ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2010


გენიალური ლექსი

დღეს იწვიმებსო,
ხვალაც იწვიმა, იწვიმა ზეგაც,
ზეგაც დავსველდი, ხვალაც ალბათ,
ვსველდები დღესაც.

შავია მიწა, წამო სადაც,
არ არის შავი,
ეს რა ფერია აღარ მახსოვს,
უშენოდ მწვანე.

თოვლმა მოთოვა,
თოვლის კაცი, თოვლივით თეთრი,
როცა დადნება,
სითეთრესაც შეატყობ ალბათ.


მე მენატრება მონატრება,
შენთან ვარ როცა,
როცა მიდიხარ ვეღარ ვიტან,
ამ მონატრებას.

დღეს იწვიმებსო,
შენთვის, მისთვის, ჩემთვის კი არა,
მე მაინც მიყვარს მარტო შენთვის,
როცა წვიმს წვმა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები