ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2010


წიგნი, რომელსაც მკითხველი არ ჰყავს..

ცა – ვარდისფერი ცის ფერებს არ ჰგავს.

წყალი – ცის ფერებს და შემოდგომას.

ქარი – ხუჭუჭა პუშკინის ძიძას.

ცეცხლი – ვენდეტას როგორც წყლის საზღვარს.


* * *

წარწერა – ძველი და ნესტიანი.

ფურცლები – მოკლული ხისა.

მელანი – გადამდნაროქროიანი

ანაბეჭდები – უკვე აღარ ჩანს…


* * *

გახსნილი ისევე, როგორც სიშიშვლე.

როგორსაც ხორცის ნაჭერი მალავს – ქალიშვილობა ალბათ ბოლომდე, ვინ იცის როდის – მოკვდება ალბათ.

კუნძი ტყეს შუა –  ასაკი არ აქვს, სინათლე არ აღწევს – არ უნდა ალბათ.

რკალი ისარში, ბუმბული მაღლა – სიმსუბუქე აქვს ალბათ და რა ქნას!

პირველი კოცნა – რცხვენია ალბათ, ერთი შეხება – ნაჭერი გაქრა!


* * *

გადაშლილ წიგნებს მკითხველი არ ჰყავთ,

წლიურ რგოლებში ჰაიკუს მარცვლავს!

მოჭრილ ხეებზე ახალი გზა გაჰყავთ და ძველ ადგილას სექსი აქვთ ალბათ!!!


http://gvantsula.wordpress.com/2010/01/02/წიგნი-რომელსაც-მკითხველ/#more-226

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს