ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2009


ნიჟარა

ცივა, უF... გამაკანკალა
უკან ვბრუნდები!

ვენდე ცრურწმენას,
გადაგეფარე აბაჟურივით.
შემისახლდი.

თავს კარგად გრძნობდი.
ხვეული თმა, თითო
ოთახად გაგინაწილე.

სურნელი ისე ნება-ნება
ჩამომახიე კანიდან, თითქოს
მარემონტებდი.

ტკივილს ვერა, მაგრამ
შენს სუნთქვას ვგრძნობდი
ცრემლებს ვერა, მაგრამ
დამნამე ოფლით,
სიმწრისგან.
დაგტოვე...

ცივა, უF გავიყინე
უკან მინდა დაბრუნება
ჩვენ ნიჯარაში!
ვახელ თვალებს...
წყვდიადი, სიჩუმე და ვიწრო ოთახი
ისეთი ვიწროა ვერ ვმოძრაობ.
მცივა... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები