 | ავტორი: რუსა ჟანრი: იუმორისტული 24 დეკემბერი, 2009 |
სკოლა
ერთი დღე იმერეთის სოფლის საშუალო სკოლაში…
(სკოლის შენობა დაახლოებით ხის, ერთ სართულიანი, კრამიტით გადახურული, ცოტა არასტანდარტული შესახედაობის) უნდა გახლდეთ, ეს, ისე მკითხველისთვის და საერთოდ წარმოსახვისთვის.
სკოლის დირექტორი ვანიჩკა -– სადაა კაცო ეს ნიკიფორე, ფოთოლა! დოუძახე შენი ჭირიმე ერთი იმ კაცს, დარეკოს ეს დასაწვავი ზარი... ფოთოლა - ნიკიფორეე... (ეძახის დარაჯს ხატვის მასწავლებელი) -ამოდი შე კაცო, აი ერთი ბაწარი გაბარია ჩამოსაქაჩად და რა გახდა კაცო... ამოდი დროზე, ვანიჩკამ დროზე დარეკოს ზარიოო... (სკოლაში ზარი დაირეკა, ეზოში მდგარ მეექვსე კლასის მოსწავლეებს მათემატკის მასწავლებელი ჟენია) ჟენია - ჰე, დროზე შემოით, დროზე! შენ არ გაგაგონა ჟონიკო მამაზეციერმა არაფერი, დროზე ბიჭო... (მოსწავლეები კლასში ძლივს შეყარა მასწავლებელმა) –ჰე, ამეიღეთ რვეულები და წიგნები და სხვა კიდო რაც გაქვთ... ეფროსინე –- მეტი რაღა უნდა ამევიღოთ მასტავლებელო?! ჟენია - ხმა! ადექი აგრაფინა ზეზე... (ბავშვი წამოდგება) – რაია გოგო ეს, მასხრად მიგდებ? აგრაფინა - რეიზა მასტავლებელო? ჟენია - აიღე ხელში ეგ მეტროვკა... აგრაფინა - ეს სახაზავია მასტავლებელო... ჟენია - რაია გოგო სახაზავი, ერთ დროს მაგითი, ბებიაშენი მაღაზიაში ნაჭრებს ზომავდა... აგრაფინა - თქვენ არ თქვით ნორმალური, დიდი სახაზავი მეიტანეთო?!... (ბავშვი გაკვირვებული სახით) ჟენია –- დაჯექი და მეორედ არ გნახო მაი მეტროვკით მოსული სკოლაში... აბა, ვთქვათ ახლა რა გვქონდა დასახაზი... ეფროსინე ბევრს,რომ ლაპარიკობ გამეიტანე რვეული და გამოდი დაფასთან, ჰე დროზე, ნუ ზოზინებ... ეფროსინე - (ბავშვი თავჩაღუნული დგას მერხთან) ჟენია - რაია, რა მოხდა, რა დეგემართა... ჰა? ამეიღე გოგო ხმა... ეფროსინე - გუშინ ჩვენმა ძროხამ მეიგო მასტავლებელო და ჩემებს ვეხმარებოდი... ჟენია - გადავყვეთ ეფროსინე შენი ძროხის მშობიარობას თუ რა ვქნათ ახლა... ზამთარშია და სულ სიცხეები აქვს და ცივდებაო, გამაგებიე რა ვქნათ... ამიხსენი... ატარე მაშინ ეს ძროხა სკოლაში და ეგაა... დაჯექი! შემდეგ გაკვეთილზე ორივე დავალება გქონდეს მზად, თვარა არ ვიცი ვანიჩკასთან შეგიყვან იცოდე... ჰე გავაგრძელეთ, აიი... ახლა მანდ თუ მოვედი აგრაფინაა, დაგაგლიჯავ მაი თმებს ღერა – ღერა, რატომ ურტყავ წიგნს კოლიას?! ადექით ორივე! აგრაფინა - პასტა წამართვა მასტავლებელო და არ მიბრუნებს... ჟენია - გამოდით ორივე დაფასთან, მიბრუნდი კოლია აიღე რვეული და ისე გამოდი... (ბავშვები მასწავლებლის მაგიდასთან დაეწყვნენ) – რავა, ჯარში ვართ?! მანახე კოლია რვეული, დავალებაზე გადამიშალე და ისტე... (ბავშვმა გადაშლილი რვეული მიაწოდა) –დედაა, მომიკვდეს თავი, რაია ბიჭო ეს?! კოლია - სამკუთხედი და აი ეს წრეწირი მასტავლებელო... ჟენია –- აჰა, ოგონდ მხატვრულად, აბსტრაქტულად... კოლია წიგნში თუ ჩეიხედე და ნახე სამკუთხედი რავარია საერთოდ... კოლია - რავა არ ჩევიხედე მასტავლებელო... ჟენია - დაჯექი და ორიანი... ისე, რომ იცოდე კოლია წიგნის წაკითხვისას თვალები ღია უნდა გქონდეს... დახუჭულად ვერაფერს დეინახავ, მანახე გოგო შენი რვეული... (იქვე მდგარი აგრაფინაც რვეულს აწვდის) – დედა, ახლა მართლა გადავირევი, მომიკვდეს თავი, რაია გოგო ეს?! (ბავშვი დუმს) – გეკითხები! (ბავშვი ისევ დუმს) – გამეცი ახლა პასუხი აგრაფინა, თვარა არ ვიცი რას გიზამ, სად ვედრო და სად მათემატიკა გოგო… რამ დაგახატინა გოგო ვედრო რვეულში?! აგრაფინა - წინიდან სამკუთხედსაც გავს და ზემოთ წრეც აქვს მასტავლებელო... ჟენია - ჰმ, პირდაპირ ასტროლოგიური ფანტაზია გაქვს აგრაფინა, დაჯექი და ხმა არ ამეიღო იცოდე, თორემ არ ვიცი... კაით გადაშალეთ წიგნები და ჩეინიშნეთ დავალებები... იქნებ გამოგადგეთ ცხოვრებაში... ჰე, პარაგრაფები: 105, 106, 107, 108... ტრიფონი - (მოსწავლე) დიდუ რამდენია მასტავლებელო?!... ჟენია- ვინ თქვა ეს... ადექი ტრიფონია ზეზე, რაღაც შენს ხმას მივამსგავსე... რა იყო ტვინი ყურებიდან გადმოგდის და დეიღალე ამდენი მაცადინეობით ჰო?, იცოდე ნიშანს არ გაღირსებ ეს ყველაფერი შემდეგისთვის, რომ არ ამოხსნა... (ბავშვი ტირილს იწყებს)- რა გატირებს ბიჭო! ტრიფონი - რაი მასტავლებელო და არ მაქ აი მათემატიკის ნიჭი და რა ვქნა? ჟენია - ნუ ბღავი! სხვის ბაღებში ძრომიალის ნიჭი ხომ გაქ... ამიხსენი რა გინდოდა გუშინ ჩემსას? ტრიფონი –- გემრიელი ატმებია თქვენსას მასტავლებელო... ჟენია - მადლობთ, ისე პატარას თუ დამიტიებ სამურაბედ კიდე უფრო მადლობელი დაგრჩები ტრიფონია... დაჯექი! არ ვიცი, ნიშანს არ გაღირსებ იცოდე... (უცებ ზარი დაირეკა ბავშვები კლასიდან თავქუდ მოგლეჯილები გამორბიან) (მაგრამ ზარი სულ მალე დაირეკა და რუსულის გაკვეთილზე რენადა მასწავლებელი) რენადა - ჰე ბაღნებო, ზახადიტე ვ კლასს... დროზე შემეეთრიე ბიჭო (ფოიეში მდგარ ბავშვს)... ანუკა ჩტო უნას ბილა სასწავლი?! კტო მნე სკაჟეტ?! Aადექი ჟონიკო... (ბავშვი უკმაყოფილოდ წამოდგება) –რა სახე გაქ, მოკვდა ვინმე თუ?! (კლასს გადახედავს მასწავლებელი) ჟონიკო - არ ვიცი, დღეს ვიღაცამ დამთარსა, რავა ყველა მე მიძახებთ დღეს მასტავლებელო, რაიაა? რენადა - ააა, ანუკა ვიიდი დაფასთან, დროზე! (ბავშვი გამოვა) დაიწყე მოყოლა, რა გვქონდა ჯერ თქვი?! ჟონიკო - პუშკინზე რაცხა უნდა გვესტავლა... რენადა - ჰმ, რაცხაა ბიჭო პუშკინის ბიოგრაფია?!, ჰა?! ნაჩნი... ყველა გისმენთ... ჟონიკო - პუშკინ რადილსა... რენადა - სტოპ, სტოპ... აჰ, ვერა, მე, შენი რუსული არ მესმის... (ბავშვს ეღიმება) რა გაცინებს შე უდღეურო... ჟონიკო - კაია, ჩემი ხანდახან ქართულის მასტავლებელსაც არ ესმის ხოლმე... რენადა - ქართულად მოყევი... ჟონიკო - სერგეივიჩი პუშკინი დეიბადა... რენადა - გაჩუმდი! ვერც ქართულად ყვები, დაა... ჟონიკო - აბა, ფრანციცული მე არ ვიცი მასტავლებელო და... რენადა - ხმა! წადი დაჯექი და სამიანი შენ... დასაწყისი ქე მაინც გისწვალია... კაშმარ... (ამ დროს კლასის კარი იღება და სასწავლო ნაწილი ფედიკო რენადას) ფედიკო - რენადა, ჰე, შე ქალო... რენადა - რაია, ფედიკო, რა კარები შემომინგრიე... ფედიკო - ი ქალია მოსული, ჩულქებს, რომ დაატარებს და დროზე თვარა წავა... რენადა - უი, უი, რამდენი ხანია მაი ქალს ველოდები, ჰე ბაღნებო, გავალ მე ორი წუთით... ბავშვები ერთხმად - რა კაიაა... რენადა - ჰაიტ, რაია კაი, დერეფანში არ ვნახო რომელიმე თქვენგანი გათრეული, თვარა არ ვიცი რას ვიზამ... (და მასწავლებელი კლასიდან გადის)
სამასწავლებლოში:
რენადა - სად დეიკარგე შე ქალო, აბა დროზე რა გაქ ახალი? გამყიდველი- ა, გენაცვალე, ამნაირს მთელი იმერეთი, რომ დეიარო ვერსად იშოვნი... რენადა - აჰ, აი ფერები არ მომწონს, რაიმე კარიჩნი ან შავი თუ გაქ?! (ამ დროს ოთახში დირექტორი შედის და სკამზე გადაკიდებულ ჩულქებს ათვალიერებს) ვანიჩკა - ჰმ, ყველამ დღეს ერთხმად რაფერ ჩეიფსით... ფედიკო - არა, პატივცემულო, აი ახალი ჩულქებია და ვყიდულობთ… (და დირექტორი ისევ გადის ოთახიდან) (რენადამაც ერთი ორი წყვილი აარჩია და ისევ კლასისკენ გაეშურა) კარები შეაღო თუ არა დაიყვირა: რენადა - სტოპ! ეეთრიე პანტელო ზეზე... ვისი სურათი კიდია შენს ზემოთ?! (ბავშვი დუმს) ამეიღე ხმა! პანტელო - გორკის მასტავლებელო... რენადა - მერე... რა დეემართა, რატოა უკუღმა, ჩემი გასვლა ეწყინა?!... Pპანტელო - სიცხემ ოუწია მასტავლებელო და ამოტრიალდა (კლასი ჩუმად იცინის) რენადა - მაშვინ, შენც პირველი კლასიდან გაქ სიცხე პანტელო და რატომ არ ტრიალობ გორკივით ჰა?! (ბავშვმა რაღაცის თქმა დააპირა და)... ახლა არ გამცე იცოდე პასუხი თვარა ფანჯრიდან გადაგიშობ, დეეგდე და არ გნახო ხმა ამოღებული... (ამის თქმა იყო და სკოლაში ზარიც დაირეკა, გახარებული ბავშვები დასვენებაზე გამოვიდნენ) (სადღაც ხუთ წუთში ზარიც დაირეკა და)… ქართულის გაკვეთილზე: მასწავლებელი დაფასთან წინ და უკან დადის... კლასი გაკვირვებისგან დუმს. მარუსა მასწავლებელი - ანგელინა ადექი ზეზე... (ბავშვი შეშინებული სახით წამოდგება) – მე თქვენ წინა გაკვეთილზე საკონტროლო დაგაწერიეთ თუ არა?... ანგელინა - დიახ მასტავლებელო... მარუსა - მერე... რა შუაში იყო მოცემულ თემასთან შუშანიკი... ანგელინა - რა ვიცი, თემა მოკლულ ქალებზეო და... მაი ქალიც ხომ აწამეს და ისტე მოკლეს მასტავლებელო?! მარუსა - დაა... შენი სახით ანგელინა მძიმე შემთხვევაა კლასში... სასწრაფო დახმარებას საჭიროებ... დაჯექი... ვალიკო ახლა შენ ადექი და ამიხსენი რატომ დახატე ხეები და ბუჩქები საკონტროლო რვეულში... ვალიკო - გაკვეთილი არ ვიცოდი მასტავლებელო და საკონტროლო დაგიხატეთ... მარუსა - ახლა დეეგდე და წლის ბოლოს მიყურე რა ნიშანს დაგიხატავ ჟურნალში... შენ რაღა გაცინებს, შე უდღეურო, ადექი ზეზე... (ბეჟანი ფეხზე წამოდგება) რომელი საუკუნეა, დამწვარი ფიჩხებით, რომ წერ რვეულში... ბეჟანი - მასტავლებელო, პასტა დამიმთავრდა და შავი მელნის კალამი მეზობელს ვათხოვე... მარუსა - დაჯექი ბეჟანი, წლის ბოლოს, შენი ნიშნის დაწერის დროს მეც დამიმთავრდება პასტა და გაისადაც იმედია ამ კლასში გიხილავ... (ამ დროს კოლია წამოდგება და მასწავლებელს) კოლია - მასტავლებელო, უბორნიაში გამიშვით, რაია? მარუსა - რა ყოველთვის ჩემს გაკვეთილზე გემართება აი შეუკავებლობა, ჰა?! კოლია - გამიშვით, რაია? მარუსა - გასული არ იყო, რომ შემოსული იყო... კოლია - მასე მალე ვერ შემოვალ მასტავლებელო... მარუსა - რეიზა, რაი გაქ საწერი უბორნიაში…... კოლია - ზმეიკა არ მივარგა და დიდხანს ვუნდობი შეკვრას... მარუსა - გეეთრიე შე უზრდელო შენ... (ორი წუთის შემდეგ) გადი ჟონიკო და კოლიას გარეშე შემოსული არ გნახო კლასში, თვარა არ ვიცი რას გიზამ... (ბავშვი გადის კლასიდან და ხუხულა სკოლის ტუალეტის კარზე კოლიას უკაკუნებს) ჟონიკო - ბიჯო, კოლია, გამო, გამო, მარუსამ ამევიდეს თვარა ორივეს დაგვხოცავთო, ხომ იცი, რასაც მაი ქალი იტყვის ასრულებს... კოლია - ასრულებს არაა... აბა ერთი მოგვკლას, მერე ნახოს რაც დეემართება ჩვენებისგან... ჟონიკო - გამოდი რაია ბიჭო... კოლია - მაგარი რამე მევიფიქრე, მოდი შენ ადი და უთხარი კოლია ვერ ვნახე თქვა და მერე შენც რამეფრად გამეეპარე მარუსას და ჩვენ, რომ ვიცით იქანე წევიდეთ, ლეღვებზე... ჟონიკო - კაი და მაშინ გეიპარე აქედან, არავინ გნახოს და მეც გამოვალ... (ჟონიკო კლასში ბრუნდება, თავჩაღუნული ჩერდება კართან) მარუსა - რა დეემართა, ჩავარდა?! ჟონიკო - არა მასტავლებელო, ზმეიკა გოუფუჭდა და სახლში გადავიდა... შერცხვა ამოსვლა... მარუსა - დაჯექი... ჟონიკო - მასტავლებელო, ახლა მე წავალ უბორნიაში ჰა?! მარუსა - ნუ გადამრევ ჟონიკო, წინასწარ მითხრი, შენ რაღა გაქ მოშლილი... ჟონიკო - არაფერი... მარუსა - დაჯექი ჟონიკო მერხთან და არ ვიცი, რაც გინდა გიქნია და დაგმართვნია... მაი საკენკი შენ და კოლიამ ბებიაშენს დოუყარეთ, იმას ნახე ხვალ რა დღე დეემართოს ამ გაპარვის გულობიზა... ჰმ, გადევირიე ქალი, დღეს მთელი გაკვეთილია უბორნიაზე ვლაპარაკობ... (მასწავლებელი მაგიდას მიუჯდება)- კაით, აბა რა მოდის შემდეგი გაკვეთილი?! Eამებნა გზა-კვალი, თქვენ აგაბნიათ მამა ზეციერმა... რაფერც მე ამიშალეთ ნერვები... ადექი აგრაფინა და თქვი რა არის შემდეგი?! აგრაფინა - აკაკი წერეთელი... მარუსა - წეიკითხე ბიოგრაფია... აგრაფინა - აკაკი წერეთელი დეიბადა ხვიტორში 1840 წელს და გარდაიცვალა 1915 წელს იქვე... (ბავშვი გაჩერდა) მარუსა - კაი, ბიოგრაფია და მისი ლექსი გექნებათ სასტავლი ზეგიზა... რა ლექსია აგრაფინა?! აგრაფინა - “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია”... მარუსა - სათქვენო ყოფილა მაი სათაური, ჩემს ხელში აქანე მჯდარს ბედი არცერთს გიწერიათ, მარა მაი ლექსი ზეგიზა ყველამ იცოდეთ ზეპირად... (მაგრამ ზარი დაირეკა, ბავშვები კვლავ ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ კლასიდან, შემდეგ ისტორიის გაკვეთილზე): კირილე - ჰე, ამეიღეთ წიგნები.. რავა გაოცებული მიყურებ კეკელა, პირველად მხედავ თუ?! კეკელა - არა, მასტავლებელო, რაის პირველად გხედავთ... კირილე - აბა, რაია, რას მიყურებ... რა დეემართა შენს წიგნს, სადაა?... კეკელა - რა მასწტავლებელო და ძროხამ შემიჭამა და აღარ მაქ... კირილე - მალადეც შენს ძროხას... როდიდან დააინტერესდა ისტორია, ჰა?! კეკელა - არა, ჩანთა დამრჩა იქანე საძროხეში და შეჭამა... კირილე - მალადეც... (თავისთვის) სასწაულია პირდაპირ, რაფერც საგანი, ძროხას თუ აინტერესებს ისტორია, აი ბაღნებს ასეთი რა ეტაკათ, ჰა?! გამაგებია ერთი, მეტი არ მინდა არაფერი... კაი დაჯექი კეკელა და შემდექისთვის იქნებ აყიდინო ბებიაშენს წიგნი... (ბავშვი დაჯდება) აბა დევიწყეთ გამოკითხვა, ვინ გამოვა ძალდატანების გარეშე, ნებით... (და სათვალეების ზემოდან კლასს უყურებს) (კლასი დუმს) –კაით, მაშინ ძალით... ადექი ეფროსინე და თქვი რა გვქონდა სასწავლი... ეფროსინე - რაი და რომი... კირილე - სადაა რომი? ეფროსინე - შორს მასტავლებელო... კირილე - მაინც, კეხურას გადაღმა?! ეფროსინე - არა მასტავლებელო, კიდო შორს... საცხა ჯანდაბაში... კირილე - ჯანდაბაში ზაფხულში გაგიშობ ეფროსინე, საშემოდგომოს, რომ გთხლიშავ ე მაშვინ, ცნობისთვის, ჯერ კლასში ხარ... დაჯექი და ორიანი, ბღავილი არ დევინახო თვარა არ ვიცი რას გიზამ... ადექი ტრიფონია ზეზე, რადგან ვერ ისვენებ, ახლავე მოგასვენებ... გამოდი დაფასთან, თუ ღმერთი გწამს, ოღონდ შენს ენაზე ნუ მოყვები, აბა გისმენთ... ტრიფონი - იტალიაში ქვეყანა დასათვარიელებელი რაღაცეებია, იგი ნამეტანი ძველი ქვეყანაა... კირილე - გაჩერდი! ნორმალურად მოყევი, რაფერც წიგნში წერია ისტე... ტრიფონი - მასე ვერ მოვყობი მასტავლებელო, ნამეტანი რთულადაა იქანე დაწერილი... კირილე - არ ვიცი, პირდაპირ, რა გიყოთ არ ვიცი... დაჯექი... (მასწავლებელი საჩვენებელ ჯოხს იღებს და რუქასთან დგება) – აგერ ბაღნებო, აქანეა აი დასაწვავი იტალია... გაკვეთილის სათაურს, რომ ვერ შოუშობ ტვინში, დანარჩენი რაღაზე უნდა გელაპარიკოთ ჰა?! (მერე გაბრაზებული ჯოხს მაგიდაზე აგდებს და დირექტორის დასაძახებლად გადის) –ხმა არ გევიგონო ამოღებული, ახლავე დავბრუნდები... დერეფანში კირილე- გადავირიე კაცი, პაშა დამიძახე ერთი ვანიჩკას, თუ ღმერთი გწამს... (დირექტორი და კირილე ერთად შედის კლასში) კირილე - აი ვანიჩკა, გამაგებიე აი ბაღნებს ნიშანი რავა უნდა ვაღირსო, ადექი გოგო და თქვი წიგნი რამ შეგიჭამა?! Kკეკელა - რამ და ძროხამ... ვანიჩკა - ჰმ, კაი კირილე, იმ ძროხის ხათრიზა აი ბაღანას ნიშანი ქე ეკუთვნის, ძროხა და ნასტავლი ეს დიდი ამბავია... (სერიოზული სახით) კირილე - ადექი ეფროსინე და თქვი სადაა იტალია?! ეფროსინე - სად და შორს... ვანიჩკა - აი ბაღანა მართალია კირილე, შორსაა აბა რავა შე კაცო... კირილე - ჰმ, გადამრევ ვანიჩკა, რეებსა, რომ მეუბნები კაცო... ვანიჩკა - მასე, რომ ვუყუროთ აი ბაღნებს, მაშინ ვერასდროს დოუმთავრებიათ აი სკოლა და ეგაა... გაგიჟდი კირილე?! (ამ დროს ზარიც დაირეკა, კლასი დაიცალა) და... (ფიზკულტურის გაკვეთილი) მელანო: ჰე, დევეწყვეთ რიგში... პანტელო გადადი ბოლოში პანტელო - მასტავლებელო ბოლოდან წინ ვერაფერს ვხედავ, დავდგები რაია წიინ?! მელანო - დეეგდე სადაც ხარ... ჰე აბა, ვინ შეასრულა საშინაო დავალება... ჟონიკო - მე მასტავლებელო, ნამეტანი ბევრი ვიძრომიალე ბაწარზე... მელანო - აჰა... გამობრძანდი აპა და აძვერი აგერ მარცხენა ბაწარზე (ბავშვი მარჯვენას ჩაეჭიდა) – ბიჭო მაია მარცხენა?! არ უნდა იყურო რას ეკიდები? დამპალია ბაწარი ხომ ხედავ ?... ისე რაია ეს კაცო, სადაა ერთი აი კაცი, ნიკიფორეე... (ზარის დამრეკი) –- რა იყო შე ქალო რა გაღრიალებს... მელანო - რაია და რამდენჯერ გითხარი აი ბაწარი გამოცვალე თქვა, ჰა?! ნიკიფორე - კაი, კაი, დღეს საღამოს გამოგიცვლი, ისე მანდ ვინც დგას ყველა მაქანეა, მაი ბაწარზე დასაკიდებელი... (და ღიმილით შებრუნდება შენობაში) მელანო - ჰე, ვაგძელებთ, აძვერი ჟონიკო... რაფერაა ბიჭო, რომ ძრობი, ჩამეეთრიე ძირს... აგია ვივარჯიშეო?! ჰა?! ჰე, დროზე, დროზე შემდეგი, გამოდი ოლიე... ოლიე - თავი მტკივა მასტავლებელო, ვერ ავძრობი…... მელანო - თავი არა, ტვინი გტკივა შენ... დადექი ეგერ იქანე, რომ სკამეიკა დგას და სიგრძეში გადახტი... ოლიე- მაი არ გვქონია დავალებად მასტავლებელო... მელანო - ხმა! გადახტი, რომ გეუბნები... (ბავშვი იქვე ძალიან ახლოს დახტება) ორიანი შენ, რა ვიცი ამ მერხებზე კაცი ვერ გაგაჩერებთ, ისე ხტომიალობთ ჭინკებივით და აქანე რა ჭირი გეტაკათ... წადი დადექი შენს ადგილას... კაი, ჩავდექით ახლა წრეში და ბურთი ერთმანეთს გადოუგდეთ, ვისაც გოუვარდება იგი ტიებს თამაშს, დავიწყეთ... ჰე, პელაგია რა ჩეეხუტე მაი ბურთს გადოუგდე გოგო სხვასაც... საით უგდებ, მაქეთ დგას აგრაფინა?! ჰა?! Eელამი ხარ პელაგია თუ რაი გჭირს შე ქალო... ნელა ისროლე ჟონიკო, არ გახეთქო მაი ძლივს გამოწერილი ბურთი, თვარა გადაგაყოლებ იცოდე... კაით, ახლა გასწრობანა ვითამაშოთ, ვინც პირველი მივა იქანე, იმ ხაზთან, დოვუწერ ხუთიანს... ჰე, აბა დევიწყეთ... ეცადეთ იქანე თრილში არ ჩავარდეთ... კეკელა, გასწორდი, რეიზა ხარ მოღრეცილი... კეკელა - მე ვერ ვირბენ მასტავლებელო, ტუფლები მიჭერს... მელანო - სასწაული პირდაპირ, კლასში დროღის ცხენივით ხარ კეკელა, კაცი ვერ გაგაჩერებს და ამ ფიზკულტურის გაკვეთილს ცნობს მაი ტუფლები თუ რაია?! (ეს საუბარი და გაკვეთილიც მთავრდება) (სულ მალე ხატვის გაკვეთილზე) ფოთოლა –- დროზე ამეიღეთ ფანქრები და სახატავი რვეულები... თუ გონება არ მღალატობს უნდა დაგეხატათ თქვენი სანატრელი ვითარება, უნდა მოყვეთ სურათი... ჰე, რაჟდენა გამეიტანე რვეული და ამიღწერე სურათი, რა გაქ შით ჩახატული... (ბავში რვეულით ხელში დაფასთან დგება) რაჟდენი - ახლა, აქანე რაი ხდება მასტავლებელო და... ფოთოლა - ჰაიი, შენ რაცხა ისე იწყებ, მანახვე ბიჭო მაი რვეული... რაია რაჟდენა ეს... კრასკა დაგესხა აქანე თუ... რაჟდენა - რას ამბობ მასტავლებელო, მაი ნახატია, ნაშრომი... ფოთოლა - ხოდა ახლა შრომას გაჩვენებ... მოყევი აბა რა გინდოდა მაქანე გეთქვა... რაჟდენა - აი აარის ტყე, აქანე აგერ ვარ მე და ვნადირობ... ფოთოლა - რეიზა არ ჩანხარ ?... რაჟდენა - სად და აგერ ვარ, ამ ხის უკან ვიმალები... ფოთოლა - აჰა, თოფი სადაა ან რაზეც ნადირობ ის... რაჟდენი - მასტავლებელო, ნანადირევი მაქანე უკვე შევწვი და შევჭამე... ფოთოლა - აჰა, ახლა დეეგდე ადგილზე, მაი ფურცელი ამოხიე, სანამ გაკვეთილი დამთავრებულა დაჯექი ახლიდან დამიხატე სურათი, თვარა ხელებ დაჭრილს გაგიშობ სკოლიდან... ჰე, რაია პანტელო, რავა სიყვარულის თვალებით მიყურებ,გული გწყდება ხო, რომ არ გიძახებ, აპა, ჰე გამოი და გისმენ…... (ბავშვი დაფასთან ურვეულოდ გამოვა) – რაია პანტელო, რვეული თვითონ გამოგყობა თუ?! გამეიტანე რვეული ბიჭო! ... პანტელო - მასტავლებელო რვეული სადღაც აქანე სკოლაში დემეკარგა და ზეპირად მოგიყვებით რაიაა?! ფოთოლა - ზეპირი ხატვა მე არ გამიგია პანტელო, მაი ახლა, სასწაულს რაცხას მეუბნები… დეეგდე ახლა და მასხრად ბაბუაშენი ისიდორე ეიგდე, შე თავხედო ბაღანა შენ... კაიიი, აბა შემდეგიი... (და მასწავლებელი სიაში იყურება) ჰე, აგრაფინა, გამოდი და გაგვაგონე შენი ხმა ბულბულისა… (ბავშვი დაფასთან დგება და მასწავლებელს ფურცელზე დახატულ, ვიღაცის პორტრეტს აწვდის) – მალადეც აგრაფინა, მე ყველაფერში უნიჭო მეგონე და ხედავ შეენ? რა ლამაზად ჩაგიხატავს ხეებში ამ მაიმუნის თავი, მალადეც შენ… აგრაფინა - მასტავლებელო... ფოთოლა - მაცალე! ა, ბაღნებო, გარეული ცხოველებიც ისტევე უნდა გვიყვარდეს რაფერც შინაური ცხოველები... შეხედეთ რაფერ ლამაზად და კოხტად დოუხატავს აგრაფინას მაიმუნის თავი... აგრაფინა - მასტავლებელო… ფოთოლა - მაცალე! აგრაფინა - რა გაცადოთ მასტავლებელო, მაი მაიმუნი კი არა ბებიაჩემი ფედოსია... ფოთოლა - რაიოო… ჰმ... მერე და ანახე აი სურათი ფედოსიას?! აგრაფინა - არა… შემეშინდა... ფოთოლა - მოი ნუ ანახებ შვილო, საწყალს ორი დღის სიცოცხლე დარჩენია და ნუ გოუხეთქავ გულს… ცოდოა, ისე, რაფერც ნახატი, კაია… ჰე, მიდი დაჯექი და ყველამ ჩაიწერეთ საშინაო დავალება… (უცებ რაჟდენი, პირველად გამოკითხული მოსწავლე ყვირის) რაჟდენი - მასტავლებელო, რომ დამავალეთ დავხატე… ფოთოლა - რა დახატე, მანახე... (ბავშვს რვეული გამოაქ) – რაღაცას ვერ ვხვდები კიდო... თქვი რაია ეს.….. რაჯდენი - რა და თითქოს ჩვენი სკოლა დეინგრა მასტავლებელო და ბავშვები დიდხანს, დიდხანს აღარ ვსწავლობთ… და აგერ აქანე დავრბივართ ჩვენ… (და ბავშვი ფურცელს თითს ადებს) ფოთოლა - გაწიე ხელი (და მოსწავლეს თვალებში უყურებს) სასწაული ნატვრა გქონია რაჟდენა, დეეგდე ახლა ადგილზე და ამ სკოლის ეზოში გნახე სულ მალე დამარხული, ჰა?! რასაა ბიჭო, რომ ნატრულობ და ხატავ, გადირიე შე მაიმუნო შეენ?! (ფოთოლას ამ ლანძღვა გინებით დამთავრდა გაკვეთილი) მოკლედ (დაირეკა ზარი და მუსიკის გაკვეთილზე, მასწავლებელი პიანინოსთან) პაშა - აბა, გამოდი ფოდრასია და დამიდექი გვერძე… (ბავშვი პიანინოსთან დგება) – ჰე, სულიკო გვქონდა სასწავლი, იმედია იცი… (მასწავლებელი დაკვრას იწყებს და ბავშვს თხოვს აყვეს) –ჰე, რავა ჯორივით დგახარ ბიჭო, გააღე პირი და ამყევი, დროზე… ფოდრასია - (ბავშვი შეშინებული აღებს პირს და ლუღლუღებს,თითქმის სიტყვად ამბობს) – საყვარლის საფლავს ვეძებდიიიი... პაშა - რა, იიი, გაგიჟდი?! რა ენა გებმება ბიჭო, რა დეგემართა? ნNუ ყროყინებ, აბა ჰე... ფოდროსია - ვერ ვნახე დაკარგულიყოოო... პაშა - ბიჭო! რაფერაა, რომ ყლოყინებ... რა გჭორს ფოდრასია? ფოდრასია- სმენა არ მაქ მასტავლებელო და ვერ ვმღერი… არ შემიძლია… პაშა - რა ვიცი დერეფანში იმხელას ბღავი სასაკლაოზე გაყვანილი ძროხა ეგონები კაცს და ამ პიანინოსთან არ მესმის, რა ჯანდაბა გემართება… წადი დეეგდე ახლა, ხმა ამოღებული არ გნახო იცოდე, ჰე ტრიფონია გამოდი… ტრიფონი - კისერი მაქ გაცივებული მასტავლებელო და ვერ ვიმღერებ... პაშა ¬ თვარა ისე, იმფერი ხმა გაქ, რომ ბზარებს აჩენ კედლებზე… დეეგდეე... აბა, ადექი, შენ პანტელო… პანტელო - მასტავლებელო ფიზკულტურაზე დღეს ნამეტანი დევიღალე და არ გამოვალ რაია?! პაშა - რა ვიცი, მელანომ თხრილში ჩაცვივდენ ბაღნებიო და ასე თუ გღლიდა პანტელო თხრილში ჯდომა არ მეგონა... გამეეთრიე ახლა და იმღერე თვარა წლის ბოლოს მთელი დუნია გეიგებს შენს სიმღერას… გამოი დროზე… (ბავშვი პიანინოსთან დგება) (ამ დროს კარი იღება და მელანო შემოდის მელანო - რაია პაშა, შენი ღრიალი ეგერ შარაზე ისმის შე ქალო... პაშა - რავა, რაია ქალო, მთელი წლის მანძილზე ერთი სულიკო ვერ ვამღერე ბაღნებს, ჰა?!... მელანო - თუ ბაღანას ნიჭი არ აქვს, რაფერ უნდა ამღერო შე ქალო?! პაშა - რაფერ და ჭრელად... ისე ვუხსნი, რომ პირდაპირ დაღეჭილს ტვინში ვუდობ და რაღა მევიფიქრო მეტი არ ვიცი… პანტელო - დავჯდები მასტავლებელო, მე არც დაღეჭილი მესმის და არც დოუღეჭავი , დავჯდები რაია?! პაშა- დეეგდე! არ ვიცი მელანო, აი ბახი შე ქალო მთლად ყრუ იყო და მუსიკებს წერდა ცხონებული და ამათ სიტყვას ვერ გამოაპარებ და გაკვეთილზე რა ჯანდაბა ემართებათ არაფერი მესმის… მელანო - კაი პაშა, გენაცვალე, ყველა ბახი ხომ ვერ იქნება შე ქალო?! პაშა - არ ვიცი… პირდაპირ... ეფროსინე - მასტავლებელო, მე ვიმღერებ, შეიძლება?! პაშა - არა… მელანო - რატომ პაშა?! პაშა - ყოველ გაკვეთილზე ერთიდაიგივე ბაღანას ხომ არ ვამღერებ? სირცხვილია… შეწირული ბულბულივითაა, გამოვა ხოლმე და მთელი საათი მღერის…... მელანო - ისე სიმღერა კი არა, მერამდენე წელია, სირბილი ვერ ვასწავლე ბაღნებს, ხაზზე გეიქეცით თქვა ვეუბნები და ერთმანეთს ედობიან ფეხებში, კისერს იმტვრევენ, არაფერია ამათგან გასაკვირი... პელაგია - მასტავლებელო ერთი წუთით გავალ, ეგერ ბებიაჩემი მიდის რაცხას ვეტყვი და ახლავე დავბრუნდები... პაშა - გადი... სუმკა დატოვე... (ბავშვი კარებთან დარაჯ ნიკიფორეს) პელაგია - რაია ნიკიფორე, დარეკე ხოლმე აი ზარი ადრე, ვინ მიხვდება?! ნიკიფორე - რას აბობ, აბა დამეკარგე აქედან და შეი დროზე კლასში… პელაგია - კაი რაია ნიკიფორე, ჩამომაკვრევინე ამ ბაწრიზა ხელი, რა მოგივა?! ნიკიფორე - ახლა არ შემიძლია, ცოტა მერე... (ბავშვი საწყალი სახით შესცქერის) – კაი, ა, ასე უნდა ქნა, მოკიდე ბაწარს ხელი, ოღონდ არ გამოქაჩო… (ბავშვი თოკს ხელს წაავლებს და მთელი ძალ-ღონით რკინის ზაარს დააჯახებს) სკოლაში ზარი დაირეკა და ბოლო გაკვეთილიც დამთავრდა, საწყალი დარაჯი შეშინებული კი იყურებოდა ვინმემ საყვედური არ მითხრასო, მაგრამ ვიღას ახსოვდა ჩვენი მოხუცი ნიკიფორე... სკოლა დაცარიელდა. დაცულია საავტორო უფლება რუსა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ისე, რომ იცოდე კოლია წიგნის წაკითხვისას თვალები ღია უნდა გქონდეს... :D :D ვიხალისე ძალიან. კარგად გაქვს დაწერილი, მაგრამ ჯობია უფრო მოკლედ იყოს, უკეთესი იქნება... წარმატებები! ისე, რომ იცოდე კოლია წიგნის წაკითხვისას თვალები ღია უნდა გქონდეს... :D :D ვიხალისე ძალიან. კარგად გაქვს დაწერილი, მაგრამ ჯობია უფრო მოკლედ იყოს, უკეთესი იქნება... წარმატებები!
7. ძალიან ვიხალისე! მსუბუქი და ლამაზი იუმორით არის დაწერილი. იმერული იუმორი რომ მართლაც გამორჩეულია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! ყოჩაღ, რუსა!!! წარმატებებს გისურვებ!!! 5555555 ძალიან ვიხალისე! მსუბუქი და ლამაზი იუმორით არის დაწერილი. იმერული იუმორი რომ მართლაც გამორჩეულია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! ყოჩაღ, რუსა!!! წარმატებებს გისურვებ!!! 5555555
6. პროვინციული კილო სასიამოვნოდ მოიტანეთ,ძალიან ნატურალურად. +2 პროვინციული კილო სასიამოვნოდ მოიტანეთ,ძალიან ნატურალურად. +2
5. :) მომეწონა :) :) მომეწონა :)
4. მიუხედავდ მოცულობისა სასიამოვნოდ ჩავიკითხე ბოლომდე, საინტერესო ავტორი ჩანხარ, კარგად წერ :) მიუხედავდ მოცულობისა სასიამოვნოდ ჩავიკითხე ბოლომდე, საინტერესო ავტორი ჩანხარ, კარგად წერ :)
3. ახლა ერთმა მკითხა,რატომ გაქ სკოლაზე წაშლილი კომენტარებიო,მინდა ავუხსნა მეგობარს,რომ ტექსტის ჩადების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო,მთლიანად ამოვშალე ნაწარმოები,შემდეგ კი აგმოჩნდა,რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო და ადმინისტრაციამ აღმიდგინა ნაწარმოები,მაგრამ ადრე გაკეთებული ტექსტი კი მაინც ამოშლილად დარჩა. დიდი მადლობა მკიტხველს. :) ახლა ერთმა მკითხა,რატომ გაქ სკოლაზე წაშლილი კომენტარებიო,მინდა ავუხსნა მეგობარს,რომ ტექსტის ჩადების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო,მთლიანად ამოვშალე ნაწარმოები,შემდეგ კი აგმოჩნდა,რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო და ადმინისტრაციამ აღმიდგინა ნაწარმოები,მაგრამ ადრე გაკეთებული ტექსტი კი მაინც ამოშლილად დარჩა. დიდი მადლობა მკიტხველს. :)
2. მომეწონა დიალოგები, მითუმეტეს ჩემს მშობლიურ კილოზე:)
მიხარია საინტერესო პროზაიკოსი საიტზე. მომეწონა დიალოგები, მითუმეტეს ჩემს მშობლიურ კილოზე:)
მიხარია საინტერესო პროზაიკოსი საიტზე.
1. ვიხალისე...თუმცა გეტყვით,მოცულობის გამო ბევრი ვერ წაიკითხავს... ვიხალისე...თუმცა გეტყვით,მოცულობის გამო ბევრი ვერ წაიკითხავს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|