ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

...

(პატრი პოლი მე აქ ვარ, მე მაშინაც აქ ვარ,
როდესაც შენ კუზიანი ზიხარ ინვალიდის სავარძელში
და გაგიჟებით ულრავ როიალს)









...
ჩვენ ვქმნიდით რიალობას,
მისი სუნთქვა იყო ჩვენში,
მერე გაქრა და ჩვენ დავრჩით
დალის დროსავით გაწელილ ფრაზებში...
წარმოუდგენლად ციოდა,
ადამიანში, რომელიც მშვიდად აშრობს სისხლს...
ალბათ, იმ ღამით არ უნდა მეცეკვა ტანგო შენში,
ალბათ, იმ ღამით ლექსი არ ურდა მეჩუქნა შენთვის,
ალბათ, იმ ღამით არ უნდა დამელია შენთვის,
ალბათ, იმ ღამით სიგარეთის და ყავის საიდუნლო
                                            არ უნდა მეთქვა შენთვის...
ალბათ, იმ ღამით არ უნდა დაეთვალა ნოტები
                                  მკერდის ხმაურიანი წიაღიდან,
ალბათ, იმ ღამით არ უნდა ეკივლა ცას,
ალბათ, იმ ღამით მარტო არ უნდა დავსველებულიყავი,
ალბათ. იმ ღამით შენში არ უნდა შემეღწია,
ალბათ, იმ ღამით ჩემში არ უნდა შეგეღწია,
ალბათ, იმ ღამით უკანასკნელად ვიყავით ჩვენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები