ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2009


ერთი წვეთისთვის

    კარ და კარ, სად აღარ, ხელებ გაწვდილი და ყელგამოქაჩული დავდივარ და სიყვარულს გამოვითხოვ... ვაგროვებ წვეთ და წვეთ..  სულ განსხვავებული დღიური განრიგით.. ხან ერთს და ხან მრავალს გაგონებთ, გახსენებთ და ვცდილობ გიგროვოთ დოვლათად..  გიმრავლდეთ....
    ხან გესმით, ხან აღარ...
    დავეძებ ყველა გულში - შავთეთრს და ფერადსაც, გაშლილს და მიჩქმალულს, მიჩექმილსაც და ჩუმად გადანახულსაც... ოღონდაც ინებეთ, ბოლომდე დაგიცდით...
    ხან მშიერი, ხან მწყურვალი, მათხოვარი, მდიდარი, როგორიც გენებოთ, ისეთად მოვალ და ვეცდები, მოგილბოთ. გაიმეტეთ საიქითოდ...
    - თქვენ, დიახ თქვენ, ნუთუ ეს არ ძალგიძთ?.. ვიცნობდით ერთმანეთს. დაგავიწყდათ? მე მახსოვს, ახლაც მიყვარხართ...
ერთ წვეთსაც ვიკმარებ. იმ ერთისთვის ათასჯერ მოგეფერებით და ასჯერ ათასად მოგიზღავთ.. იმ ერთი წვეთისთვის, ოღონდ გაიმეტეთ..
    ვივიწყებ ყველაფერს.. იმ ჯვარზე გაკვრასაც, ჩემს სისხლსაც, ძმრიანი წყლის გემოს, ათასჯერ გალახვას.. იმ ერთი წვეთისთვის ყველაფერს ვიღონებ.. დილიდან დავიწყებ... თვალს როცა გაახელთ, პირველად მე მნახავთ... მნახავთ... სიზმარშიც გადავალ... ყოველდღე, როცა კი მოისურვებთ, ხელახლა, ჩემს სისხლს და ხორცს გაგიყოფთ, დაგითმობთ კელაპტრად... ჩაგიკრავთ გულში, გაგათბობთ, აგავსებთ...  მოგიკლავთ შიმშილს, ფორიაქს.... ეშმაკსაც მოგიკლავთ...
    ერთი წვეთისთვის... თუნდაც ერთისთვის..
    ოღონდაც მოესწროს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები