 | ავტორი: იმო ბაბუ ჟანრი: საბავშვო 7 სექტემბერი, 2009 |
მეგობრისაგან მეგობარს მცირედი რამეც ეყოფა: - ღვთივ დალოცვილი სალამი, სალმის ღიმილით შემკობა...
მეგობრის გამნაწყენებელს თავი სად გამოეყოფა?!. ბიჭიც ის არის - მეგობარს ვინც ღვიძლ ძმასავით ეპყრობა!
ბუზს ვერ აგიფრენს ვერავინ, ტოლებია თუ დიდები, ალალ და ერთგულ ბიჭებთან თუ გულით დაძმობილდები!..
უსამართლობის წინაშე ერთად რომ აღიმართებით, წინ დევიც ვერ დაგიდგებათ, თუკი იქნებით მართლები!..
ვთქვათ, ვინმე შარის მძებნელი წინ ყინჩად გადაგეღობა, შენთან გაჩნდება უმალვე, ვინც კი სიმართლეს ემხრობა.
ამშარებიან რამდენჯერ მეც ყოჩი ჩხუბისთავები, ვიფრინეთ, გაგიხარია, ვით არწივებმა ყვავები!..
მარტოკაცს რა შეუძლია, მხნე იყოს, გინდა ლაჩარი?.. გვქონდა ერთურთის იმედი, ეს იმედია, რაც არი!
ჩხუბისთავებშიც არიან ბიჭები, დასტურ, საქები, ვისაც არ მოსწონთ ლაჩრები და მათი ამხანაგები.
თუ დახვდი, როგორც ჯერ არს და გულიც უჩვენე ვაჟური, იციან, გაგიხარია, ბიჭობაც მათ შესაშური!
აჯობებ, ანდა გაჯობებს! მაგრამ ეს არის მთავარი? მთავარია, რომ იწრთობა კაცის გული და ჯავარი!
ასეა, დაღვინებამდე დუღს და გადმოდუღს მაჭარი!.. ბიჭებმა თუ არ იჩხუბეს, მოგვიმრავლდება ლაჩარი!..
ქვეყნისთვის რის მაქნისია დონდლო და მუცელღმერთები?!. დედიკოს ბიჭებს ზედმეტად თავს ევლებიან დედები...
ხეპრე და თავცარიელიც არა მწამს კაცი კაცადი, მწამს ბიჭი ზრდილი, ნაკითხი, ბეჯით სწავლაშიც ნაცადი!
მაგრამ ამასთან მკვირცხლი და ბევრის შემძლე და ამტანი... ცურვაშიც მკლავმოუღლელი, ფეხბურთშიც გოლის გამტანი!..
სირბილშიც მარდი ავაზა, ხტომისთვისაც რომ მზად არი... ცხენზეც - მხედარი ნაქები, თვით ტარიელის სადარი!..
ფალავნობაშიც განთქმული ქართული ილეთ-ფანდებით, მკლავმაგარ-შეუპოვარი, მეტოქის ბეჭზე დამდები!..
თუ აქვს ძლიერთან შებმის და უძლურის დაცვის უნარიც, მაშინ - რაც გინდათ ისა თქვით: - ბიჭს რა აქვს დასაწუნარი?!.
ამგვარ ბიჭების იმედით, ასეთ ბიჭებზე დანდობით აღდგება საქართველო და ამოვა ცაზეც მნათობი!
ყველას - სადაც და ვინც არის, ვიცნობთ საქვეყნო ლელოში! ღმერთო, ასეთი ბიჭები გვიმრავლე საქართველოში!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძალიან კარგია როგორც ყოველთვის 5 ძალიან კარგია როგორც ყოველთვის 5
11. ამგვარ ბიჭების იმედით, ასეთ ბიჭებზე დანდობით აღდგება საქართველო და ამოვა ცაზეც მნათობი!
ყველას - სადაც და ვინც არის, ვიცნობთ საქვეყნო ლელოში! ღმერთო, ასეთი ბიჭები გვიმრავლე საქართველოში!!!
ღმერთმა გისმინოთ.......... ამგვარ ბიჭების იმედით, ასეთ ბიჭებზე დანდობით აღდგება საქართველო და ამოვა ცაზეც მნათობი!
ყველას - სადაც და ვინც არის, ვიცნობთ საქვეყნო ლელოში! ღმერთო, ასეთი ბიჭები გვიმრავლე საქართველოში!!!
ღმერთმა გისმინოთ..........
9. ყველას - სადაც და ვინც არის, ვიცნობთ საქვეყნო ლელოში! ღმერთო, ასეთი ბიჭები გვიმრავლე საქართველოში!!!
ამინ, იმედა, ამინ!... 5 ყველას - სადაც და ვინც არის, ვიცნობთ საქვეყნო ლელოში! ღმერთო, ასეთი ბიჭები გვიმრავლე საქართველოში!!!
ამინ, იმედა, ამინ!... 5
6. სალამი ჩემო იმო! კარგი ლექსი-დარიგებაა!
სალამი ჩემო იმო! კარგი ლექსი-დარიგებაა!
5. ვითომ მარტო პატარებს სჭირდება ეს დარიგება ? კაია იმო ბატონო , ვითომ მარტო პატარებს სჭირდება ეს დარიგება ? კაია იმო ბატონო ,
4. ქების ღირსი ხართ მხოლოდ. ქების ღირსი ხართ მხოლოდ.
3. კარგი ხარ ძია იმო!!! მართლაც საჭირო ლექსი!!! კარგი ხარ ძია იმო!!! მართლაც საჭირო ლექსი!!!
2. დილა მშვიდობის თქვენ ბატონო იმო და თქვენს მკითხველს! დილა მშვიდობის თქვენ ბატონო იმო და თქვენს მკითხველს!
1. 5555 საოცრად საჭირო ლექსია პატარებისთვის! ყოჩაღ იმო ბაბუნიას! 5555 საოცრად საჭირო ლექსია პატარებისთვის! ყოჩაღ იმო ბაბუნიას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|