ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2010


მე გაზაფხულს ველოდები....

  ხო ველოდები. ვიცი რომ ადრეა ჯერ.
  სულ არ მადარდებს ის რომ ვიღაცას გიჟი ვეგონები...

  ველოდები წერილს.  ყოველდღე ვამოწმებ საფოსტო ყუთს.
  სულ არ მადარდებს ის, რომ ეს უკვე ნერვოზში გადამეზარდა ეს ყველაფერი...

  შუაღამემდე დავდივარ ქუჩში და ფილტვები სუნთქავენ სიცივეს.
  სულ არ მადარდებს ის, რომ შეიძლება ფილტვების ანთება დამემართოს...

  რას ნიშნავს სიტყვა vici, სამი ცნობილი სიტყვიდან veni, vidi, vici ? vici _  დავამარცხე თუ vici  _ გავიმარჯვე?
  არის განსხვავება მათ შორის? ან იქნებ არც კი. სხვისი დამარცხება ყოველთვის ნიშნავს გამარჯვებას?
  ვსვამ კითხვებს და ვხვდები, სულ არ მადარდებს ვინ რა პასუხს გასცემს მათ.

  მოდერნი თუ პოსტმოდერნი? შავი თუ თეთრი. რა მნიშვნელობა აქვს ფერს, მუდმივი  ყვითელიც მოსაბეზრებელია... პოსტმოდერნი? რა სულელური კითხვაა?
  ვის აინტერესებს მასზე პასუხი?

  ახლა ვწერ ამ ყველაფერს და ვფიქრობ საიტი დაბლოკავს ამ ნაწერის გამოქვეყნებას.
  სულ არ მადარდებს ეს... მაინც ვერაფერს ვუშველი...  ალბათ ამ ნაწერს...



  სულ არ მადრდებს ის რომ ამდენი ხანია არფერი დამიწერია.

  p.s. ”ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით.არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო”.  ერნესტ ჰემინგუეი


  p.s.არ იფიქროთ რომ არ მიყვარხართ... უბრალოდ ”ვითომ” მკვდარი ვარ, მკვდრის პოზიციიდან მინდოდა ცოტა რამე ” დამეწერასავით” ...

  გაგრძელება იქნება...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები