ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2009


დავლევ

მომენატრები კვლავ სიგიჟემდე,
შენი სურვილით კვლავ ავენთები,
დავლევ ხელახლა შენი ღიმილის,
შენი თვალების შემოფეთების.


გრძნეული სითხე მოიცავს სხეულს,
და გააცოცხლებს მის ყოველ კუთხეს,
განდევნის სევდას სიმთვრალით ძლეულს,
იტყვის ყველაფერს ნათქვამს თუ უთქმელს,


დავლევ მისთვის რომ დავახრჩო სევდა,
ფსკერზე დავლექო შავი ფიქრები,
მაგრამ უეცრად სევდასთან ერთად,
სადღაც ბნელეთში მეც ვიძირები


ბნელეთში, სადც მხოლოდ შენ გხედავ,
აღარ არსებობს სხვა არაფერი...
კვლავ სადღეგრძელოს მე შენსას შევსვამ
მშვენიერების და აღმაფრენის


ღვინომაც უკვე თავსი მიყო,
კვლავ თვალწინ მიდგეს შენი ზმანება,
რა იქნება რომ ჩემს გვერდით იყო,
გაიზიარო ეს აღმაფრენა...


ვერ ვაკონტროლებ ოცნებებს ურჩებს
და ერთმანეთში ირევა ხმები,
ღვინო სისხლისფრად შეღებავს ტუჩებს
გულს კი ცეცხლისფრად კვლავ მონატრებით


ვთვრები ძლიერად, უფრო მჭირდები,
და აღარ ძალმიძს გულში შენახვა,
ვთვრები, მინდები, გნატრობ, ვგიჟდები...
დამნაშავე კი მხოლოდ შენა ხარ!!!...



მორალი: სიმთვრალე გრძნობებს ამძაფრებს, ტკივილს აუფერულებს (თუმცა ვისთვის როგორ) ზოგჯერ ეს ყველას გვჭირდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს