ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2009


ერთად

ჩვენ ერთმანეთი გვიძღვნა განგებამ,
გზები შეჰყარა და შეაერთა,
ზოგჯერ ცხადშიც და ზოგჯერ ლანდებად
ცალცალკე ვართ და მაინც ვართ ერთად


გვიყვარს, ვოცნებობთ, ვიწვით, მივილტვით
არ ვრეაგირებთ ცხოვრების მტვერზე,
ცოდვილ ზრახვებით, სუფთა სინდისით,
ერთად ვეშვებით გრძნობების ფსკერზე,


გვწამს გაგვიღიმებს ბედი ოდესმე,
ორ უფსკრულს შორის გააბამს ხიდებს,
გვსურს სასურველი ხმა კვლავ მოგვესმას
და ესალბუნოს გაბზარულ იმედს,


ვილოცებთ, თუმცა აღარ გვწამს ლოცვის,
ბედს შევთხოვთ, თუმცა არ გვჯერა ბედის,
ვიცდით, თუმც ჟინი აღარ გვაქვს მოცდის,
კმაყოფილნი ვართ კუთვნილი ხვედრის


ბედნიერნი ვართ მაინც უზომოდ
რადგან გვიყვარს და რადგან ვიპოვეთ
ვისთვისაც ვიბრძვით, ვისთვისაც ვცოცხლობთ,
თუმც ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ


ერთად ვიხრჩობით გრძნობათა ზღვაში,
ვპოულობთ, ვკარგავთ და ისევ ვეძებთ,
მწველი ვნებებით შეკაზმულ რაშით
მიმოვიქროლებთ ოცნების გზებზე


მივდივართ წინ და მივიწევთ მაღლა
და მოქმედებაც უფრო სწრაფდება
აღარ არსებობს მოწყენა, დაღლა,
მხოლოდ სურვილი და მისწრაფება



გვიყვარს, გვიყვარდა და გვეყვარება
ერთმანეთისთვის დავრჩებით ღმერთად...
ერთად გრძნობებიც გაათმაგდება
ერთად ყოველთვის, სულმუდამ ერთად!..



12.09.2006









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს