***
როინ აბუსელიძეს.
სადღაც კუთხეში მიკუნჭულა, სცივა ბავშვობას, ვერ დაახურა თითქოს დედამ თბილი საბანი, და მაინც ახლა სადღაც ყვავის იასამანი, ზეცა ლურჯია, სურნელება– იას ამალის.
აქაფებული სისხლი ითხოვს ლექსის დღეობას, ძველი ბოჰემა– გორგილაძის მემკვიდრეობა ბათუმის ქუჩებს აფერადებს სულის მზეობად. იმ სისხლის ლექსებს დაგილოცავ, იმ მეტრფეობას.
...და რადგან ახლა შენში ყვავის იასამანი გადაშლილია სივრცეებთან დროთა სამანი. 2009 წლის 9 სექტემბერი
***
შენა ხარ სისხლი, - გამკრთალი სისხლი და ვიდრე ფიქრი ზეცას თანხვდება, გამოექეცი ცივ შეძრწუნებას გრძნობებთან ნელ–ცივ გათამაშებას. ასე გგონია საწუთრო იწვის, თან გულისგარეთ სადღაც ღამდება, საკუთარ სისხლში, საკუთარ ფიქრში თრთოლვით იშორებ მიჩუმათებას. ყველა ნაბიჯთან გამკრთალა შიში, თვალები გზებზე გადასანთლდება, შენ ვერ გაიგე, უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება, აქ შენი სული - შემკრთალი სული სისხლთან შერთული უგზოდ ჯანყდება და ძველი სისხლის ძველი ყივჩაღი ორლესულებთან ჩაგისაფრდება, შენაც წინასწარ იკვეთავ სურვილს. ფერფლავ ლოცვებს და აღარ ნათდება უფალმა, მხოლოდ უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება. 2005 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. აქაფებული სისხლი ითხოვს ლექსის დღეობას, ძველი ბოჰემა– გორგილაძის მემკვიდრეობა ბათუმის ქუჩებს აფერადებს სულის მზეობად. იმ სისხლის ლექსებს დაგილოცავ, იმ მეტრფეობას.
...და რადგან ახლა შენში ყვავის იასამანი გადაშლილია სივრცეებთან დროთა სამანი. აქაფებული სისხლი ითხოვს ლექსის დღეობას, ძველი ბოჰემა– გორგილაძის მემკვიდრეობა ბათუმის ქუჩებს აფერადებს სულის მზეობად. იმ სისხლის ლექსებს დაგილოცავ, იმ მეტრფეობას.
...და რადგან ახლა შენში ყვავის იასამანი გადაშლილია სივრცეებთან დროთა სამანი.
10. უფალმა, მხოლოდ უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება. უფალმა, მხოლოდ უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება.
7. უფალმა, მხოლოდ უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება.
ყოჩაღ, ქეთი... 5 უფალმა, მხოლოდ უფალმა იცის, ლოცვაში სულის გასინათლება.
ყოჩაღ, ქეთი... 5
3. აქაფებული სისხლი ითხოვს ლექსის დღეობას, ძველი ბოჰემა– გორგილაძის მემკვიდრეობა
კარგი ხარ :) 5555 აქაფებული სისხლი ითხოვს ლექსის დღეობას, ძველი ბოჰემა– გორგილაძის მემკვიდრეობა
კარგი ხარ :) 5555
2. მიძღვნა კარგ პოეტს! და მეორე ლექსიც მომწონს. მიძღვნა კარგ პოეტს! და მეორე ლექსიც მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|