ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


შინ მიბრუნების ჟამისა

მოგისწრო... 
მოგეწია... 
მოგდევს  ღორღიანზე
დაღლა, 
აღმართებს  რომ  ღდინზე  შეჰქოშინებს...
შედგები...
შუბლს  მშვიდად  შეიშრობ...
მოიაზრებ:
- დამაშვრალს  შესვენება  შეშვენის  უფრო  ხშირი!...

გულიც  რიტმს
(თითქოს  ჯიბრზე...)
როცა  არ  მორჩილებს,
ჯან-ღონით  მუხლნიც  როცა  ვეღარ  იკვეხნიან
და  უკან  დასახევი  გზებიც  თუ  მოჭრილია,
შენც  -  უგზო-უსაშველოს...  -  შეეშვა  იქნებ  ყიალს?!.

ხორცთაგან  განძარცვულიც 
ცად  როცა  ვერ  ფრინდები
(ფრთები  ხომ  ხვედრია  მხოლოდღა  ანგელოზთა...),
გუმანიც  უცდომლად  ცნობს-რა  ჟამს  შებინდების,
ეს  გზაც  თითქოს  ერთხელ  უკვე  გაგევლოს  და...

თითქოს  მონატრებულ  ქოხსვე  უბრუნდები...
-  სული  სამოსთაგან  მშვიდად  მსუბუქდება...

2001.
                                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები