 | ავტორი: გიოძერია ჟანრი: იუმორისტული 23 ნოემბერი, 2009 |
საღამოს თაზომ დამირეკა სოფელში მივდივარ "ვიქენდზე" და წამოდი შენცო. არასოდეს არ ვყოფილვარ გურიაში და ძალიან გამიხარდა თაზოს ეს შემოთავაზება, არც კი ვიცოდი ამ უქმეებზე რა გამეკეთებია. დილით წავედით ცოტაც ვილოთავეთ გზაში და როგორ იქნა მივადექით ჩოხოტოურს ასე ეძახიან თურმე გურულები ჩოხატაურს, ტრადიციული მისალმება, ხვევნა, კოცნა და მერე ნარდი გამოიტანს კაკლის ჩრდილში, ისე რა კარგია სიფლის წმინდა ჰაერი სულში რომ გიღიტინებს და გაგრძნობიებს "რა გინდა ბიჭო ქალაქში წამოდი აქ კაი სვი და კაი ჭამე." -გაართე პაწა მაი ბაგანა თაზო, თვარა ვერ ხედავ სიპიტონა აბდალივით რო იყურება იქიტ-აქით, ფინთი ხო არ ჭირს. მომესმა ზურგს უკან, ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც გიჟს რომ მიმავსგავსეს უცებ, მაგრამ თაზომ მითხრა გზაში უცნაური ხუმრობები იციან და არ გეწყინოსო, კაი ბატონო "არ მევიქცევი აბდალივით მეც თქვა" და დავიწყე ნარდის თამაში. - აი კაკოიე შენ სახელზე დუშაში... ფუი ქე ვიცოდი რაცხა მთხლე იყავი მარა მთლა ამფერი დაქცეული თუ იყავი რავა მეგონა შეკაცო. - შენ თუ გაგორება არ იცი მე რაგაც მაბრალი შე უბედურ გღეზე გაჩენილო. - შე ქალი მოიტანე დაბა ი ნაჯახი, თვარა ისე აკვარკვალებს თვალს აი ქათამი შემეცოდება, გოვუშვებ და მერე რაცხას გაუმზადებ ამ ბაღნებს ქე დევინახავ მაგასაც. -რაიქნა კაცო რავა დუტუიეს ტრაქტორივით კივი, არ გრცხვენია რას იფიქრებს აი ბაგანა მთლა გააბდლებულან აი მოხუცები სიბერეშიო ჰააა?? -როცხა მშია მაშვინ მიდა საჭმელი თვარა, რო მოვკვდები დამიკრიფე გულზე ხელი და მიტირე მერე სამ ხმაში, კაცი არ იქნება ჩვენი პატრონი. ეს დიალოგები ყველა ჩემთვის გაურკვეველ ენაზე იყო და თაზო პარალელურად მითარგნიდა, ცოტა ხანში სუფრაც გამზადდა, თაზოს ბაბუამ თომამ ცოტა ხნის წინათ ქათამი რომ ეცოდება სახელდახელოდ ჩვენთვის ჭურს მოხადა თავი. გაჩაღდა მაგრამ რა ქეიფი გაჩაღდა, სუფრაზე ჭიქა არ იდო, მაგიდა თასებით და ყანწებით იყო სავსე. -თომა ბაბუა რატომაა რომ ამბობენ "გურიაში რა გინდოდა თუ სიკვდილი არ გინდოდაო" ვკითხე თაზოს ბაბუას -სიკვდილი არა ბაბუა მაქ სიკტილია და მომეყევი დალევაში ბოლომდე და ქე დეინახავ რაცხას ნიშნავს. მეც გავყევი და მართლა ვაი ჩემს დღეს, მართლა სიკვდილი, მაგრამ უკვე რა დროსი იყო, გამასვენეს და ლოგინზე დამასვენეს. დილით აივნზე რომ გავედი ხმა შემომესმა. -რავა სკვინჩასავით შემომჯდარა აი ბაგანე ვინცხამ არ ზნეყვოს ფილთა. -გამარჯობა თომა ბაბუ როგორ ხართ? -ვიცი გოუხარდა კაკოეს მარა გლახათ. -რატო? -რეიზა ბაბუ და ყაზახს რომ ქალი გვერდში გიწვანა და ვეფერს ვერ უზამ გლახათაა მაი აბა რა ჯანდაბააა, კიდო სუფრაზე 2 ბოთლ ღვინოზე მეტს რო ვერ დალევ სასიკდილოა მაი კაცი, მარა სადაა მიქელა მოკტა მგონია მაი უბედურიც და ქე დამტოვა მეც. -არა თომა ბაბუ, ჯანზე კი ხართ, გმერთმა სულ კარგად გამყოფოთ. -კაი დეგემართოს ბაბუ შენც მარა რავა ჩვენი საკრებულოს თამჯდომარესავით ჩივი ახლა შენ, ნუ გეშინიათ ყველანი კარგად ვიქნებითო, რავა თქვენ მომიმატებთ აწი მე სიცოცხლე თუ რავაა თქვენი საქმე. -ვერ მოგიმატებთ ბაბუ, მაგრამ ვეცდებით მაინც. - ერთ რაცხაც გეტყვი ახლა დოუფიქრდი პაწა.ყაზირალი აპოჭიკდა ხეჭეჭურზე, მუუხჩა ბოლი, გაადინა ზნეყვა, იჯღვარკალა, იჯღვარკალა და გაშპა სული. გეყურება??? სასიკდილე კაცს არაფერი არ შველის ბაბუა.
თაზოს ბებია მართამ საუზმეზე ხაჭაპურები მოგვართვა, მაუხლამდე ყველი იყო შიგ.ისე მომეწონა მთლიანად შევჭავე ერთი ცალი.რაგაცნაირი გემო და სუნი ქონდა: ძროხის, ბეღლის, მინდვრის და კვამლის, ყველაფერი ერთად არეული. აი თურმე ნამდვილი ხაჭაპური გავიფიქრე გულში. თაზოსგან ვიცოდი, რომ თომა ბაბუ სააუცხოოდ წვავსო სოკოს კეცზე და აუცილებლად წავიყვანოთო ტყეში, პირობა შევახსენე თაზოს და წავედით, წინ თომა ბაბუ მიგვიძროდა მერე მე და ბოლოს თაზო მოჩანჩალებდა ჯაგლაგი ცხენივით. უცებ თომა ბაბუ შემობრუნდა და მკითხა: -რამდენის ხარ გიორგი ბაბუ შენ 20 ხო? -კი 20 რატო? -კარგია ბაბუ კარგი… რამდენი სიკეთე გექნებიენ გაკეთებული შენა და აი ჩემს თაზოს? -რავი ბაბუ აბა -მაინც? -რავი წელს ეკლესიის აშენებაში დავეხმარეთ კახეთში. უპატრონო ბავშვებს ჩვენი ძველი სათამაშოები მივუტანეთ, რავი კიდე რამდენი -სუ შეკაცო სუ… კაცი რო სიკეთეს დეითვლის, სიკეთე არა აქვს მაგას ქნილი. მოვალეობას იხდით ბაბუ შენდ ა აი ჩემი აბდალა ბაღანე, ღმერთს უჩივით: “აჰა, სიკეთეს ითხოვ ჩევენგან და ქე გაგავიღე როისხა მოვკვდებით სამოთხის კარებიო” სიკეთეს რომ გააკეთებ არ უნდა დეიმახსოვრო, დეივიწყე მაშინათვე. წაი და სხვა სიკეთე ქენი, ღმერთი არ დაგივიწყებს ბაბუ მაგას ღმერთი… ამ ტყეში ქე ხედავთ რამდენი ხეია, გოუჭირდება რომელიმიმე ხეს წამეიხრება გვერდზე, წეიქცეს უნდა მარა, გვერდით მდგომი გედეიხრება მისკენ და ბიჯს გაუკეთებს რო არ წეიქცეს, სხვა სიკეთის გაკეთება არ შეუძლიათ მათ ერთმანეთისათვის, სიკეთით უნდა იცხოვროთ ბაბუ, სიკეთით, თავარა ბოროტებით მცხოვრება კაცს დღეს თუ ხვალე ღმერთი მოკითხავს ყოლისფერს. თუ ვინმე მტერი გამოგიჩნდათ, თან უნდა გიხაროდეთ და თან უნდა გწყინდეთ ბაბუ. უნდა გიხარედოთ იმიზა რომა კარგს ყავს მუდამ მტერი სულ, საწყენი იმზაა რო მტერს მტრულად უნდა დახტე და შენც ვიღაცის მტერი ხდები მაშვინ. კაცები ხართ ბაბუ თქვენ, კაცურად უნდა დაუხდე კაცს და კაცურად უნდა მეიქცე ყორისფელ საქმეში, თქვენ ჯერ ბაღნები ხარ და არ გეყურებათ მაგდენი ქალაქში ხან ერთგან ჩოუხტებით ხან მეორეგან, ფიქრი უნდა ბაბუ ყველა საქმეს ფიქრი, იმფერი საქმე არ უნდა ქნა მერე რო შეგრცხვეს, წეხელ იმფერი დათვერით ერთმანეთს ვეგარ ცნობილობდით, არ შეიძლება ამფერი დალევა, მე ღვინო კი არ მენანება ეგ ოხერი დასალევი როა მაგიზა დავაყენე მარა, თქვენ ღვინოს ვერ დალევთ ბაბუ დუნიაზე და კიდო იმდენი უნდა დალიო ყაზახმა თავს რო ცნობდე და სხვისი დასაცინი არ უნდა შეიქნა, აბდრულს რო გააკეთებ კაცი გამოსწორება უნდა შეგეძლოს აი მაშვინ ხარ კაცი და უნდა ეცადო მეორედ ამფერი აბდრული არ ქნა, დოუფიქრდით ბაბუ ყორისფელს პაწა ჭკვა დაატანეტ საქმეს და ყორისფელი კარგად იქნება…. კაი ახლა მოვძებნოთ ი სოკო თვარა არ მიგვიშვებს მართა სახლში…
რა უნდა მეთქვა ნამდვილად არ ვიცოდი, ვიდექი “აბდალა ბაღანა” და ვისმენდი თაზოს თქმით “გამობჟუტურებულ ყაზახს” … ეხ თაზო თაზო… რა ოქრო გყავს და შენ ვიღას დეემგვანე შე მართლა აბდალა ჰა??
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვისიამოვნე. გაიხარე ძმაო. 5 ვისიამოვნე. გაიხარე ძმაო. 5
6. რადგან ნანობთ მთლა ურისობამდე არაა მისული თქვენი საქმე... როცა გეცლება მაშინ მიდი გაგიგებს აუცილებლად... რაც დრო გადის მის მერე ვაფასბთ რა დავკარგეთ... ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ მუხა კვლავაც შეიფოთლება რადგან ნანობთ მთლა ურისობამდე არაა მისული თქვენი საქმე... როცა გეცლება მაშინ მიდი გაგიგებს აუცილებლად... რაც დრო გადის მის მერე ვაფასბთ რა დავკარგეთ... ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ მუხა კვლავაც შეიფოთლება
5. რა უნდა მეთქვა ნამდვილად არ ვიცოდი, ვიდექი “აბდალა ბაღანა” და ვისმენდი თაზოს თქმით “გამობჟუტურებულ ყაზახს” … ეხ თაზო თაზო… რა ოქრო გყავს და შენ ვიღას დეემგვანე შე მართლა აბდალა ჰა??
რამდენი ასეთი თაზოა ჩვენს გარშემო... მეც მათ შორის მოვიაზრებ ჩემს თავს... :(( ეეეჰ ასეა ჩემო გიო ასე გვინდა ვიღაცამ ცხოვრება გვასწავლოს მაგრამ როდესაც გვასწავლიან უმეტეს შემთხვევაში ყურს არ ვუგდებთ... აუჰ, რა მიყავი ეს შე კაცო ვიყავი ჩემთვის გამობჟუტურებული მთვრალი და ვბოჟიალობდი რაცხას, ახლა ფესვებმა მატკინა გული და გამახსენდა მეც მყავდა ერთი მასეთი "ოქრო"... დამეღუპა და აღარ მყავს და მე იმფერი "აბდალა" გამოვდექი რომ წელიწადში ერთხელაც ვერ ადივარ მის საფლავზე მის გულზე ამოსული ბალახის მოსაგლეჯად, შვილიშვილი ვარ ახლა მე? არ ვარ, ზუსტადაც და ქე დავწერე ამასწინებზე უღირსი შვილი ვარ თქვა, მარტო შვილი კი არა შვილიშვილათაც არ ვუქნივარ ღმერთს, არც მეგობრად, არც ცოლად, არც სტუდენტად, არც დაიკოდ, არც პოეტად, არც მწერლად, არც ღვთის შვილად... და ვაიმეეე როგორ მაგრად მესმის ახლა ზოგიერთების... დამისხით ხალხი არა ხართ? ჩემი უღირსობის სადღეგრძელო უნდა დავლიო... :(( რა უნდა მეთქვა ნამდვილად არ ვიცოდი, ვიდექი “აბდალა ბაღანა” და ვისმენდი თაზოს თქმით “გამობჟუტურებულ ყაზახს” … ეხ თაზო თაზო… რა ოქრო გყავს და შენ ვიღას დეემგვანე შე მართლა აბდალა ჰა??
რამდენი ასეთი თაზოა ჩვენს გარშემო... მეც მათ შორის მოვიაზრებ ჩემს თავს... :(( ეეეჰ ასეა ჩემო გიო ასე გვინდა ვიღაცამ ცხოვრება გვასწავლოს მაგრამ როდესაც გვასწავლიან უმეტეს შემთხვევაში ყურს არ ვუგდებთ... აუჰ, რა მიყავი ეს შე კაცო ვიყავი ჩემთვის გამობჟუტურებული მთვრალი და ვბოჟიალობდი რაცხას, ახლა ფესვებმა მატკინა გული და გამახსენდა მეც მყავდა ერთი მასეთი "ოქრო"... დამეღუპა და აღარ მყავს და მე იმფერი "აბდალა" გამოვდექი რომ წელიწადში ერთხელაც ვერ ადივარ მის საფლავზე მის გულზე ამოსული ბალახის მოსაგლეჯად, შვილიშვილი ვარ ახლა მე? არ ვარ, ზუსტადაც და ქე დავწერე ამასწინებზე უღირსი შვილი ვარ თქვა, მარტო შვილი კი არა შვილიშვილათაც არ ვუქნივარ ღმერთს, არც მეგობრად, არც ცოლად, არც სტუდენტად, არც დაიკოდ, არც პოეტად, არც მწერლად, არც ღვთის შვილად... და ვაიმეეე როგორ მაგრად მესმის ახლა ზოგიერთების... დამისხით ხალხი არა ხართ? ჩემი უღირსობის სადღეგრძელო უნდა დავლიო... :((
4. აჰა გაგრძლებას რო ელოდით ქალბატონო მედეა... :) :) აჰა გაგრძლებას რო ელოდით ქალბატონო მედეა... :) :)
3. აჰა, სიკეთეს ითხოვ ჩევენგან და ქე გაგავიღე როისხა მოვკვდებით სამოთხის კარებიო” სიკეთეს რომ გააკეთებ არ უნდა დეიმახსოვრო, დეივიწყე მაშინათვე. წაი და სხვა სიკეთე ქენი აჰა, სიკეთეს ითხოვ ჩევენგან და ქე გაგავიღე როისხა მოვკვდებით სამოთხის კარებიო” სიკეთეს რომ გააკეთებ არ უნდა დეიმახსოვრო, დეივიწყე მაშინათვე. წაი და სხვა სიკეთე ქენი
2. მომეწონა, ვგიჟდები გურულ იუმორზე. :)) შარშან ზაფხულს ჯგუფელმა დამპატიჟა ოზურგეთის რაუიონის სოფელ "თხინვალაში" მე და ჩემი ორი ჯგუფელი დავირაზმეთ და დავადექით გურიის გზას როგორც იქნა ჩავაღწიეთ, გამოგვეგება გულითადი მასპინძელი და ვირის წიხლებივით მოგვაყარა.- "უი ჩამოხვეით? როის მიხვალთ?... მომეწონა, ვგიჟდები გურულ იუმორზე. :)) შარშან ზაფხულს ჯგუფელმა დამპატიჟა ოზურგეთის რაუიონის სოფელ "თხინვალაში" მე და ჩემი ორი ჯგუფელი დავირაზმეთ და დავადექით გურიის გზას როგორც იქნა ჩავაღწიეთ, გამოგვეგება გულითადი მასპინძელი და ვირის წიხლებივით მოგვაყარა.- "უი ჩამოხვეით? როის მიხვალთ?...
1. სუ შეკაცო სუ… კაცი რო სიკეთეს დეითვლის, სიკეთე არა აქვს მაგას ქნილი. :)
კარგი ბაბუ :) სუ შეკაცო სუ… კაცი რო სიკეთეს დეითვლის, სიკეთე არა აქვს მაგას ქნილი. :)
კარგი ბაბუ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|