ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


უშენოდ გასავლელი გზისა



შენი  ცრემლი  ისევ  აწვიმს
        ჩემს  ჭერახდილ  სალოცავს...
შევუყვები  ფიქრის  გზაწვრილს
        შეიმღვრევა  ცა  როცა...

გავლილია  ხიდი  ბეწვის...
        ეს  გზა  ქვითინს  მაძალებს...
გული  მტკივა,  გული  მეწვის...
        გული  -  შენ  გენაცვალე...

ქარი  წვიმის  თმაგაწეწილ
        ღრუბლებს  მოაწანწალებს...

შერევიათ  ფერი  ნაცრის
        გაღმა  -  ხსოვნის  სანახებს...
მოდის  მწუხრი...  და  ქანცგაცლილ
        ნახირს  მოაბალახებს...

                                        1976 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები