჭუტავს. - გასუქებულხარ - უცნაურად იღიმება მეოთხე. მთავარი პირველი - ეგეთები არ იყოს, იცოდე დაგსჯი. მეოთხე - ჰმ, - ჩურჩულით მეორეს, გასუქებულა ხომ იცი. მეორე - კი, დავუძახო სხვებს? მეოთხე - არა, ჯერ სიტყვა ვათქმევინოთ, ესიამოვნება. მთავარი პირველი - ხმ - ჩაახველა - “ბონჟურ, მაი დარლინგ”, უფ, რაღაც მერევა, ფრანგულად ვაპირებდი, ფრანგულად მოვიფიქრე, ეს ინგლისური კი, უფრო სწორედ ამერიკული, სულ მეტენება და მეტენება. თავიდან: “ბონჟურ მადამ ენდ მუსიე”, რაღაც ისევ ამერია, მაგრამ არა უშავს, აქ მაინც არ არიან. “მაი როუზ რევოლუშენ”. . . მეოთხე - კაპუტ, ჰა, ჰა ჰა. - ჩურჩულით მეორეს - წადი მოიყვანე. - მეორე გადის. მთავარი პირველი - გაჩუმდი, გაჩუმდი-მეთქი, - ხელს უღერებს, - მიაუ, მიაუ, - ისმის კატის კნავილი. მთავარ პირველს არ ესმის - “მაი როუზ რევოლუშენ გეენ ინ დი შულე”, ვაჰ, გერმანულიც მცოდნია. - გადახედავს მეოთხეს - უვიცო. კარი იღება, შემოდიან მეორე, პირველი, მეხუთე, მეთხუთმეტე. ნელ-ნელა, ბევრნი, მშვიდად. - მიაუ, მიაუ, - კნავიან კატები. მთავარი პირველი - რა ამბავია, აქ ადგილი აღარ არის. მეოთხე - ახლა იქნება . . . - სიჩუმეა.
. . . მესამე დილა
ოთახში პიანინო დგას. მეორე - მე ტანგოს დაკვრა ვიცი. - მიუჯდება პიანინოს. - ისმის ლუი არმსტრონგის სიმღერა. მეოთხე - ესაა ტანგო? მეორე - ეს ამერიკული ტანგოა, უყვარდა საწყალს, - ყვირის: - ყველამ იცეკვეთ. იატაკზე დამჭკნარი ვარდის ფურცლები ყრია. პირველი - ჩუმად, იცით ახალი კამათლები გამოუგონიათ, რომელზეც შაში საერთოდ არ არის.
იუმორი გადაგვარჩენს თეთრია თუ შავი, მიხო გადაგვირჩება, თუ გაუგორდა შაში.
ფარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გაიხარეთ, ნიჭიერო ადამიანო.
კარგი ნაწერია. გაიხარეთ, ნიჭიერო ადამიანო.
კარგი ნაწერია.
5. kargi iyo, momewona dzalian :) kargi iyo, momewona dzalian :)
4. ვაააჰ, თან მეცინებოდა და თან მეტირებოდა! გაუმარჯოს იუმორს! 5 მხოლოდ ჟანრი შეუცვალე, რა? დრამატურგიაში გაუშვი... ადმინს მისწერე და შეგიცვლის, - "ეს პროზა არ არის, შემეშალა-თქოოოოო".... ვაააჰ, თან მეცინებოდა და თან მეტირებოდა! გაუმარჯოს იუმორს! 5 მხოლოდ ჟანრი შეუცვალე, რა? დრამატურგიაში გაუშვი... ადმინს მისწერე და შეგიცვლის, - "ეს პროზა არ არის, შემეშალა-თქოოოოო"....
3. დავითრგუნე... დავითრგუნე...
2. მართლა კაია....... :) მართლა კაია....... :)
1. ძალიანაც კარგია და რატომ არ არავინ დებს კომენტარს ძალიანაც კარგია და რატომ არ არავინ დებს კომენტარს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|