ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოდა-არა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2009


ჩუმად და ხმამაღლა

ჩუმად და ხმამაღლა
ცეცხლად აალებულ სიტყვებში ვეშვები,
თავს რომ არ მანებებს მინდა თუ არა და
ყველა შემოტევას უსიტყვოდ ვნებდები.
ვცდლილობ ჩუმად ვიყო, (რა ვქნა) გამომდის ხმამაღლა.
სიტყვით ამოთქმებში ბოროტს ვანებივრებ,
ოქროს ფას დუმილს კი გულს ვაკრავ მწველ დამღად.
მთავრის ვერშემძლებელს ფილტვებში მაწვება
უხმო კივილამდე მისული ტანჯვა და
ყველა ამოსუნთქვას თქვენამდე ვაბარებ:
ჩვენს მწყემსს მივებარეთ, (ახლა კი) მივყვებით სხვის ფარას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები