ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


* * *

მცირე  ალიტერაციული  მონოლოგი

როცა  მნაცრავდა  ცეცხლი  ცოდვების,
მაშინ  შეგთხოვდი  შველას  განგებას...
თვალსაწიერი  აწ  ვიწროვდება...
ბეჩავს  ჩრდილიც  არ  მრჩება  გამგებად...

ვის  მფარველ  ფრთებქვეშ  დაიბუდებენ
ცთომილნი,  გზის  რომ  უჭირთ  გაგნება
და  უდაბნოსა  შინა  გოდებაც
ქუშ  ქვიშებშივე  თუ  იკარგება?!.
ან  სმენას,  დახშულს  შლეგურ  ბოდვებით,
ვინ  შეაშველოს  მშვიდი  ჰანგები?!.

მერე  ამაოდ  შეგეცოდება
თათარიახნად  თავის  წამგები,
ოდეს  დიდ  ლოდქვეშ  დამყუდროვდება
მწირი  ძვალხორციც,
სიმწრით  ნაგები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები