ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2010


თამტაზია

ეს ლურჯი მდინარე
და ვნება, მძინარე
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
ჩვენ შორის ნულოვანი მანძილი
და შენი იისფერი მანდილი
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
იასამნისფერი მწვერვალები,
და გულში ჩაკვრები, მხურვალებით,
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
ჩახუტებები, მიყუჩებით,
და დათაფლული ტუჩები.
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
ეს გოგო ჩემს სიზმარში ნამყოფია,
წარსული და აწმყო ორად გაყოფია,
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
ოცნებამ რეალობა ნისლში გამიხვია,
ჩემი ბრმა ფიქრები შენთვის გამიყვია,
თუმცა, ფანტაზიის ნაყოფია,
თუმცა, არაფერი არ ყოფილა,
თუმცა, სინამდვილემ ფარდა გაარღვია,
სიზმარმა დამათრო  და როგორ ამამღვრია...
თუმცა, არაფერი არ ყოფილა,
ჯერ მხოლოდ,
ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები