 | ავტორი: ისევ ის ვარ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 7 იანვარი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
"მე დიდ კონტრაში ვიყავი იმ კაცთან იმის გამო, რომ არც მანერა მომწონს წერისა და არც აზროვნება. მაგრამ ის იყო უნიჭიერესი კაცი. ეს არის გრიგოლ რობაქიძე" ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია მწერალთა კავშირის გამგეობის II პლენუმზე თავის გამოსვლაში. მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია არ აფასებდა ასე მის ნიჭს, გრიგოლ რობაქიძეს კარგად იცნობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც მისმა შემოქმედებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროპაში 30-იან წლებში, განსაკუთრებით გერმანიაში. გრ. რობაქიძემ თავისი ნაწარმოებების გარკვეული ნაწილი გერმანულ ენაზე დაწერა. უამრავი სტატია, რეცენზია, ნარკვევი გამოქვეყნდა ევროპულ პრესაში სადაც მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის შემოქმედებას. 1932 წელს მეორედ გამოიცა მისი "კავკასიური ნოველები" რომელშიც სამი ნოველა შედიოდა. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად გრ. რობაქიძის წინასიტყვაობა. გრ. რობაქიძე წერს: "საქართველო არის გასაღები წინააზიის უგზოუკვლოდ დაკარგულ ხალხების გამოსაცნობად. მისი ტომები, განსაკუთრებით, სვანები და ხევსურები, არიან ნაგლეჯები ძველი ათასწლოვანი კულტურებისა." სწორედ ამ ათასწლოვანი კულტურისა და ძველი ტომის შთამომავალ ხალხთა ხევსურთა ძველისძველი ტრადიციებსა და თანამედროვე ყოფის შესახებ წერს გრ. რობაქიძე ნოველას "ენგადი." ნოველა როგორც ვიცით მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრია, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. ნოველაში მოთხრობისაგან განსხვავებით ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმების პროცესი, მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთ მხარეს, პერსონაჟის რომელიმე თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი კი ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება. სწორედ ამ ჟანრის მშვენიერი ნიმუშია ეს ნოველაც, რომელსაც საფუძვლად უდევს ქართულ სინამდვილეში (და შესაძლოა მსოფლიოშიც) თავისი კერძო გამოხატულებით უნიკალური გამოხატულება "სწორფრობისა," რომლის წარმოშობა და საზოგადოებრივი ფუნქცია იდუმალებით არის მოცული. არ არის შემთხვევით, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი "გეორგი ვალუევ" ნახევრად(დედით) ქართველია და ნახევრად რუსი. თუმცა ქართულის არაჩვეულებრივი მცოდნეა და ამიტომაც მიჰყავთ თანამგზავრად რუსულ საფილმო საზოგადოების წევრებს ხევსურეთში. ნახევრად ქართველის შემოყვანა მთავარ გმირად ნაწარმოებში ერთგვარი პოეტური ხერხია, უფრო სწორად "გნოსეოლოგიური პოზიცია" ავტორისათვის ამ "უსაიდუმლოესი ტომის" შესაცნობად, ის ჭვრეტს მას ორგვარი თვალით- მშობლიურით და უცხოთ, "სხვაური" თვალით. აქ უნდა ჩანდეს ვარიაცია ავტორის საყვარელი და საბედისწერო თემისა- მამა და თან სხვა (ანუ მშობლიური და თან უცხო) "რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი" ("გველის პერანგი") ნოველაში ეს ამგვარად არის გადმოცემული: "ყოველი არსი ისწრაფვის სხვაურისა და უცხოურისაკენ თვითქცევაში". გიორგის არ ესმის"სწორფრობის" ტრადიციის არსი. მთელი ნოველის განმავლობაში ცდილობს ახსნას რატომ აქვთ მას და მზექალას ასეთუ მტანჯველი ურთიერთობა, მაგრამ ვერ გაუგია რატომ არ შეიძლება სწორფრის ცოლად შერთვა, რატომ იტანჯავენ მსგავსი ურთიერთობით თავებს მის კითხვებს სწორფერი პასუხობს: "ტკბილ ხომ არს?!" "ტკბილ ხომაა!" უკვირს ეს ყველაფერი გიორგი ვალუევს, მაგრამ თანდათან სწვდება პლატონური სიყვარულის განსახოვნებას. ხვდება გიორგი რომ ხევსურისათვის სიყვარული და ხორციელი ვნაბა სხვადასხვაა. ხევსურს შეძლება უყვარდეს სხვა(მაგალითად სწორფერი), მაგრამ დაქორწინდეს მეორეზე და ეს უბედურებად სულაც არ მიაჩნია. "ერთა სწორფერი გიყვარდეს და სხვაა ცოლი გყავდეს, ღვთიურ არს სიყვარული; ხორციელ იგემებ- მოჰკლავ მას; იწვოდ მხოლოდ!" სიყვარულის დაბადება უნდა იყოს მშვენიერებაში, როგორც სულით, ისე სხეულით. თუ სქესის მეშვეა ვერ შობს წარუვალს ანუ მშვენიერს. ამიტომაც ეზიზღებათ ხევსურებს მშობიარე ქალი და ის ცალკე აშენებულ ქოხში მშობიარობს მარტო სხვების დაუხმარებლად, რადგან იგი მატარებელია არა "შობისა მშვენიერეაშია", არამედ უსრული შობისა, რომელშიაც მორი წარმავალისა იმთავითვეა შთასახული. გრ. რობაქიძე ერთადერთია ქართველ მწერალთა შორის, რომელიც ჩაწვდა სწორფრული ურთიერთობის ეგზისტენციალურ სიღრმეს; ნოველაშიჩართული პარალელური ეპიზოდი მკვლელობისა წარმოაჩენს ამ წეს-ცვეულების შინაგან მხარეს. როგორც ორთა შერკინებაშია ლაჩრობა სასიკვდილოდ დაჭრა მოწინააღმდეგისა, ასევეა სწორფრულ ურთიერთობაში ზღვარს გადასვლა. სასიკვდილოდ დაჭრილ გოგოთურს მკურნალობს 97 წლის მოხუცი ლიქოკელი ძალიან ნასწავლი და დახელოვნებული დოსტაქარი, რაც ისევე აკვირვებს გიორგის, როგორც სწორფრობის ტრადიცია და ხახმატის ხატის დღესასწაული. ლიქოკელს უსაზღვროდ კარგი ექიმობა საკვირველია იმის გამო, რომ მას მხოლოდ წინაპართაგან გადმოცემული სიბრძნე და თვითშეძენილი ცოდნა აქვს. გაკვირვებულია ხახმატის ხატის დღესასწაულის ხილვითაც, უკვირს რომ იმ ადგილს სადაც "ხატი" ჰქვია არც ერთი ხატი არაა ბარის მნიშვნელობით, ერთი ბნელი ოთახია. აკვირვებს თუ როგორ გადადის დრესასწაული- ქეიფსა და დროსტარებაში. გული სწყდება ხევსურეთიდან მომავალ გიორგის, იგი შორდება სწორფერს, ძმადნაფიცს და იმ გარემოს სადაც ძალიან კარგად გრძნობდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ხახმატის ხატის დღესასწაულზე იგი უცხოდ გრძნობს თავს, მზექალასთან ურთიერთობის შემდეგ, როდესაც იგი ჩასწვდება ხევსურთა ტრადიციების სიღრმეებს ითვისებს მათ და ეძნელება მათი დატოვება. მოთხრობის ფონზე გავიხსენებ თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი არაბულის ლექსს "(...ზეცას შახენეო აპარეკავ,)" სადაც სწორედ სწორფრებს შორის ზომიერების დაცვასა და მათ ურთიერთსიყვარულზეა საუბარი. "ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს, ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი. სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ, დილამ შუადღისკენ გაიწია, კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა, მერე ეშმაკურად ჩაიცინა. ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა, ”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...” სასმელმ კაცის გონი გადაფარა, (თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...) ”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” - შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,... ნელა გადავიდა დათვისჯვარს და ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ. ნაწარმოები შესანიშნავი ნიმუშია ნოველისა. მას ახასიათებთ სიუჟეტის სიმარტივე, ლაკონიურობა, პერსონაჟის ცხოვრების ერთი მცირე მონაკვეთის გაცნობა, სათქმელის სისხარტე და მოულოდნელი(ოდნავ გაურკვეველი) ფინალი. ეს ნოველა ჩემი აზრით ღირსეულ ადგილს იკავებს, სხვადასხვა ქართველი ავტორების ნოველათა შორის. ემიგრაციაში მყოფი გრიგოლ რობაქიძის ცნობიერებაში კი, ამოტივტივდა მრავალი ქართული სახელი და მოვლენა, რომლებიც არაჩვეულებრივად წარმოჩინდა მისი კალმიდან გამოსულ ნაწარმოებებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ამას წინათ, იგივე თემაზე წავიკითხე ირაკლი ყალიჩავას პუბლიკაცია, ეს კი ბევრად ადრე ყოფილა გამოქვეყნებული და ვხედავ, გამომრჩენია. ირაკლის პუბლიკაციაში გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ამ თემაზე და ახლა ასე ვთქვათ, განმეორება გამომივა. ამიტომ თავს შევიკავებ რაიმეს თქმისგან. ერთადერთი, ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში რომ თურმე რობაქიძემ სხვა ქართველ მწერლებთან შედარებით შეძლო უფრო ღრმად დაენახა და შეეცნო ეს ტრადიცია. მე მგონია რომ თვით რობაქიძეც ვერ ჩაწვდა "სწორფრობის" სიღრმეს.
თვითონ ნაშრომი ძალიან საინტერესოა, ავტორო! მომეწონა შენი თხრობის და გადმოცემის სტილი! გაიხარე! ამას წინათ, იგივე თემაზე წავიკითხე ირაკლი ყალიჩავას პუბლიკაცია, ეს კი ბევრად ადრე ყოფილა გამოქვეყნებული და ვხედავ, გამომრჩენია. ირაკლის პუბლიკაციაში გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ამ თემაზე და ახლა ასე ვთქვათ, განმეორება გამომივა. ამიტომ თავს შევიკავებ რაიმეს თქმისგან. ერთადერთი, ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში რომ თურმე რობაქიძემ სხვა ქართველ მწერლებთან შედარებით შეძლო უფრო ღრმად დაენახა და შეეცნო ეს ტრადიცია. მე მგონია რომ თვით რობაქიძეც ვერ ჩაწვდა "სწორფრობის" სიღრმეს.
თვითონ ნაშრომი ძალიან საინტერესოა, ავტორო! მომეწონა შენი თხრობის და გადმოცემის სტილი! გაიხარე!
6. უჰ,ეს წავიკითხე, კომენტარი არ დამიტოვეია რატომღაც... გრიგოლ რობაქიძის უნიკალურობაზე და მის ერთადერთობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მითუმეტეს, რომ მისი უდიდესი ნაშრომები თითქმის უცნობია ქართული საზოგადოებისთვის...პირადად მე წაკითხული მაქვს, ის რაც ქართულად დაიბეჭდა (პუბლიცისტური წერილების ჩათვლით), თავის დროზე, დიპლომიც მისი პუბლიცისტური წერილების თემაზე დავიცავი... ეს, გენიაა ნამდვილად, მაგრამ საქმე ის არის, რომ "საქართველო არის გასაღები წინააზიის უგზოუკვლოდ დაკარგულ ხალხების გამოსაცნობად" ეს პირველმა და ერთადერთმა გრიგოლ რობაქიძემ არ თქვა მხოლოდ...ბევრი რომ არ ვილპარაკო, მხოლოდ რობაქიძის თანამედროვე მიხეილ ჯავახიშვილს და თავად გამსახურდიას დასახელებაც კმარა, (გასაგებია, რატომ არ მიკვირს მე პირადად, ის, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო სიმპათიით განწყობილი თავისი რობაქიძისადმი). წინააზიისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპული ეთნოსების "გასაღების" გამოცნობის თემა დღასაც წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერების კვლევების ერთერთ მთავარ საგანს(არა მხოლოდ ქართველი მეცნიერების)... რაც ეხება ფშავ-ხევსურების სწორფრობის "ინსტიტუტს" ამ თემაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ მესმის არანაირად ეგ საკითხი, არც რობაქიძის ნოველიდან და არც არავის შემოქმედებიდან...პირადი, სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია მხოლოდ და ეს არც ისე სასურველი და დადებითი, რომ აქ ღირდეს მისი წარმოჩენა... თუ გაქვთ საშუალება გრიგოლ რბაქიძის ნოველები გამოაქვეყნოთ ამ საიტზე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.... და დიდ მადლობელსაც დაგრჩებით უჰ,ეს წავიკითხე, კომენტარი არ დამიტოვეია რატომღაც... გრიგოლ რობაქიძის უნიკალურობაზე და მის ერთადერთობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მითუმეტეს, რომ მისი უდიდესი ნაშრომები თითქმის უცნობია ქართული საზოგადოებისთვის...პირადად მე წაკითხული მაქვს, ის რაც ქართულად დაიბეჭდა (პუბლიცისტური წერილების ჩათვლით), თავის დროზე, დიპლომიც მისი პუბლიცისტური წერილების თემაზე დავიცავი... ეს, გენიაა ნამდვილად, მაგრამ საქმე ის არის, რომ "საქართველო არის გასაღები წინააზიის უგზოუკვლოდ დაკარგულ ხალხების გამოსაცნობად" ეს პირველმა და ერთადერთმა გრიგოლ რობაქიძემ არ თქვა მხოლოდ...ბევრი რომ არ ვილპარაკო, მხოლოდ რობაქიძის თანამედროვე მიხეილ ჯავახიშვილს და თავად გამსახურდიას დასახელებაც კმარა, (გასაგებია, რატომ არ მიკვირს მე პირადად, ის, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ იყო სიმპათიით განწყობილი თავისი რობაქიძისადმი). წინააზიისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპული ეთნოსების "გასაღების" გამოცნობის თემა დღასაც წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერების კვლევების ერთერთ მთავარ საგანს(არა მხოლოდ ქართველი მეცნიერების)... რაც ეხება ფშავ-ხევსურების სწორფრობის "ინსტიტუტს" ამ თემაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ მესმის არანაირად ეგ საკითხი, არც რობაქიძის ნოველიდან და არც არავის შემოქმედებიდან...პირადი, სუბიექტური მოსაზრება გამაჩნია მხოლოდ და ეს არც ისე სასურველი და დადებითი, რომ აქ ღირდეს მისი წარმოჩენა... თუ გაქვთ საშუალება გრიგოლ რბაქიძის ნოველები გამოაქვეყნოთ ამ საიტზე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.... და დიდ მადლობელსაც დაგრჩებით
5. დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და იმათაც ვინც "არ" ან "ვერ" წაიკითხა და მათაც ვისაც "არ" ან "ვერ" მოეწონა, რას ვიზამთ ეს ის ჟანრია რომელიც მასკულტურისათვის არაა გათვლილი და შექმნილი ამას ცოტა არ იყოს განათლებული მკითხველი ესაჭიროება. (აქვე ბოდიშს მოვუხდი ყველა პოსტმოდერნისტს...) :)
ასეა ასე- "არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისიო" =))
ამ ნაწარმოებებს თითების მოსაფხანად კი არ ვკრეფ და ვაქვეყნებ, არამედ იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდეს ვინ ვინ არის, კონკრეტულად კი,- ვინ რას წერს და ვინ რას კითხულობს!
აი ასე არ წაიკითხოთ არა, მაინც ვერ გაიგებთ :)) დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და იმათაც ვინც "არ" ან "ვერ" წაიკითხა და მათაც ვისაც "არ" ან "ვერ" მოეწონა, რას ვიზამთ ეს ის ჟანრია რომელიც მასკულტურისათვის არაა გათვლილი და შექმნილი ამას ცოტა არ იყოს განათლებული მკითხველი ესაჭიროება. (აქვე ბოდიშს მოვუხდი ყველა პოსტმოდერნისტს...) :)
ასეა ასე- "არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისიო" =))
ამ ნაწარმოებებს თითების მოსაფხანად კი არ ვკრეფ და ვაქვეყნებ, არამედ იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდეს ვინ ვინ არის, კონკრეტულად კი,- ვინ რას წერს და ვინ რას კითხულობს!
აი ასე არ წაიკითხოთ არა, მაინც ვერ გაიგებთ :))
4. უჰ ნინოდარბაისელმა იცის ხოლმე დიდი ტექსტი ავკრიფე,წამეშალა და ახლა სასო წარმეკვეთაო.
აი ზუსტად ისე მომივიდა:(
სწორფრობის ტრადიციაზე დავწერე ვრცელი პოსტი და...
ფაფუ.გამიქრა:)
ამას მერე წავიკითხავ და მრავალს დაესწარი.:) უჰ ნინოდარბაისელმა იცის ხოლმე დიდი ტექსტი ავკრიფე,წამეშალა და ახლა სასო წარმეკვეთაო.
აი ზუსტად ისე მომივიდა:(
სწორფრობის ტრადიციაზე დავწერე ვრცელი პოსტი და...
ფაფუ.გამიქრა:)
ამას მერე წავიკითხავ და მრავალს დაესწარი.:)
3. =D> მომეწონა! :-* =D> მომეწონა! :-*
2. ყოჩაღ.მომწონხარ...5 მიმიხვდები.. ყოჩაღ.მომწონხარ...5 მიმიხვდები..
1. ხევსურებიო და შემოვიხედე.... :)
... რა ვიცი... ხევსურებიო და შემოვიხედე.... :)
... რა ვიცი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|