ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2009


ლტოლვა წარსულთან

შენ ალბათ იქ ხარ სადაც მრავალჟამს
სამარადისო სიხარულს ელი,
ნანატრი გრძნობით, ბავშური ლტოლვით
კვლავაც შეაღე კარები თრთოლვით.

ალბათ ყოველ წუთს მიხსენებ ფიქრით.
ალბათ მნატრობ და ყვირილი გინდა.
ალბათ მომავალ შეხვედრას ელი.
ალბათ კვლავ გინდა შემახო ხელი.

შენ უკვე შორს ხარ, ხვალ ვეღარ მნახავ.
მოგენატრება განვლილი ჟამი
და რაც დრო გავა დღითიდღე უფრო
წლებად გექცევა ყოველი წამი.

გახსოვდეს მუდამ ჩემს ცხოვრებაში,
თუ რამე ხდება არ მავიწყდება
და დავიწყებით თუ მავიწყდება,
წარსულში უკვალოდ არასდროს ქრება.


      ავტ:  გ.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს