ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


არ გყვარებია

რატომ არ გჯერა ნიჭი -გიყვარდეს
რომ ყველასათვის სასურველია,
რომ სიყვარული თუნდაც ცალმხრივი
გულის საამო საბურველია,


განთიადს ლამაზ ფიქრში რომ ხვდები...
თუმცა ეს უკვე ძველისძველია,
რომ დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში
წარმოიდგინო ასე ძნელია?


ან კი თვალები სასურველ სახეს
მთელი დღეები როგორ ელიან,
ან კი ტუჩები მოლოდინისგან
როგორ დნებიან და ილევიან


იმედებივით ტკბილი სიზმრები
იბადებიან, ხანაც ქრებიან
ერთი დანახვით ბედნიერება
წარმოიდგინო ასე ძნელია?!


არაფერია შეუცნობელი
ვერ დასაჯერიც არაფერია...
რათა შეიგრძნო უნდა იგემო
შენ კი არასდროს არ გყვარებია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს