 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2009 |
ახალი ფურცელი
ახალ ფურცელს ავიღებ და დავწერ ახალ შედევრს, ახლა ფურცელს ავიღებ და აღარ დავწერ მე ბევრს, თეთრ ფურცელზე შავი კალმით, თეთრად გეტყვი სათქმელს, წარბებს შავად შევიღებავ, და დაგინთებ სანთლებს. ახალ ფურცელს ავიღებ და შეგაგინებ გამზრდელს, ახალ ფურცელს, გადავფურცლავ, დავიხმარებ მთარგმნელს, რომ გითარგმნო ეს ფურცელი, თეთრი, შავი ლაქებით, რომ ეს ლაღი, თეთრი ლექსი, წაიკითხო გარკევევით, და მიხვდე, რომ ამ ფურცელზე, არაფერი წერია, და მიხვდე, რომ ეს ცხოვრება, თვითნებურად ბნელია.
ფიქრის მუზა, წაიკუზა, ნედლი ბუზი, ეს ლექსი ხომ სიმღერაა, ყვავი ტუზი. და ცხოვრება თამაშია, თეთრი, შავი, სასაცილოც ამაშია, თეთრი, შავი. ________________________
თეთრი მზე
განწირულ ხმით შემოსძახა, სპლიყვმა თავის დედას, გაოგნებული გამოვიდა ბებერი სპილო, სპლიყვმა დედის რძე იუარა და სამუდამოდ, გაჰქუსლა...
ორგან ორი კაცი ბჭობდა, მესამეზე, სხვაზე, ორივეგან ერთი კაცი, მიდიოდა ზღვაზე, აღარავის არ ახსოვდა, მზის ჩასვლა და რიდი, თეთრი მზის კი ეშინოდათ, დაღვრემილი გიდი...
(ეძღვნება გიდს, რომელიც თეთრი მზის ჩასვლას ვერ მოესწრო :( ) ____________________________
მინდა
მინდა ლექსი დაგიწეროთ, გულითადი, კარგი, და თან ნაზი სიმღერივით*, არ შეიკრათ წარბი. კობამ ელვა დაინახა, დაინახა შარდი, მინდა კობა დამენახა, უმწეო და ყალბი. ვირის ბოსტანს მიეშურა, განდეგილი ცხვარი, აქლემებს ვერ დაედევნა, რა ყოფილა ? ყვავი!
(სწორი პასუხი იყო ყვავი, ვინც გამოიცნო, გილოცავთ!) სიმღერივით * - სიმღერასავით _____________________________
ღამის კუ
არავითარ შემთხვევაში, არ დატოვოთ გარეთ კუ, თუ ოდესმე დასველდება, გაამშრალეთ სველი კუ.
თუ სახლს ცეცხლი მოეკიდა, და კუ დარჩა სახლში, არაფერზე არ იდარდოთ, კუს აქვს თავის სახლი.
თუ დღემ კარგად ჩაიარა, ღამით მთებზე დათოვა, შეგიძლიათ კუ დატოვოთ, ის თავისით წამოვა.
თუ ძალიან გეჩქარებათ, დრო არა გაქვთ ძილის, კუს მაინც ნუ დააჩქარებთ, კუ თავისით ივლის.
(ეძღვნება კუს) ________________________________
ბრიგადირს
ბრიგადირს მოჰპარეს სათვალე, გაიქცნენ, გარბოდნენ მალ-მალე, ორმაგი ტკივილი აცვია, ხანდახან თან დასდევს სამარე.
ბრიგადირს ეტყობა არ სტკივა, ხანდახან ატკივა რაც ითქვა, მილიონ კაცშიც კი გაარჩევ, ძალიან ლამაზი რიყის ქვა.
ბრიგადირს ნურაფერს დაამჩნევ, და ნუღარაფერს ჩააცვამ, სათვალის ქურდი მოჰპარავს, და შავ ტანსაცმელს ჩააცვამს... _______________________________
ვახტანგი
სადღაც უფსკრულში გამოჩნდა ვინმე ვახტანგი, სანაპიროზე ამ ვახტანგსაც არ ჰქონდა სახლი, და ამ ვახტანგის უბიწობას არ დასცინოდა, ვახტანგის ცოლი, მეტსახელად გულიკო დახლი.
ვახტანგს ებრძოდა თურმე ევგენი, ევგენს არ ჰქონდა ვახტანგის ჯოხი, ვახტანგს დაჰქონდა თურმე კომბალი, არ არსებობდა ვახტანგის ქოხი.
(ეძღვნება ვახტანგ კირთაძეს, იგივე ევგენ პეტროლიუმს) 2123 წელი, თბილისი _________________________________
ბედნიერი ბებო
ბედნიერი ვარ როგორც არასდროს, შიშველ ფეხსაცმელს ყელი სტკიოდა, გულგრილი ბებოს მერე აღმოჩნდა, ბედნიერი და ბებერი ბებო,
ეს გულითადი გულსაკლავი და გაუმაძღარი ჩვეული რითმა, არ არსებული ქუთუთოები, და განთიადზე მოთქმა და მითქმა,
წყვდიადს მირბოდა, პატარა ბებო, ასაკით დიდი მაგრამ გულგრილი, და ეს ამაყი ქუთუთოები, არ ეკუთნოდა, ბედნიერ ბებოს... __________________________________
მითუმეტეს, მითუმეტეს...
არ მითქვამს, არც მიძაგია, არ მიმიწევს მისკენ გული, არც ვცემე, არც მომიკლია, მითუმეტეს, მითუმეტეს...
არც ვაქე და არც ვადიდე, არცერთს ხელით შევხებივარ, აღარცერთი აღარ დარჩა, მითუმეტეს, მითუმეტეს...
სიმღერაც არ მიმღერია, და არც ლექსი წარმომითქვამს, ერთი უბრალო ბიჭი ვარ, მითუმეტეს, მითუმეტეს...
და რითმა კი ახლა შემყავს, მოიფიქრებთ სხვას უკეთესს?! სიტყვა გრძნობას, რომ არ ჰგავდეს, მითუმეტეს, მითუმეტეს...
გლავარებმა გალავანზე, ააშენეს ციხე-კოშკი, ორ-სამ დღეში ჩამოინგრა, მითუმეტეს, მითუმეტეს...
საბერძნეთში ვიზა რა ღირს? დროა გავცდეთ ამ ორხევს, საბერძნეთში წამიყვანეთ, იქ ვიპოვი სამოთხეს...
მითუმეტეს, მითუმეტეს :) __________________________
ჭადრაკი
ჭადრაკს გავყიდი, იაფად, ცხენს დავიტოვებ თილისმად, მეფეს ვუბრძანებ დახოცოს, პაიკს მოვუსმენ, გულისხმად :). ჰეი, პეშკავ, არ მიმატოვო, ხომ ხედავ დილა თენდება, დედოფალს უთხარ ნუ დარდობს, ნელ-ნელა სხვაც დაბერდება. და კუმ, ცხოველმა, მეფეს უქიშა, უკან დაიხევ შენ ლაზიერო. კუს ნუ დასცინით, ხომ ხედავთ ხალხნო, გადაუხადა სამაგიერო. ჭადრაკს გავყიდი იაფად, პეშკას ვიტოვებ მხედრადა, გულით თუ არ წაიკითხავთ, ვაი თქვენს ბოღმას, ვედრადა!
(ეძღვნება იტალიაში დაკარგულ ირანელ პოეტს)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მომავალში ფურცლები ისევ იქნება? ან წერით ისევ დაწერენ თუ პირდაპირ წაიკითხავენ აზრებს? კაია მაგ დროს მე დედამიწაზე რომ აღარ ვიქნები,თორემ თუ მართლა ასე "განვითარდა" პოეზია და ნობელის შვილთაშვილის პრემიებიც დაიმსახურა,ხო გამისკდა ბოღმით გული=)) მომავალში ფურცლები ისევ იქნება? ან წერით ისევ დაწერენ თუ პირდაპირ წაიკითხავენ აზრებს? კაია მაგ დროს მე დედამიწაზე რომ აღარ ვიქნები,თორემ თუ მართლა ასე "განვითარდა" პოეზია და ნობელის შვილთაშვილის პრემიებიც დაიმსახურა,ხო გამისკდა ბოღმით გული=))
19. me leqsi mwers me leqsi mwers
18. :)) მაგარი ხარ რა :)) იფ რა გემრიელი ლექსები იყო? :)) :)) მაგარი ხარ რა :)) იფ რა გემრიელი ლექსები იყო? :))
17. არა კუს მიძღვნა მაინც განსაკუთრებულია :D:D:D არა კუს მიძღვნა მაინც განსაკუთრებულია :D:D:D
16. :D
ბედნიერი ვარ როგორც არასდროს, შიშველ ფეხსაცმელს ყელი სტკიოდა :D
ასე ერთბაშად ნუ დებ ამ მომავლის პოეზიას, ვერ გადავიტანო მეშინია :D
მითუმეტეს,მითუმეტეს :D :D
ბედნიერი ვარ როგორც არასდროს, შიშველ ფეხსაცმელს ყელი სტკიოდა :D
ასე ერთბაშად ნუ დებ ამ მომავლის პოეზიას, ვერ გადავიტანო მეშინია :D
მითუმეტეს,მითუმეტეს :D
15. გმადლობთ,კეთილშობილო ებრაელო :) გმადლობთ,კეთილშობილო ებრაელო :)
14. ახალი ფურცელი კარგი იყო :) ახალი ფურცელი კარგი იყო :)
13. lola molodec, karg sitkvebs icher, simgerivitaa :) lola molodec, karg sitkvebs icher, simgerivitaa :)
12. პოეტი მომავლიდან . . . პოეტი მომავლიდან . . .
11. :D ფიქრის მუზა, წაიკუზა, ნედლი ბუზი, ეს ლექსი ხომ სიმღერაა, ყვავი ტუზი. და ცხოვრება თამაშია, თეთრი, შავი, სასაცილოც ამაშია, თეთრი, შავი. :))
მე ხომ ვამბობ,რომ შენ ფილოსოფიური პოეზია გაქვს? ჰოდა გაქვს :D
მითუმეტეს,მითუმეტეს_ეს ლექსი ,,სიმღერივითაა" :D :D ფიქრის მუზა, წაიკუზა, ნედლი ბუზი, ეს ლექსი ხომ სიმღერაა, ყვავი ტუზი. და ცხოვრება თამაშია, თეთრი, შავი, სასაცილოც ამაშია, თეთრი, შავი. :))
მე ხომ ვამბობ,რომ შენ ფილოსოფიური პოეზია გაქვს? ჰოდა გაქვს :D
მითუმეტეს,მითუმეტეს_ეს ლექსი ,,სიმღერივითაა" :D
10. გულით თუ არ წაიკითხავთ, ვაი თქვენს ბოღმას, ვედრადა!
კი,მასეა მაგი! :) გულით თუ არ წაიკითხავთ, ვაი თქვენს ბოღმას, ვედრადა!
კი,მასეა მაგი! :)
8. ამაყი ქუთუთოები--- ეს მიგნებაა :))) ამაყი ქუთუთოები--- ეს მიგნებაა :)))
7. sheidzleba itkvas :) sheidzleba itkvas :)
6. ანუ ამ დროისთვის ცოცხალი ვიქნები ???
ვახ, შენ რაღაც ამქვეყნიური საიდუმლოება იცი და გვიმალავ :D ანუ ამ დროისთვის ცოცხალი ვიქნები ???
ვახ, შენ რაღაც ამქვეყნიური საიდუმლოება იცი და გვიმალავ :D
5. iqnebi tata, iqnebi ;) iqnebi tata, iqnebi ;)
4. ვერ გავიგე, რა ლოგიკით გამოიანგარიშეთ, რომ მომავლის პოეზია ასეთი იქნება ?
და თუ სიტყვაზე გენდობით, მაშინ ბედნიერი ვყოფილვარ, რომ ამ დროისთვის ცოცხალი არ ვიქნები :D ვერ გავიგე, რა ლოგიკით გამოიანგარიშეთ, რომ მომავლის პოეზია ასეთი იქნება ?
და თუ სიტყვაზე გენდობით, მაშინ ბედნიერი ვყოფილვარ, რომ ამ დროისთვის ცოცხალი არ ვიქნები :D
3. :( კაი რაა... :( :( კაი რაა... :(
2. ვახ ! რამდენი გიშრომია ! ვახ ! რამდენი გიშრომია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|