ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანდი_ქიმერა
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2010


სიცრუე

                                                                                                                                                                                22.01.2009 წელი

***
სიცრუე ტახტზე ზის... ფეხები გარდი-გარდმო გადაუშლია და მუცელზე ხელებდაწყობილს, ჭეშმარიტება სულ ცალ ფეხზე ჰკიდია...

ირგვლივ ყველა იტყუება....ყველგან ტყუილი და ფარსია... ირგვლივ სიცრუე მეფობს...

სიცრუის ტახტს, ადამიანის გულებში ფესვები მყარად გაუდგამს და ადამიანებიც, რომლებსაც ბრძოლის უნარი უკვე აღარ შერჩენიათ, სიმშვიდით იტანენ სიცრუის მეფობას... დაბრმავებულებს, თვალებზე ლიბრი გადაჰკვრიათ და ცრუ მეფეს, დიდის გულმოდგინებით შესციცინებენ...

ცრუ მეფეც, ტახტზე ზის და იცინის... იცინის... იცინის... მისი სიცილი ყალბ ხარხარში გადაიზრდება ხოლმე... ადამიანებიც ყალბად პასუხობენ სიცრუეს... ცალყბად უცინიან...

სიცრუეს უხარია, რომ ჭეშმარიტება დილეგში გამოჰკეტა... ჭეშმარიტებას ხელებიც და ფეხებიც შეკრული აქვს,... ბორკილდადებულ სიმართლეს ადამიანების ცქერისას, თვალები ცრემლით ევსება... უნდა იყვიროს... უნდა, ყველას გააგებინოს, რომ ისინი ცრუ მეფეს ეთაყანებიან... რომ ის, ის არაა... მაგრამ ვერ ყვირის... სიმართლეს პირიც დახშული აქვს...

სიცრუემ სიმართლეს პირში აღვირი ამოსდო და მისი ხელიდან გაშვებას არც აპირებს, სიმართლეს პირი ათასი სიცრუით აქვს გამოტენილი... სიმწრისგან ნერვები სულ ასკდება, მაგრამ ვერაფერს აწყობს... ხალხი სიცრუის მხარესაა და მეფედაც მას აღიარებენ...

თუმცა სიმართლე ითმენს... მას სწამს, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს...


***
სიმართლის მოთმინებით გულდაღონებული სიცრუე, საკუთარ სასახლეში, საკუთარ კაბინეტში ზის და იმაზე ფიქრობს: რა განაჩენი გამოუტანოს სიმართლეს...

_უნდა ჩამოვახრჩო, ისე, რომ თან ადამიანებმა დაინახონ, რომ შიში ჰქონდეთ, ჩემი შიში... _ გადაწყვიტა ბოლოს და თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილს სახეზე ცრუ ღიმილი გამოეხატა...

_ ეს რა კარგად მოიფიქრე, ადამიანების თვალწინ, სიმართლის ჩამოხრჩობა... ეს რამ მოგაფიქრებინა... მაგარი ხარ _ ყურში ჩასჩურჩულა, მარცხენა მხარზე მჯდომმა ეშმაკმა...

სიცრუე... ყალბად მიაჩერდა ეშმაკს და თვალი თვალში გაუყარა _ ჭკვიანად იყავი, თორემ... არც შენი გასამართლება გამიჭირდება, მე მეფე ვარ...


სიცრუის უტიფარ გამოხედვაზე ეშმაკი შეცბა... და აქაოდა, მართლა რამე არ დამმართოსო, სიცრუეს საჩქაროდ გაეცალა...

სიცრუე მარტოდ დარჩა... კიდევ უფრო გახარებული და აღტაცებული... სიცრუემ თავად ეშმაკი დაამარცხა....


***
მეორე დილას, ქალაქის ცენტში... იქ, სადაც უამრავი ადამიანი ირევა ხოლმე... სიცრუემ ადამიანებს სახრჩობელა დაადგმევინა... დროც კი დანიშნა... შუა დღის 3 საათზე, სიმართლე მოკვდება...


***
როცა თვალები გავახილე, უცხო საწოლში ვიწექი ... ჯერ, ვერ მივხვდი სად ვიყავი... გონება დავძაბე, რომ უფრო კარგად გამეხსენებინა სად ვიყავი...

უფორმო ოთახი ჯერ ამოტრიალდა და მერე თავის ადგილას დადგა... ჩემს მკერდზე აშკარად უცხო ხელი დავლანდე... ჩამოქნილ თითებს თვალი გავაყოლე... ლამაზი მკლავების იქით, საოცრად ლამაზი...

და უცებ, გონებაში ყველაფერი ამოტივტივდა... წუხანდელი ღრეობა... და ნატა...

_აუ, რამდენი დამილევია_ ესღა გავიფიქრე და წამოდგომა დავაპირე....

ამ დროს, მობილურმა ტელეფონმა დარეკა...

იქვე, საწოლთან ახლოს, იატაკზე მიგდებული შარვლისკენ გადავიწიე და შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე... ეკრანს რომ დავხედე, უცებ გამოვფხიზლდი... ცოლი...

_ სად ხარ, მთელი ღამე გირეკავდი, მოვკვდი ნერვიულობით..._ ცოლი ტიროდა...

საწოლში მწოლიარე ქალს, კიდევ ერთხელ გადავხედე...

_ მეგობართან დარვჩი, ძალიან დავთვერი..._ მობილური გავთიშე და ისე, რომ არც გამიხედავს შარვლისკენ მოვისროლე...

მერე... საბანგადახდილი ნატასკენ გადავიხარე და პენუარიდან ურცხვად მოქათქათე, მის ლამაზ მკერდს ვეამბორე...

ჩემს წინ... პირდაპირ კედელზე, უცნაური ნახატი ეკიდა... ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი შიშით შეჰყურებდა...
სახრჩობელაზე ჩამოკიდებულ, უფორმო არსებას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები