 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 30 იანვარი, 2010 |
პატარა ზღვის პატარა კუნძული
თავი მეოთხე
ამ დროს ქანელი ჯოხუსეთისაკენ მიაჭენებდა ცხენს. მალე მიწისქვეშეთის სამეფოს საზღვარიც გამოჩნდა. Gგარს, იმ სიმაღლე გალავანი ერტყა, რომ ჩიტიც კი ვერ გადაფრინდებოდა. შესასვლელთან იარაღასხმული მცველები იდგნენ და სივრცეს გასცქეროდნენ. ერთი შეხედვით ქანდაკებები გეგონებოდა.Qქანელის მიახლოვება თითქოს ვერც კიშენიშნეს. - გამარჯობათ მეგობრებო, - მიმართა ქანელმა ხმამაღლა, Eეგებ ყურში არ ესმითო. ქანელის სიტყვებზე გუშაგები უეცრად გამოცოცხლდნენ. - მეგობრებიო თქვით? - მოწიწებით მიმართეს ქანელს მცველებმა. - დიახ, ჩემო მეგობრებო, რა არის აქ გასაკვირი? - ვინ ხარ და რისთვის მოსულხარ? - მეგობარს ვეძებ. ჯოხუსეთის მაცხოვრებელია. ვგონებ სწორედ აქ უნდა ცხოვრობდეს. სიმართლე გითხრათ სახელი არ ვიცი. ერთმანეთს მეგობარო-თი მივმარავდით. - შენ თუ ქანელი ხარ, მეგობარი დიდი ხანია გელოდება. - მელოდება? რა იცოდა რომ მოვიდოდი? - ჩვენ არაფერი ვიცით. Uუბრალო მცველები ვართ. Aასე კი თქვა: მეგობარი მოვა და ჩვენ, მალე მიწისქვეშეთს დავუბრუნდებითო. ჯოხუსელმა ფართოდ გააღეს კარი. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ქანელისაკენ ჩქარი ნაბიჯით, მისი კარგი ნაცნობი სლიპინა მოაბიჯებდა. - გამარჯობა მეგობარო, - სიხარულით მიმართა მან ქანელს და გადაეხვია. - გაგიმარჯოს, - უპასუხა ქანელმა და უხერხულად მოუტყაპუნა ზურგზე ხელი მიწისქვეშელს. ცოტა არ იყოს არასასიამოვნო იყო სლიპინასთან ჩახუტება, მაგრამ ყმაწვილმა არ შეიმჩნია და გაღიმებაც კი მოახერხა. - წამოდი, სახლში შევიდეთ, - შესთავაზა მასპინძელმა. - კარგი, ოღონდ მანმადე ჯოხუსეთის თავკაცები შეკრიბე. - უკვე გელოდებიან. - ეშმაკურად გაიღიმა სლიპინამ. - მელოდებიან? რა იცოდით რომ მოვიდოდი? - სიზმრის ქვეყნის ფერიამ შეგვატყობინა და გვირჩია მოვმზადებულიყავით. ზოგმა უკვე ბარგიც კი ჩაალაგა. შენ ხომ სიზმრის ურჩხული ხარ, ჯურხან-მახრჩობელას დამმარცხებელი. - სიზმრის ქვეყნის ფერია, ლილია იყო აქ? - დიახ, ლილია ბრძანდებოდა. ისიც გვითხრა: თუ ქანელმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, მიწისქვეშეთს აუცილებლად დაუბრუნდებითო. - არა მეგობარო, მე სიზმრის ურჩხული აღარ ვარ და ვერც ვერასოდეს ვეღარ გავხდები. - რატომ? - ჯერ ერთი, ჩემი გრძნეული ნათლიები, რომელთაც შენ კარგად იცნობ, არაფრის დიდებით არ დამთანხმდებიან რომ კვლავ ურჩხულად გადავიქცე. Mმეორეც, თქვენს ახლანდელ მეფეს, არანაირი ურჩხული არ სჭირდება. Mმე ვფიქრობ ძალის გამოყენება საერთოდ არ დაგვჭირდება. - აბა როგორ უნდა დავამარცხოთ? - გაკვირვებისაგან თვალები დააჭყიტა სლიპინამ და აქამდე საზიზღარი შესახედაობა იმდენად სასაცილო და საცოდავი გაუხდა, რომ ქანელს უცნაური სითბო ჩაეღვარა გულში ამ გაურკვეველი არსების მიმართ და ახლა უკვე გულიანად გადახვია ხელი. Mმეგობრები შენობისაკენ გაემართნენ. შენობაში, ლამის ნახევარ ჯოხუსეთს მოეყარა თავი. - ამდენი თავკაცი გყავთ ქვეყანაში? - გაიკვირვა ქანელმა. - არა, ესენი მიწისქვეშეთის დიდებულები არიან თავიანთი ოჯახებით. Yყველას აინტერესებდა შენი ნახვა და უარი ვეღარ ვუთხარი. - ჯურხან, - მიმართა ქანელმა მეგობარს. - შენ რა იცი რომ მე ჯურხანი მქვია? - მე ისიც ვიცი, რომ შენ ჯურხან მახრჩობელას შვილი და ტახტის პირდაპირი მემკვიდრე ხარ. - დაიწყო ქანელმა საუბარი. - ძალიან გული მწყდება, რომ მამაშენი ჩემი ხელით დაიღუპა, მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ მქონდა. ჩემი ქვეყანის ბედი წყდებოდა. - ვიცი, ვიცი მეგობარო და არც გადანაშაულებ. შენ ხომ შენს ქვეყანას იცავდი, რომელსაც მამაჩემი განადგურებას უპირებდა. - სევდიანად უპასუხა ჯურხანმა. - მოდი ამ თემაზე ნუღარ ვისაუბრებთ. - კარგი, თანახმა ვარ. მეგობრებო, - ახლა უკვე მოსახლეობას მიმართა ქანელმა, - რასაც გეტყვით, დღესვე უნდა გაკეთდეს. ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ, ჩემი მიწისქვეშეთში ჩაყვანაა. შემდეგ მარტო ვიმოქმედებ. - კი მაგრამ მარტო როგორ დაამარცხებ მეფეს, მას ხომ დიდძალი არმია ჰყავს, შენ კი სიზმრის ურჩხული აღარ ხარ. - წამოიძახეს ჯოხუსელებმა. - ბრძოლა არ დამჭირდება. ალბათ არაფერი გაგიგიათ თქვენი ახლანდელი მეფის წარმომავლობის შესახებ. არ იცით მისი ცხოვრების ისტორია. - როგორ არ ვიცით. მიწისქვეშეთის მეფე, ჩვენი ყოფილი მბრძანებლის, დიდი ჯურხანის ძმაა. - არა ჩემო ძვირფასებო, ჯურხან მახრჩობელას ძმა არ ჰყოლია. Mმისი ერთადერთი მემკვიდრე მისი შვილია, რომელიც დღეიდან ჟურხან მეორედ იქნება წოდებული. ჩათვალეთ რომ ის უკვე ჯოხუსეთის მეფეა და ყველაფერში დაემორჩილეთ. მეფედ კურთხევა კი ახლანდელი მეფის განდევნისა და ჯოხუსეთში დაბრუნების შემდეგ ჩატარდება. რაც შეეხება თვითმარქვია მეფეს, ძველთაძველი ტომის, “ხოჭონეთის” შთამომავალია. ალბათ გაგიგიათ “ხოჭონეთი”. - როგორ არა, - ზიზღით წარმოსთქვა ჯურხან მეორემ. - ხოჭოებით, მატლებითა და ჭია-ღუებით დასახლებული, დაწყევლილი ადგილია. - დიახ, დიახ. სწორედ მაგათი ბელადია დღეს მეფე, რომელმაც ბნელი გრძნეულის დახმარებით, თქვენი სახე მიიღო და ახლა თქვენზე ბატონობს. - ის ბნელი ძალა ვინღაა? - მაგას მე მივხედავ. Eეგ გრძნეული ერთ დროს ჩემი ნათლიების მეგობარი იყო. სამწუხაროდ თავის ჯადოსნურ ძალას უწმინდურების დასახმარებლად იყენებდა. ამიტომაც დაწყევლილ და გაძევებულ იქნა გრძნეულთა ლიგიდან. რის შემდეგაც დასახლდა მიწისქვეშეთში. გრძნეულებმა სიცოცხლე იმ პირობით შეუნარჩუნეს, რომ ავ საქმეებს აღარ ჩაიდენდა. მან თავისი მაინც არ მოიშალა და ახლა პასუხი უნდა აგოს. ჩემმა ნათლიებმა მასთან წერილი გამომატანეს. წერილში რა წერია არ ვიცი, მაგრამ არა მგონია მისთვის სასიკეთო იყოს. ის კი ვიცი, ჩემი ერთი სიტყვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ის ჭია-ღუები თავიანთ ხვრელებში სამუდამოდ დააბრუნოს. აღტაცებული სახეებით შესცქეროდნენ ჯოხუსელები ქანელს. - თანახმა ვართ, მე ჩაგიყვან ჯურხანთან, - მოსახლეობას გამოეყო შედარებით ასაკოვანი მიწისქვეშელი. - ოღონდ ჯერ ცოტა წავიხემსოთ. - არა, ჩემო ბატონო. Mმადლობას მოგახსენებთ, მაგრამ მირჩევნია ეს საქმე რაც შეილება სწრაფად მოვაგვარო. მეშინია არ დაგვიანდეს. - კი მაგრამ რა შეიძლება მოხდეს? - ხალხი ძალიან აღელვებულია თქვენი გამოჩენით, გეგმასაც აწყობენ როგორ მოგიცილონ თავიდან. ზოგი უკვე შეიარაღდა კიდეც. ვშიშობ, სისხლი დაიღვრება. - საწყენია, სამტროდ არ ვართ მოსულები და რაც მთავარია, ჩვენი ნებით არ მოვსულვართ. რახან ასეა წავიდეთ. მოხუცი და ქანელი ეზოში გავიდნენ. მთელი მოსახლეობა უკან მიჰყვა. ჯურხანმა კვერთხი მიაწოდა. - ეს დიდი ჯურხანის კვერთხია, - წარმოსთქვა მოხუცმა და სამჯერ დაჰკრა მიწას. Mმიწამ ყრუდ დაიგუგუნა და ქანელისა და მოხუცის ფეხებთან გახსნა პირი. იმავე წამს ქანელიცა და მოხუციც მიწისქვეშეთში აღმოჩნდნენ.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სინათლე და უბრალოება.
სინათლე და უბრალოება.
3. მშვიდობა და წარმატება ზღაპარეთელებს... მშვიდობა და წარმატება ზღაპარეთელებს...
2. მომეწონა! +2!!! მომეწონა! +2!!!
1. ეს მეზობლებში წავიკითხე... :))))))))))) კარგია. მიყვარს შენი ზღაპრები... 5 ეს მეზობლებში წავიკითხე... :))))))))))) კარგია. მიყვარს შენი ზღაპრები... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|