ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოძერია
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2009


საქართველო შენ სად გყავს შვილი დასაღუპავი

ერთი მშვენიერი მზიანი დილა იყო. ცის კამკამზე მოკიაფე უკანასკნელი ვარსკვლავიც მიიმალა და მზემაც მისი მშვენიერი, მაცოცხლებელი სხივები სტყორცნა მიწასთან გასწორებულ, სულში ჩაფურთხებულ საქართველოს. ველ მინდვრებმაც თითქოს იგრძნეს მზის მაცოცხლებელი სხივები და დილის ცვარმა დაიწყო კაშკაში მწვანე საფარვეველით  შესუდრულ მიწაზე. ჩიტებმაც თითქოს აქ არაფერი მომხდარაო ძველებურად დაიწყეს ჯღურტული, ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ ამ ყველაფერში ის მიდამო, სადაც ქართველი ბიჭების გულიდან დაღვრილი სისხლის ჯერ კიდევ თბილი გუბე იდგა, სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობოდა იმ ადგილზე თითქოს არ არსებობდა არც მიწა, არც ნორჩი გვირილა. იქ თითქოს სიკვდილს დაედო ბინა და სხვებსაც ეპატიჟებოდა, მაგრამ იმ წუთში სულს ღაფავდა საქართველო და ძლივს ინელებდა იმ გმირების სისხლს რომლებიც ვიღაცის ველური აზრების გამო შეეწირნენ ამ მრვალ ჭირგამოვლილ, ბედკრულ საქართველოს, რამდენ მამას დარჩა შვილი დაუტირავი, რამდენ ქალი დაქვრივდა, რამდენი თვალხატულა გოგო-ბიჭი დაობლდა, რამდენი ლამაზ გოგოს ჩამოუვარდა თვალიდან მარგალიტის კურცხალი, სიყვარულის ცრემლი, რომელიც ნებისმიერ წრილობას წამში ამთელებს, მაგრამ ვაი რომ ჩვენი ბიჭები ახლა საიქიოს კარებთან დგანან და განაჩენს ელოდებიან. რამდენმა დედამ ჩაიცვა ძაძები სულ რაღაც 5 წამში, მაგრამ ქართველი დედის ვალი ხომ ესაა დაუზარდოს სამშობლოს ისეთი შვილები რომლებიც სიკვდილს გაცინებული შეხვდებიან. ასეთი განსაცდელი მოგვივლინა ღმერთმა, რა საჭირო იყო იმ ბიჭების სისხლი რომლებმაც საერთოდ არავითარ აზრზე არ იყვნენ ომის და გულუბრყვილოდ უყურებდნენ ციდან წვიმასავით წამოსულ მანათობელ ბობმბებს, ამ ლამაზად მოკაშკაშე "ნათურებმა" მოუსწრაფეს მათ სიცოცხლე და დაუმკვიდრეს სამუდამო სასუფეველი.
    მეორე დილით კი ყველას ახსოვდა მიწაზე გაშოტილი სისხლით მოსვრილი მათი ლამაზი სახეები. რომელზედაც აუტანელი ტკივილი იყო აღბეჭდილი.მათ უსიცოცხლო თვალებში, რომლებშიც აქამდე სიცოცხლის სიყვარულით იყო სავსე, მთვარის კაშკაშა შუქი თუ ანათებდა მხოლოდ. გული კი სავსე იყო სამშობლოს სიყვარულით რომელიც გულმაც ვერ დაიტია და გასკდა თან გადმოანთხია სისხლი აღსავსე ბედნიერებით, რომ ის საქართველოს შეეწირა. საკუთარი სიცოცხლით მათ ყველას გვასწავლეს და დაგვანახეს რომ საქართველო მარტო მიწის  პატარა ნაგლეჯი არაა და მისთვის თავდანწირვა ბედნერებაა.
    იმ წამს როდესაც ამ თვალხატრულა ბიჭების გულმა ფეთქვა შეწყვითა, თითქოს დრო დაჩერდა წამი გაიყინა და გადავიდა მარადისობაში, თითქოს ყველა სულმიერმა სუთქა შეწყვითა, ბალახიც კი გრძნობდა თავზე დატეხილ უბედურებას და გარინდულები ჩუმად ჩურჩულებდნენ ერთანეთში, გარემოს კი ვიღაც ნაძირალას მიერ ჩამოყრილი ბომბების გუგუნი აზანზარებდა, შემზარავად კიოდა სიკვდილი და ეძებდა ნადავლს თან წასაღებად, ყველა ადამიანის გულის ჯიბეში ძვრებოდა და იწყებდა სიცოცხლესთან ბრძოლას სადაც დამარცხდებოდა მსწრაფლ გაეცლებოდა იქაურობას და იქვე გვერდით მყოფს შეუწუხებდა მხიარულ სიცოცხლეს, იმ წამს ყველა ბიჭს თვალწინ გაურბინა მთელმა მაგრამ არცისე დიდმა სიცოცხლემ, ყველას გაახსენდა ბავშვობის წლები სკოლა და ის დრო როდესაც ცხოვრებას მხიარულად ატარებდა. ბევრ მათგანს ახლა უნდა დაეწყო ცხოვრება სად იყო სიკვდილის დრო, მაგრამ სიკვდილს ეს სულ არ ადარდებდა მას სურდა სარჩო არ მოკლებოდა. 
ასე მოიარა 5 წამში მან ყველა და როდესაც დაკმაყოფილდა და წადილი აისრულა, წელში გაიმართა სისხლში ამოსვრილი, არამქვეყნიური ხმით შეჰკივლა და გაიქცა. მასაც კი შერცხვა ამდენი ადამიანის უსიცოცხლო თვალების დანახვისას.
        კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ისე არ ამოწყდებიან ჯავრი არ სჭამონ მტრისანი.



09.08.08. სენაკის რეზერვისტთა ბაზა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები